Tag Archives: #ენერგეტიკა

„მომავალი ზამთარი შესაძლოა კიდევ უფრო რთული იყოს” – ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ევროპამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს თავი კარგად გაართვა. თუმცა ფატიჰ ბიროლი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიამდე ევრონიუსის ჟურნალისტთან ამბობს, რომ მომავალი წლის ზამთარი შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ქვეყნები უნდა ეცადონ გამოიყენონ მეტი ბირთვული ენერგია და აქტიურად განიხილონ გაზის მოწოდების ალტერნატიული გზები. „ვფიქრობ, ევროპამ ლიდერობის კარგი მაგალითი აჩვენა. ევროპისთვის ეს ადვილი არ ...

Read More »

სერბეთი უკრაინას ელექტრო მოწყობილობების სისტემებს გაუგზავნის

სერბეთის მთავრობამ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას აანონსებს. შესაბიმის განცხადებას სერბეთის მთავრობა ავრცელებს. “სერბეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს. პრიორიტეტული იქნება ელექტრომამარაგების სისტემები”,- ნათქვამია განცხადებაში.

Read More »

პრემიერმა კომპანია „ACWA Power”-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორთან ენერგეტიკის სექტორში პოტენციური პარტნიორული პროექტები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “ACWA Power”-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს პედი პადმანათანს შეხვდა. დავოსში გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობები და ენერგეტიკის სექტორში პოტენციური პარტნიორული პროექტები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია. „ACWA Power”-ი ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. ...

Read More »

რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაზე, კანცლერთან ერთად, გერმანიის ფინანსთა მინისტრიც საუბრობს

გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ეს განცხადება გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ქრისტიან ლინდნერმა BBC-სთან ინტერვიუში 19 იანვარს გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიამ მთლიანად შეძლო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია და ენერგიის ახალი წყაროების პოვნა. “დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ არა რუსეთიდან იმპორტზე, არამედ მსოფლიო ბაზრებზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა ლინდნერმა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის ფარგლებში, გერმანიის ...

Read More »

2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 148,4%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოში 14 მილიარდ 246 მილიონ 600 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული, რაც 2021 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობას (12, 645 მლრდ კვტსთ) 12,7%-ით სჭარბობს. 2002 წელს მომხმარებელს მიეწოდა 14 მილიარდ 181 მილიონ 400 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2021 წელს მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობას (13 753,1 მლნ კვტსთ) 3,1%-ით სჭარბობს. 2022 წელს საქართველოში ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს

საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. დავოსში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა გერმანული ენერგეტიკული კომპანიის – RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორი და ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონული პროექტები. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის – RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს შეხვდა. მხარეებმა ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად RWE AG-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია. RWE AG-ი გერმანული მრავალეროვნული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც ესენში მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორისაა იტალია, ...

Read More »

2022 წელი ევროპისთვის რეკორდულად მეორე ყველაზე ცხელი წელია

ევროკავშირის მეცნიერების განცხადებით, 2022 წელი ევროპისთვის რეკორდულად მეორე ყველაზე ცხელი წელი იყო. კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა მაღალმა ტემპერატურებმა მოსავლიანობა შეამცირა, მდინარეების დაშრობა გამოიწვია და ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზადაც იქცა. ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის (C3S) ინფორმაციით, 2022 წელი მსოფლიოსთვის მეხუთე ყველაზე ცხელი წელიც აღმოჩნდა. მართალია, C3S-ის ჩანაწერები მხოლოდ 1950 წლით თარიღდება, მაგრამ უფრო ძველი მონაცემები ადასტურებს, რომ გასული წელი მსოფლიოსთვის მინიმუმ ...

Read More »

გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის

გერმანიამ მოახერხა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დაძლევა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცახდა. „გერმანიამ რამდენიმე თვეში რუსულ ენრგორესურსებზე ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებულება დაძლია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს ახალ პარტნიორებთან”, – თქვა შოლცმა. მისივე თქმით, „ამ ზამთრის ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შევსებული გაზსაცავების, უმაღლესი ენერგოეფექტურობისა და ევროპული სოლიდარობის წყალობით“. კანცლერმა გაიხსენა, რომ გერმანიაში უკვე გაიხსნა ორი მობილური ტერმინალი ...

Read More »

ევროკომისარი: ევროკავშირს შეუძლია, რუსეთიდან გაზის მიწოდება განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლოს

ევროკავშირს შეუძლია რუსეთისგან მიღებული გაზის დარჩენილი მოცულობები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ კვლავ ვიღებთ გარკვეულ გაზს რუსეთიდან, მაგრამ შეგვიძლია ის განახლებადი ენერგიით ჩავანაცვლოთ,” – თქვა კადრი სიმსონმა. მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ გასული წლის 8 თვის განმავლობაში რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების მოცულობა 80%-ით შემცირდა. ...

Read More »