Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

რუსულ ნავთობს ევროკავშირი ახალ სანქციებს უმზადებს

ევროკომისია რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც ნავთობზე ფასების შეზღუდვას და რუსეთიდან ალმასებისა და ფუფუნების სხვა საგნების იმპორტის აკრძალვას შეეხება. ამასთან, სანქციები ფიზიკური პირების შავი სიის გაფართოებასაც მოიცავს, წერს გამოცემა Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით. აღინიშნება, რომ ახალი სანქციები განხილვაზე 23 სექტემბერს გავა. დღეისათვის ევროკავშირი, აშშ და კანადა მსჯელობენ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე. ამ მიმართულებით ქვეყნები ჩინეთისა და ინდოეთის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  23 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.83 (- 0.79)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.94  (- 1.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

სოსო არჩვაძე: რომ არა ნავთობპროდუქტების დასახელებული შედარებით იაფი წყარო, სერიოზულად გაუარესდებოდა მოსახლეობის კეთილდღეობა და მკვეთრად შემცირდებოდა დასაქმების დონე ქვეყანაში.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველო ენერგორესურსების მხრივ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ადგილობრივი წარმოების ნავთობი, ჩვენი მთლიანი მოხმარების მხოლოდ 2.2 პროცენტია. შესაბამისად, ენერგორესურსების იმპორტის მასშტაბი დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე მათი ფასების დინამიკაზე, – წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში. „გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს იმპორტირებულ ენერგორესურსებში გაცილებით მეტს ვიხდით. ეს ერთ მხრივ, უკავშირდება ქართული ეკონომიკის ორნიშნა ზრდას, მეორე მხრივ – მსოფლიო ბაზარზე ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოში შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში

კონომიკის ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა ინსინუაციების საგანი ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველოში შემოდის სანქცირებული რუსული ნავთობი, რაც არის მტკნარი სიცრუე – აქ შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში. „ბოლო მონაცემებით, ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია არასანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი არათუ თურქეთში, ჩინეთში ან ინდოეთში, არამედ ევროკავშირის და ნატოს ისეთ წევრ ქვეყნებში, როგორიც არის ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  22 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.25 (+0.42)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.37 (+0.43)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროპული სანქციების ფონზე რუსეთი აზიაში საწვავის მიწოდებას გაზრდის

Bloomberg-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში რუსეთი გაზრდის საწვავის მიწოდებას აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს ყველაფერი გამოწვეულია ევროკავშირის დაწესებული სანქციებით. გამოცემა წერს,რომ ევროკავშირი 5 დეკემბრიდან თითქმის სულ აკრძალავს ნედლი ნავთბის იმპორტს,რასაც თებერვალში მოყვება ნავთობპროდუქტების სრული აკრძალვა. აღნიშნული ქმედება ფასდება,როგორც მოსკოვზე ზეწოლის გაზრდა,რათა დაიცვან უკრაინელები. წყარო: gbc.ge

Read More »

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  21 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.75 (+2.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.99 (+2.08)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“OPEC+”-ის ქვეყნები აგვისტოში ნავთობის მოპოვების გეგმას 3,583 მილიონი ბარელით/დღეში ჩამორჩნენ

2022 წლის აგვისტოს თვეში “OPEC+”-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ჩამორჩნენ ნავთობის მოპოვების გეგმიურ მაჩვენებლებს, რომელიც დამტკიცებული იყო ამ თვისათვის, 3,583 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში.  ალიანსის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გეგმის მიხედვით, “OPEC+”-ის ქვეყნებმა უნდა მიიყვანონ ნავთობის მოპოვება 43,854 მილიონ ბარელამდე/დღეში. ამრიგად, მოპოვების რეალურმა ოდონობამ ამ თვეში შეადგინა დაახლოებით 40,3 მილიონი ბარელი/დღეში. “OPEC+”-ის გარიგებაში მონაწილე ოპეკის 10 ქვეყანაზე მოვიდა “ჩამორჩენა” 1,399 მილიონი ბარელის ...

Read More »

რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან ბოლო 5 თვის მინიმუმზეა

რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან მკვეთრად შემცირდა და ომის დაწყების შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელზეა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სექტემბრის პირველ ორ კვირაში რუსეთისგან ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა დღეში დაახლოებით 3 მილიონი ბარელამდე შემცირდა. გასულ პერიოდთან შედარებით კლება დღეში დაახლოებით 900 ათასს ბარელს შეადგენს. Bloomberg-ის მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ჩინეთისა და ინდოეთის გაზრდილი მოთხოვნა რუსულ ნავთობს თავის პიკს მიუახლოვდება და აზიური ბაზრები ...

Read More »

მარტ-აგვისტოში ჩინეთმა რუსეთისგან $44-ის, ხოლო ევროკავშირმა $91,5 მილიარდის ენერგორესურსები იყიდა

მარტიდან აგვისტომდე, ანუ ფაქტობრივად, უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩინეთის საბაჟო სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობი, გაზი და ქვანახშირი თითქმის 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღნიშნულია, რომ ეს 74%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ ჯერჯერობით ნახევარზე მეტი, ვიდრე ევროკავშირმა შეიტანა, მიუხედავად ევროპაში მიწოდების შემცირებისა – 91,5 მილიარდი ევრო. აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აგვისტოში რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა, ჩინეთმა შესყიდვები ...

Read More »