Tag Archives: #კლიმატი

საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი (ECMWF) მსოფლიოში, მეტეოროლოგიის დარგში, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს, თანამშრომლობს წევრი ქვეყნების მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. აღნიშნულ ცენტრში საქართველოს გაწევრიანების ინიციატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოა. 3 დეკემბერს, ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ევროპის ცენტრის (ECMWF) საბჭოს 102-ე ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისთვის საჭირო საკალიბრაციო ხელსაწყოებით აღიჭურვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისთვის საჭირო საკალიბრაციო კომპლექსის  პორტატიული,  მაღალი სიზუსტის საკონტროლო ხელსაწყოები შეიძინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის, სინოტივის და მზის რადიაციის მზომი ხელსაწყოები საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადგილებში, განთავსებულ მეტეოროლოგიურ სადამკვირვებლო პუნქტებზე სხვადასხვა პარამეტრის შემოწმების საშუალებას იძლევა, რაც ხელს ...

Read More »

კლიმატური ცვლილებები ბიზნესს აზარალებს

კლიმატური ცვლილებების გავლენა ბიზნესზე ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორებისთვის უკვე შესამჩნევი ხდება. კლიმატური კრიზისის პასუხად ხელმძღვანელები მკაცრი ზომების შემოღებას და ნულოვანი მაჩვენებლის მისაღწევად ემისიების შემცირებას იწყებენ. გაეროს გლობალური შეთანხმებისა და Accenture-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები უკვე არა აბსტრაქტული პერსპექტივა, არამედ რეალობაა. კლიმატის ცვლილებების შესახებ ყველაზე მასშტაბური კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და 113 ქვეყანასა და 21 ინდუსტრიაში მოღვაწე 1,200-ზე მეტ აღმასრულებელ ...

Read More »

ტემპერატურის 2°C-ით მომატება მსოფლიოში 1 მილიარდ ადამიანს დააზარალებს

მსოფლიოში ტემპერატურის 2°C-ით მომატების შემთხვევაში, სითბური დარტყმა მილიარდ ადამიანს დააზიანებს. დიდი ბრიტანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის, Met Office-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2°C-ის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს სითბოს და ტენიანობის პოტენციურად ფატალური ნაზავის 15-ჯერ მატება. გლაზგოში COP26 კლიმატის კონფერენციაზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ტემპერატურის 4°C-ით მატება ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაზარალდება. სითბური დარტყმის რისკის შესაფასებლად Met Office-მა კვლევაში გამოიყენა ინდიკატორი, ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

გასული 24 000 წლის მონაცემები აჩვენებს, რამდენად უპრეცედენტოა ამჟამინდელი გლობალური დათბობა

მსოფლიო წარმოუდგენელი ტემპით თბება, ისეთით, როგორიც გასული 24 000 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ მიუთითებს ახალი კვლევა, რომელმაც მთელი მსოფლიოდან ასობით ტემპერატურული მონაცემი გამოიყენა, რათა განესაზღვრა წარსულის კლიმატის ცვლილება. მსგავსი: კლიმატის ცვლილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის… წარსულის ტემპერატურების რეკონსტრუქცია, რისთვისაც ზღვის დანალექები გამოიყენეს ბოლო გამყინვარების პერიოდის ჩათვლით — კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ადამიანებმა დედამიწის კლიმატში ისეთი ძვრები გამოიწვიეს, რაც გეოლოგიურ მონაცემებში აქამდე ...

Read More »

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სახელმძღვანელოები შემუშავდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ ფარგლებში, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმძღვანელო დოკუმენტები და ანგარიშები შეიმუშავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვალიდაციის მიზნით, სააგენტოში გაძლიერდა შესაძლებლობები პროგრამული ...

Read More »

ჰაერის დაბინძურების გამო ინდოეთის დედაქალაქში სკოლები 1 კვირით დაიხურა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჰაერის დაბინძურების გამო სკოლები 1 კვირით დაიხურა. მოსწავლეები დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავლენ. დისტანციურად იმუშავებენ სამთავრობო დაწესებულებებიც. ქვეყნის ხელისუფლება კი კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებსაც ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს. 14-დან 17 ნოემბრამდე კი სამშენებლო სამუშაოები აიკრძალა. დელი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების სიაშია.

Read More »

ბორის ჯონსონი – გაერო-ს კლიმატის სამიტი თამაშის წესების შემცვლელი კონფერენცია იყო

გაერო-ს კლიმატის სამიტი თამაშის წესების შემცვლელი კონფერენცია იყო, სადაც ნახშირის ენერგიისთვის სასიკვდილო ზარი გაისმა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნახშირის შეთანხმებაზე ბევრი საუბარი იყო მას შემდეგ, რაც კონფერენციის მონაწილე ქვეყნებმა მხოლოდ ნახშირის ენერგიის შემცირების და არა ნახშირზე უარი თქმის გადაწყვეტილება მიიღეს. ბორის ჯონსონის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, გლაზგოში ...

Read More »

Greenpeace-მა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში არასაკმარისი მონდომებისთვის Volkswagen-ს უჩივლა

ორგანიზაციამ Greenpeace Deutschland და 20 წლის აქტივისტმა კლარა მეიერმა კომპანია Volkswagen-ს სასამართლოში უჩივლეს. როგორც Reuters-ი წერს, მომჩივან მხარეს მიაჩნია რომ გერმანული ავტოგიგანტი არასაკმარის ძალისხმევას იჩენს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. სარჩელის მიზეზი გახდა Volkswagen-ისთვის წაყენებული მკაცრი ეკოლოგიური მოთხოვნები, რომელიც კომპანიამ სრულად უარყო. Greenpeace-ის და მეიერის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს შორის იყო 2030 წლისთვის კომპანიის მიერ შიგაწვისძრავების წარმოებაზე სრული უარი და 2030 წლისთვის ...

Read More »

COP 26 – ის სამიტის შესაძლო შედეგები

COP 26 – ის სამიტზე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების მიერ საჯაროდ დადებულმა პირობებმა მხოლოდ რამდენიმე მეათედი გრადუსით შეამცირა სამომავლო დათბობა. თუმცა ეს კვლავ არ არის საკმარისი, რომ დათბობა 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს, რაც კლიმატის ცვლილების ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო. მეცნიერთა დამოუკიდებელი კომისიის დასკვნით მსოფლიოში ტემპერატურის მატება საუკუნის ბოლომდე 2 მთელ 5 მეათედ გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. “თუ სახელმწიფოები შეასრულებენ ...

Read More »