Tag Archives: #უკრაინა

აშშ მხარს უჭერს კანადის გადაწყვეტილებას გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ

აშშ მხარს უჭერს კანადის გადაწყვეტილებას გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. „აშშ ერთიანია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობის, რუსეთის ენერგეტიკაზე ჩვენი კოლექტიური დამოკიდებულების შემცირებისა და კრემლზე ზეწოლის შენარჩუნების ვალდებულებაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მხარს ვუჭერთ კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას, დააბრუნოს გერმანიაში ბუნებრივი აირის ტურბინა Nord Stream 1-ის მილსადენში გამოსაყენებლად. მოკლევადიან პერსპექტივაში, ტურბინა საშუალებას მისცემს ...

Read More »

ზელენსკიმ კანადის გადაწყვეტილებას, გერმანიისთვის ბუნებრივი აირის ტურბინის დაბრუნების შესახებ, საშიში პრეცედენტი უწოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კანადის გადაწყვეტილება გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ სახიფათო გამონაკლისია. „ახლა ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი შეეცდება არა მხოლოდ მაქსიმალურად შეზღუდოს, არამედ მთლიანად შეაჩეროს გაზის მიწოდება ევროპისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ, ეს პროვოცირებულია. ასეთ პირობებში ყოველი დათმობა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის აღიქმება, როგორც შემდგომი, უფრო ძლიერი ზეწოლის სტიმული. რა თქმა უნდა, ...

Read More »

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის დაბრუნება სანქციების დარღვევას არ წარმოადგენს

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისთვის ტურბინის დაბრუნება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ განაცხადა. მისი თქმით, კანადის მიერ ტურბინის დაბრუნება არ წარმოადგენს სასანქციო რეჟიმის დარღვევას, რადგან სანქციები არ ვრცელდება ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის განკუთვნილ აღჭურვილობაზე. გუშინ კანადამ განაცხადა, რომ დააბრუნებს „სიმენსის“ შეკეთებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობისთვის. როგორც მედია წერს, ტურბინა გადაეცემა ...

Read More »

უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები გამოხატავენ ღრმა იმედგაცრუებას კანადის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასცეს ნებართვა გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დასაბრუნებლად, რომელიც საჭიროა Nord Stream 1-ის გაზსადენისთვის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რუსეთის არმიამ დაბომბა საცხოვრებელი უბნები მიკოლაივში, ხარკოვში, კრივი რიჰში, ისევე როგორც სხვა დასახლებები ზაპორიჟიეში. „რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა როგორც ტერორისტული ...

Read More »

უკრაინელებმა რუსებს უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე კონტროლის მოპოვების საშუალება არ მისცეს – გენშტაბი

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი ოკუპანტები შეტევითი მოქმედებებით ცდილობდნენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, თუმცა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ამის საშუალება არ მისცეს. გენშტაბის ცნობით, ავდიივკას, კურახივკას, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, საკონტაქტო ხაზის გასწვრივ გრძელდება პოზიციების ურთიერთდაბომბვა. “მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა მალის შჩერბაკის მიდამოში“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

Read More »

უკრაინის უშიშროების სამსახურმა „როსნეფტის”, „გაზპრომისა” და „როსატომის” აქტივები დააპატიმრა

უკრაინის სასამართლომ „როსნეფტის“, „გაზპრომისა“ და „როსტომის“ კუთვნილი, უკრაინული კომპანიების აქტივები დააპატიმრა. აქტივების მთლიანმა ღირებულებამ ორ მილიარდ გრივნაზე მეტი (70 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგინა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) იტყობინება. SBU-ს ინიციატივით დაპატიმრება დაეკისრა 11 საწარმოს კორპორაციულ უფლებებსა და უძრავ ქონებას, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები ეს სამი რუსული სახელმწიფო კორპორაცია აღმოჩნდა. „ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების დროს დადგინდა, რომ ამ საწარმოების მოგების ნაწილი ...

Read More »

ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხდა, რომ სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მხოლოდ იმ სანქციებს დაუჭერს მხარს, რომლებიც „უნგრეთის ენერგოპოლიტიკისთვის მომაკვდინებელი არ იქნება“. ამის შესახებ Bloomberg წერს. ორბანმა აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ, რუსულ გაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციას, თუმცა „დინების საწინააღმდეგოდ“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ წავა. ამასთან, უნგრეთი რუსეთთან ერთად ავითარებს ენერგოპროექტს და პაკშში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას ...

Read More »

ზელენსკი: ევროპაში რუსული გაზის ნაწილი შეიძლება უკრაინულმა ელექტროენერგიამ ჩაანაცვლოს

უკრაინა ემზადება ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდისთვის. ამის შესახებ 30 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. “დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირში, რუმინეთში. და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ჩვენ ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. უკრაინულმა ელექტროენერგიამ ევროპელების მიერ მოხმარებული რუსული გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ჩაანაცვლოს. ანუ ეს ჩვენთვის არ არის მხოლოდ ...

Read More »

უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს

ევროპულ სისტემასთან ახალი შეთანხმება უკრაინას წლის ბოლომდე 1,6 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს. კიევი წარმატებით იწყებს ევროპის ენერგეტიკული ბაზრის დაპყრობას, რაც მას ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის საშუალებას მისცემს. აღნიშნული კარგი შესაძლებლობაა მძიმე ომში მყოფი ქვეყნისთვის, ასევე თავად ევროპისთვისაც რომელიც ცდილობს განთავისუფლდეს რუსეთზე ყველანაირი სახის ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპის ენერგეტიკული სისტემა ENTSO-E ხუთშაბათს დაიწყებდა ელექტროენერგიის ...

Read More »

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უფროსი რუსეთისთვის „ბოიკოს კოშკების“ სახმედრო მნიშვნელობას განმარტავს

რეზნიკოვმა განაცხადა, რომ 2014 წელს მითვისებული ამ ობიექტების დახმარებით, რუსეთმა არა მხოლოდ მოიპარა გაზი უკრაინიდან, არამედ მოაწყო იქ ელექტრონული ომის სადგურები. ”რუსები იყენებდნენ კოშკებს, როგორც თავიანთი გემების დაცვის საშუალებას, იმალებოდნენ მათ უკან, რათა ჩვენს ნეპტუნებს ვერ შეძლებოდათ სისტემებზე დამიზნება,” – განმარტა რეზნიკოვმა. ”ისე მოხდა, რომ ვიღაცამ ამ კოშკებზე დაუდევრად მოწია და ახლა რუსები მათ უკვე ვეღარ გამოიყენებენ ხსენებული მიზნით.” „მოწევასთან“ ...

Read More »