Tag Archives: #ბატარეა

VOLVO CARS-ი და NORTHVOLT-ი ელექტრობატარეების წარმოებას გეგმავენ

Volvo Cars-ი და Northvolt-ი ქარხანას დააფუძნებენ, რომელიც გამოუშვებს ბატარეების ახალ თაობას სრულად ელექტრო Volvo-სა და Polestar-ის ავტომობილებისთვის. 2025 წელს ქარხანა შვედეთის ქალაქ გეტებორგში გაიხსნება და 3000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. ქარხანასთან ერთად, 30 მილიარდი შვედური კრონის ინვესტიციის ფარგლებში კვლევით-განმავითარებელი ცენტრიც შეიქმნება. Volvo Cars-ი 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრო მანქანების წარმოებასა და გაყიდვას ისახავს მიზნად. კომპანიის ელექტროფიკაციის სტრატეგიას ახალი ქარხანა და მჭიდრო ...

Read More »

ბრიტანეთში ქიმიკოსებმა ლიმონისგან ბატარეა შექმნეს

მეცნიერთა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც „ქიმიის სამეფო საზოგადოების“ სახელითაა ცნობილი, 2,923 ლიმონით ბატარეა შექმნა. მეცნიერებმა ლიმონებზე თუთიისა და სპილენძის მავთულები დაამაგრეს და ჯამში, 2,307.8 ვოლტის გამომუშავება შეძლეს. ქიმიკოსები განმარტავენ, რომ ლიმონის წვენი მოქმედებს, როგორც ელექტროლიტი, ხოლო თუთია და სპილენძი როგორც ელექტროდები – ელექტროენერგიის გამტარი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც წრედი იქმნება. სანახაობისთვის, მიღებული ენერგიით პიროტექნიკა აანთეს, რომელიც რბოლის დაწყების მანიშნებელ სიგნალად გამოიყენეს.

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla-ს ელექტრომობილები ახალი ტიპის ელემენტებით გამოვა

კომპანია Panasonic ემზადება ახალი ლითიუმ-იონის ელემენტების წარმოებისთვის, რომლის შემდეგაც კომპანია Tesla-ს მიერ წარმოებული ელექტრომობილები 20%-ით უფრო მეტი მანძილის დაფარვას შეძლებენ, ვიდრე აქამდე. ეს კი თავად Panasonic-ს საშუალებას მისცემს უკეთესი კონკურენცია გაუწიოს ელემენტების მწარმოებელ სამხრეთ კორეულ და ჩინურ კომპანიებს. მოსალოდნელია, რომ ახალი ტიპის ელემენტები ელექტრომობილებს სვლის მარაგს მნიშვნელოვნად გაუზრდის. იაპონური კომპანიის ინფორმაციით, ამ ტიპის ელემენტებით ავტომობილების წარმოება დაჩქარდება, სწორედ ამ მიზნისთვის ...

Read More »

შვედურმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი სრულად გადამუშავებული ელემენტი შექმნა

შვედურმა კომპანია Northvolt-მა პროგრამა Revolt-ის ფარგლებში მსოფლიოში პირველი სრულად გადამუშავებული ლითიუმ-იონის ელემენტი შექმნა, რომელიც ელექტრომობილებში გამოიყენება. ის ნიკელ-მანგანუმ-კობალტის (NMC) კათოდს შეიცავს, რომელიც ელემენტის ნარჩენების გადამუშავების შედეგად აღდგენილი ლითონებისგან არის მიღებული. Northvolt-მა ყველა საჭირო ღონისძიება შვედეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვესტეროსში განლაგებულ ლაბორატორიაში განახორციელა. როგორც ცნობილია, ახალ ელემენტში გამოყენებული ნიკელი, მანგანუმი და კობალტი ნარჩენებიდან დაბალენერგიული ჰიდრომეტალურგიული დამუშავების გზით შეაგროვეს. პროცესი წყალხსნარის ...

Read More »

ევროპელი ავტომწარმოებლები ევროპაში მიკროჩიპების საწარმოს გახსნას ითხოვენ

ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია ACEA გამოდის ინიციატივით უმოკლეს ვადებში შეიქმნას მიკროსქემების საწარმოების ქსელი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რათა დასრულდეს აზიაზე დამოკიდებულება. ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ ევროკომისიისადმი გაგზავნილ წერილში. „არსებული კრიზისი ცხადყოფს, რამდენად მოწყვლადია ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვი და რამდენად საჭიროა ჩვენი უცხოურ ბაზრებზე დამოკიდებულების მინიმიზება, განსაკუთრებით აზიურისგან. ახლა ჩვენ ვართ უმძიმეს მდგომარეობაში, მაშინ როცა აზიურ ბრენდებს საქმეები უკეთ მისდით, იმიტომ, რომ მათ ...

