Tag Archives: #ნამახვანი

ირაკლი ზარქუა: ნამახვანჰესთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია გვმართებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივებთან მეტი კომუნიკაცია გამართონ. დეპუტატმა ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. მისი თქმით, ინფორმაციის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა და აუცილებლად უნდა მოგვარდეს. „2010-დან 2020 წლის ჩათვლით 8-ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რადგან იზრდება ეკონომიკა, იზრდება მოხმარება და, ბუნებრივია, ეს საჭიროებს ელექტროენერგიის დამატებით წყაროს. 2019 წელს ჩვენ მილიარდ 600 მლნ კილოვატზე მეტი ენერგიის იმპორტი ...

Read More »

„ლელო“ ნამახვანჰესზე: ჰესების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სოლიდარობას უცხადებს ნამახვანის ჰესის მშენებლობის სამოქალაქო პროტესტს და აცხადებს, რომ „ლელო“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მხარდამჭერია, რისთვისაც ქვეყნის ჰიდრორესურსები გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული. „თუმცა ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ...

Read More »

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

გუშინ ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ქალაქის პიკეტირებას გეგმავენ. აქცია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. „მოვითხოვთ, კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა და დაუყოვნებლივ გაუქმდეს მასთან ხელშეკრულება. ხელისუფლება ჩვენს ხმას თუ არ მოისმენს, იძულებული ვიქნებით, ქუთაისის პიკეტირება მოვახდინოთ. ორი კვირის შემდეგ ისევ აქ მოვალთ და აღარ წავალთ“, – განუცხადა საქართველოს ...

Read More »

“ენკა რინიუებლზის” გენერალური მენეჯერი განცხადებას ავრცელებს

ნამახვანჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ენკა რინიუებლზის” გენერალური მენეჯერი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მოგესალმებით,მე ვარ ზეკი ქოჯაოღლუ, “ენკა რინიუებლზ”-ის გენერალური მენეჯერი. უკვე 6 წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი SCPX- სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების- პროექტში, BP-ის გენერალური კონტრაქტორის ENKA-ს ხელმძღვანელი. ეს პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბედნიერი ვარ, რომ მცირე წვლილი შევიტანე საქართველოს სამომავლო განვითარებაში. გარდა ამისა, საქართველოსთან ...

Read More »

ჰესის მშენებლობა საფრთხეს არ უქმნის იმ ვენახებს სადაც ადგილობრივებს უნიკალური ჯიშის ყურძენი, ტვიში მოჰყავთ – ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია

რადიო კომერსანტის გადაცემა „პროფესიონალებში“ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“  წარმომადგენელი ელენე ღუბიანური „ენკასთვის“ მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ საპროექტო არეალი საკმაოდ დიდი მოცულობის მიწის ფართობს მოიცავდა, რომლის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ღუბიანურმა განმარტა, რომ ქვემო ნამახვანის არეალში იდენტიფიცირებულია 278 ოჯახი, რომელიც გასახლებას არ ექვემდებარება. მისივე თქმით, გასასახლებელ ოჯახებს კომპენსაცია უკვე გადაეცათ, ...

Read More »

სოფელ ნამოხვანში კვლავ დაძაბული ვითარებაა

სოფელ ნამოხვანში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. მოსახლეობა ნამახვანჰესზე შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს. ადგილობრივები ასევე პროტესტით შეხვდნენ ინვესტორი კომპანია „ენკას” თანამშრომლების გადაადგილებას საპროექტო ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. გუშინ დილით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტები ამბობდნენ იმასაც, რომ სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში საავტომობილო გზა გადაკეტეს და აქტივისტებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა „ენკამ”. მათი თქმით, დღეს კომპანიამ სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი ...

Read More »

ბექა ლილუაშვილი: “არ დაგვავიწყდეს, რომ ნამახვანჰესი არის $800 მილიონის ინვესტიცია”

რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მომზადებული პეტიცია, რომელსაც 10 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს, პარლამენტის დარგობრივმა ეკონომიკურმა კომიტეტმა განსახილველად მთავრობას გადაუგზავნა.პეტიციის ავტორები “ონის კასკადის” და “ნამახვენჰესის” პროექტების შეჩერებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, აღნიშნულ პროექტებში გარემოზე ზემოქმედების რისკები გათვალისწინებული არ არის, ამიტომაც მათი მოთხოვნაა, პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის ჩართულობით შედგეს და მთავარობამ გასცეს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც უკვე 110 დღეა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს იწვევს.მიზეზად, ...

Read More »

კომიტეტმა “ნამახვანჰესის” პროექტის წინააღმდეგ პეტიცია განიხილა და სამინისტროს გაუგზავნა

დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს “ნამახვანჰესის” პროექტის წინააღმდეგ მოქალაქეთა ხელმოწერილი პეტიცია და მის ეკონომიკის სამინისტროში, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაგზავნას დაუჭირეს მხარი.  სხდომაზე პეტიცია საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვარლამ გოლეთიანმა წარადგინა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის კასკადი აშენდება, რიონის ხეობის ბუნებრივ მრავალფეროვნებას გამოუსწორებელი ზიანი მოადგება. ლიპარტელიანის თქმით, სწორედ ამიტომ უკვე 110 დღეზე ...

Read More »

რომან გოცირიძე: თუკი ჰესებს არ ავაშენებთ, რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში აღმოვჩნდებით

“მუდმივი არაფერია. ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია და უკვე გახელისუფლებულ ოპოზიციას მოუწევს ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას აშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩდნებით რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს. “თუ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერ ამ საქმეში, ხელი მაინც არ უნდა შეუშალო. ეს პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი იქნება. საქმეს წინ წაიგდებ, თანაც უმტკივნეულოდ. სხვისი ხელით ჭინჭრის მოკრეფას ...

Read More »

EMC: ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC მიიჩნევს, რომ რიონის ხეობაში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ორგანიზაცია დღეს, 10 თებერვალს, ოფიციალური განცხადებით მიმართავს  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ითხოვს, რომ სააგენტომ დაუყოვნებლივ განახორციელოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირება და შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები. შპს „ენკა რინიუებლზის“ ...

Read More »