Tag Archives: #კლიმატი

ბერლინში კლიმატის რიგით მე-13 კონფერენცია მიმდინარეობს

ბერლინში კლიმატთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით დიპლომატი შეიკრიბა. პეტერსბერგის რიგით მე-13 კლიმატის კონფერენცია ორშაბათს, 18 ივლისს დაიწყო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კლიმატის საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილებს კლიმატის პრობლემებთან გასამკლავებლად გლობალური ძალისხმევისკენ მოუწოდა. ანალენა ბერბოკის თქმით, გლობალური ემისიების განახევრებამდე 8 წელი დარჩა. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც მათ გლასგოში აიღეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ყურადღება უნდა ...

Read More »

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, მუღლას პროვინციის ქალაქ დათჩაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ქრობაში თვითმფრინავები და ვერტმფრენებია ჩართული. ამის შესახებ Anadolu წერს. აღინიშნება, რომ ხანძარი 13 ივლისს სოფელ მესუდიესთან გაჩნდა. ქარის გამო, ცეცხლმა სწრაფად მოიცვა ტყის დიდი ტერიტორია. სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ვაჰიტ კირიშჩი პირადად ხელმძღვანელობს. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობაში 10 თვითმფრინავი, 17 წყლის რეაქტიული შვეულმფრენი, 3 ადმინისტრაციული ვერტმფრენი, 179 სახანძრო ...

Read More »

ეკოლოგიური გადაადგილება ქალაქში – წახალისება და დაზღვევა

იტალიის ქალაქ პიზაში მათ, ვინც საზოგადოებრივი  ან ეკოლოგიური ტრანსპორტით სარგებლობს, აპლიკაციის საშუალებით აჯილდოებენ. აპლიკაცია, რომელსაც GoodGo ჰქვია, ყველა ტიპის ტრანსპორტს პოულობს და თითოეული მათგანის გამონაბოლქვის მოცულობასა და კალორიებს ითვლის, რითაც გადაადგილების ეკოლოგიური გზების  მოძებნას უწყობს ხელს. ჩინცია ამ აპლიკაციის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელია და ახლა იმას ფიქრობს, თუ რომელ მაღაზიაში დახარჯოს აპლიკაციით დაგროვილი ქულები. ჩინცია კერარი, მგზავრი: „ამ დილით ველოსიპედით წავედი, ...

Read More »

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კლიმატ-მეგობრული ინვესტიციებისთვის გეგმა წარადგინა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) საკუთარ მონეტარულ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილების ინტეგრირების გეგმა წარადგინა. ECB-ის მიზანი ევროზონის ბიზნესების წაახალისებაა, რათა გარემოზე ზემოქმედებას უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ. ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ECB-ის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება „კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების უკეთ გათვალისწინებასა“ და „ევროკავშირის ნეიტრალიტეტის მიღწევის მიზნის შესაბამისად, ეკონომიკის „გამწვანების“ მხარდაჭერას“ ითვალისწინებს. ცნობისთვის, ECB-ის ამჟამინდელი $365-მილიარდიანი აქტივების შესყიდვის პორტფელით, ძირითადად „მსხვილი დამბინძურებლები“ იღებენ სარგებელს. ...

Read More »

საქართველოს მთავრობამ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესი დაამტკიცა

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიიღეს. პროექტი მომზადებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების და მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესის დადგენა, იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება კანონით დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის კრიტერიუმებს. ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

მეცნიერები იტალიაში გვალვას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ

იტალიაში წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურაა. ასეთი სიცხე იტალიაში 70 წლის განმავლობაში არ ყოფილა. გვალვა გავლენას ახდენს ქვეყნის არა ერთ რეგიონზე. იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა დღის განმავლობაში ვერ მოახერხა წყლის რესუსრების მართვა. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დაწესებულია შეზღუდვები. ბევრ ქალაქს წყლის სატვირთო მანქანებით შემოტანა უწევს. ზოგიერთ რაიონს კი წყალი ღამით საერთოდ არ მიეწოდება. ჩრდილოეთში, მდინარე პოსთან ახლოს ბრინჯისა და სიმინდის წარმოება შეჩერებულია. ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ჰაერში 7 მლრდ ტონაზე მეტი გაფრქვეული ნახშირორჟანგი – ელექტრომობილების როლი მწვანე ეკონომიკაში

საცობები თბილისისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს დღის რომელი მონაკვეთია, დილა, შუადღე, თუ საღამო. განსაკუთრებით გადატვირთული ცენტრალური ქუჩებია. მანქანების კილომეტრიანი რიგები დედაქალაქში იშვიათი სანახაობა არ არის. იშვიათი მხოლოდ გზაზე მოძრავი ელექტრომობილების ხილვაა, რადგან საქართველოში არსებული ავტოპარკის მინიმუმ 80% შიგა წვის ძრავიანი ავტომობილებითაა დაკომპლექტებული. ამაზე ყველაზე კარგად რიცხვები მეტყველებს, რომლის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 70 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალების იმპორტი განხორციელდა, ...

Read More »

საბერძნეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, ელიდას (ილია) რაიონში  ტყის მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომლის ქრობის პროცესში 195 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ქვეითი ჯგუფი, ტექნიკის 48 ერთეული, 6 თვითმფრინავი და 5 ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს. ხანძარი ქალაქ აჩაიასთან 3 ივლისს გაჩნდა. საფრთხის გამო, ახლოს მდებარე ოთხი სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის საშიშროების საპროგნოზო რუკის მიხედვით, რეგიონი ძალიან მაღალი რისკის კატეგორიაშია. ...

Read More »

გარემო და კლიმატის პრობლემები ომის დაწყებისას არ ქრება – ჯონ კერი ლისაბონის ფორუმზე

ომისა და კლიმატის ცვლილების გამო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ლისაბონში მიმდინარე კონფერენციაზე ოკეანეთა შესახებ ამბიციური, კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, უნდა შემცირდეს ემისიები, რომლებიც ოკეანეებზე ახდენს გავლენას. ჯონ კერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გასაკიცხია, მათ არ უნდა დაუშვან, რომ უკრაინის თემა გახდეს საბაბი და ხელი შეუშალოს იმ სამუშაოში,  რომელიც ...

Read More »

ლისაბონში ოკეანეთა მდგომარეობასა და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

ლისაბონში კონფერენციაზე განხილული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცობრიობა დაძლევს გარკვეულ წინააღმდეგობებს. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ისაა, რომ  ღრმაწყლოვანი ბუნებრივი რესურსების მოპოვება ხელს უშლის  ოკეანეთა შენარჩუნებას. თუმცა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში არიან კანონმდებლებიც, რომლებმაც იციან, რომ ახალი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. ანგოლის პრეზიდენტის ჟუან ლორენსუს თქმით, ქვეყნების მეთაურები და მთავრობები, სამეცნიერო საზოგადოების, კერძო და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები ამ სამიტზე ეცდებიან, უპასუხონ ...

Read More »