Read More »
Tesla ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმილატორების ქარხანას აშენებს

Ford-ი და SK-ი ბატარეების ქარხნების ასაშენებლად $11.4 მილიარდს დახარჯავენ

Ford Motor-ი და სამხრეთ კორეის SK Innovation-ი ტენესისა და კენტუკის შტატებში ბატარეის სამი ქარხნის ასაშენებლად $11.4 მილიარდს დახარჯავენ. კომპანიები ბატარეების ქარხნებთან ერთად ააშენებენ F სერიის ელექტრო პიკაპის ამწყობ ქარხანასაც. Ford-ის და SK Innovation-ის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ეს აშშ-ს ავტომწარმოებლის ისტორიაში უდიდესი ინვესტიცია იქნება. პროექტის მიხედვით, ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებისა და ბატარეების წარმოება ორ ლოკაციაზე მოხდება. ქარხნებში დასაქმდება თითქმის 11,000 ადამიანი. Ford-ი პროექტში $7 მილიარდს ჩადებს, ხოლო SK-ი $4.4 მილიარდს. პროექტი მუშაობას 2025 წლიდან დაიწყებს. კომპანიის ტენესის ლოკაცია, რომელიც Blue Oval City-ის სახელით იქნება ცნობილი, ...

Read More »

Tesla-ას თანადამფუძნებელი EV-ბატარეის მასალის ელექტროსადგურს ქმნის

Redwood Materials-ი ბატარეების გადამმუშავებელი კომპანიაა, რომელიც Tesla-ს თანადამფუძნებლისა და JB Straubel-ის ყოფილი ტექნიკური ხელმძღვანელის, ჯეფრი სტრობელის მიერ შეიქმნა. Redwood Materials-ი გამოყენებული ლითიუმ-იონური უჯრედებისა და ელექტრონიკის ღირებული მასალის აღდგენას და ინვესტიციის სახით, ამერიკაში ელექტრომობილების ბატარეებისთვის საჭირო მასალის შემქმნელ ქარხანაში $1 მილიარდზე მეტის ჩადებას გეგმავს. აშშ-ის შტატ ნევადაში დაფუძნებული კომპანია Redwood Materials-ი, რომელმაც ივლისში ლითიუმის კობალტის, ნიკელისა და სხვა მეტალების აღსადგენად $700 ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

“ტესლა” იაპონურ კომპანიებთან ერთად ჰოკაიდოში ენერგიის შესანახ ობიექტს ააშენებს

ხუთშაბათს Tesla Inc-მა (TSLA.O) განაცხადა, რომ ის შეუერთდება იაპონური კომპანიების კონსორციუმს, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰოკაიდოში, ენერგიის შესანახ ობიექტს აშენებენ. პროექტის მიზანია განახორციელოს ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაცია განახლებადი ენერგიის მოხმარების შემდგომ. ამერიკული კომპანიის განცხადებით, ისინი ითანამშრომლებენ იაპონურ ენერგეტიკულ საცალო გამყიდველთან Global Engineering–თან  და საინჟინრო ფირმა Ene-Vision–თან, რათა ააშენონ ენერგეტიკული საცავი. ეს საცავი დაკავშირებულია ენერგეტიკულ ქსელთან. მისი გამტარუნარიანობა საათში 6,095 კილოვატი იქნება ...

Read More »

ბირთვული ნარჩენების ბრილიანტებად გადაქცევის შედეგად კომპანიამ შექმნა ბატარეები, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში გაძლებს

რადიოაქტიური ნახშირბადის 14 ბრილიანტად გადაქცეული ბირთვული რეაქტორის ნაწილები წარმოქმნის ენერგიას. მათი უსაფრთხოების მიზნით, ნახშირბადის 14 ბრილიანტი მოთავსებულია ალმასის მეორე დამცავ ფენაში. კომპანია პროგნოზირებს, რომ პირადი მოწყობილობების ბატარეები შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 9 წელი. ბირთვული ნარჩენები – ეს არის ბირთვული ელექტროსადგურების რადიოაქტიური საშიში ნივთიერებები, რომელთა შენახვაც სახლებთან ახლოს ან თუნდაც მათი ტრანსპორტირება მათ ქალაქებში არავის სურს. ეს ნივთიერებები არის ტოქსიკური, საშიში, ათასობით ...

Read More »

Tesla-ს გიგანტური ბატარეა მეოთხე დღეა იწვის

ავსტრალიაში ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს Tesla-ს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბატარეაზე ხანძარი გააკონტროლოს. ცეცხლი ჯერ კიდევ არ არის კონტროლის ქვეშ. ხანძარი პარასკევს დილით, პირველადი ტესტირების დროს გაჩნდა. ”თავიდან ერთ ბატარეას გაუჩნდა ცეცხლი, შემდეგ გავრცელდა მეორე პაკეტზე, რომელიც ძალიან ახლოს იყო მასთან”,- განაცხადა CFA-ს სახანძრო სამსახურის უფროსმა თანაშემწემ იან ბესვიკემ. CFA-ს თანახმად, მიზეზი დაუდგენელია და შემთხვევა გამოძიებული იქნება მას შემდეგ, რაც ამის გაკეთება ...

Read More »