Tag Archives: #ენერგოეფექტურობა

მიზეზები, რის გამოც ქუთაისში პირველი ელექტრომობილის წარმოება გადაიდო – ,,აი ფროდაქშენის“ განმარტება

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა ცნობილია მიზეზი, რის გამოც წარმოება ჯერ ისევ ვერ დაიწყო – ეს კორონავირუსი და მისგან გამოწვეული შეფერხებებია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,აი ფროდაქშენის“ გენერალური დირექტორი გიორგი ფურელიანი აცხადებს, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსგან კონტრაქტის გადავადებაზე თანხმობა უკვე მიიღო. ,,ჩვენ, სამინისტროსაგან უკვე მივიღეთ თანხმობა კონტრაქტის გადავადებაზე. დღეის მდგომარეობით, მიწის სამუშაოების პროექტირებაც დასრულებულია. როგორც არქიტექტურული ნახაზები, ასევე ...

Read More »

მზის პანელების პრიორიტეტულობა ბიზნესისა და ქვეყნისთვის

ეკომეგობრულია, დამოუკიდებელს გხდის, ეკონომიურობაში გეხმარება და შენზე გრძელვადიანად ზრუნავს. თუ ამ აღწერის დროს სამაგალითო ადამიანი წარმოიდგინე, გეტყვით, რომ საუბარი მზის პანელებზეა და კი, მისი უპირატესობების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეგვიძლია. კაცობრიობისთვის მზის პანელების მნიშვნელობა რომ ცხადად დავინახოთ, საკმარისია ერთმანეთს ტრადიციული რესურსები და მზის ენერგია შევადაროთ. ენერგიის ეს სახე იმ წყაროებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ, ამოუწურავია. მზის სხივს არ სჭირდება მოპოვება, ტრანსპორტირება, არ ...

Read More »

აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას ოფიციალურად დაუბრუნდა

ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას ოფიციალურად დაუბრუნდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საზოგადოება და მეცნიერები მიესალმნენ აშშ-ის დაბრუნებას შეთანხმებაში, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ პოსტის დაკავებიდან 30-ე დღეს მოხდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ამის შესახებ პირველ ოფიციალურ სამუშაო დღეს განაცხადა. 2015 წელს მსოფლიო ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეემცირებინათ სათბურის აირების გამოყოფა. 2016 წელს აშშ-მა და თითქმის ყველა სხვა ...

Read More »
2030 წლისთვის, განახლებადი ენერგია ელექტროენერგეტიკული ბაზრის 40%-ს დაიკავებს

საქართველოში მზის პირველი ელექტროსადგურის აშენება წელს დაიწყება

საქართველოში მზის პირველი ელექტროსადგურის აშენება წელს დაიწყება. ენერგეტიკის განვითარების ფონდში ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელება აღარ გადავადდება. ფონდში იმედოვნებენ, რომ უდაბნოს მზის სადგური ექსპლუატაციაში 2022 წელს შევა და წლიურად დაახლოებით 7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის სისტემას. მზის პირველი ელექტროსადგური სოფელ უდაბნოში უნდა აშენდეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე კიდევ ერთი მზის ელექტროსადგურის პროექტი მზადდება, რომლის საინვესტიციო ...

Read More »

რომელ ქვეყნებშია ყველაზე დიდი მოთხოვნა ელექტრო ავტომობილებზე?

ანალიტიკური პლატფრომა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ელექტრონულ ავტომობილებზე. ანალიტიკური პორტალი წერს, რომ ყველაზე მეტი ელექტრონული და ჰიბრიდული მანქანა ჩინეთში გაიყიდა. 2020 წელს გაყიდული ავტომობილების საერთო რაოდენობამ 1,246,000 შეადგინა, ეს რიცხვი 15%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით. Statista-ს მონაცემებით, ჩინეთს შემდეგ ელექტრნულ ავტომობილებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა გერმანიაშია, სადაც გასულ წელს 394,943 ავტომობილი გაიყიდა, ზრდამ 2019 წელთან შედარებით 263% ...

Read More »

ენერგიის შენახვის ტექნოლოგიები

მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ წიაღისეული საწვავის ალტერნატივების ძიება დაიწყო, საჭირო გახდა ისეთი მოწყობილობის აღმოჩენა და ტექნოლოგიების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობდა ენერგიის შენახვასა და შემდგომში მის გამოყენებას. მეცნიერებს აქვთ გარკვეული მიღწევები ამ დარგში, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრია საჭირო იმისთვის, რომ ენერგიის შენახვის სისტემებმა და ტექნოლოგიებმა სრულყოფილი წინააღმდეგობა გაუწიოს წიაღისეულ საწვავს. ენერგიის შენახვის ტექნოლოგიას პირველ რიგში განაპირობებს ის ფაქტორი, თუ ...

Read More »

ბილ გეითსი მსოფლიოს ყველაზე დიდ პრობლემას ასახელებს

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი კაცობრიობის წინაშე არსებულ ყველაზე დიდ პრობლემას ასახელებს. მისი თქმით, ეს კლიმატის ცვლილებაზე ადამიანის ზეგავლენის შემცირება და ნულამდე დაყვანაა. ამის შესახებ BBC იუწყება.  გეითსის აზრით, 2050 წლამდე კაცობრიობამ „კლიმატურ ნეიტრალობას“ უნდა მიაღწიოს. ანუ ისე მოაწყოს სამეურნეო და ეკონომიკური საქმიანობა, როდესაც ბუნებაზე მავნე ზეგავლენა ნულის ტოლია. „ეს ყველაზე რთული პრობლემაა, რასაც კაცობრიობა შეხვედრია. ისეთ დარგებს, როგორებიცაა ცემენტის, ფოლადის წარმოება, ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: ჰიდროენერგიის განახლებადი ენერგიის გამოუყენებლობა თანაზომადი სიბეცეა

“ჰიდროენერგიის გამოუყენებლობა ისეთივე სიბეცეა, როგორც განახლებადი ენერგიის გამოუყენებლობა. მაგრამ ამავდროულად ვარ წინააღმდეგი ამ ტიპის დიდი ჰესების ასე ნაჩქარევად აშენების, სადაც ისედაც ბევრი კითხვის ნიშნებია,როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური, ისე სეისმოლოგიური თუ ეკოლოგიური დასაბუთების თვალსაზრისით,” –  ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.  მისი მტკიცებით, ჰესები უნდა აშენდეს საზოგადოების გაცილებით მაღალი ჩართულობით და კონსენსუსის საფუძველზე.  ექსპერტი მთავარ პრობლემას გრძელვადიანი სტრატეგიის არქონაში ხედავს და განმარტავს, რომ აუცილებელია ისეთი სტრატეგიის ...

Read More »

მყარი ნარჩენების ექსპორტიორებმა 2020 წელს $1 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

საქართველო მყარი ნარჩენების ექსპორტიდან წლიურად 1-2 მლნ დოლარის შემოსავალს იღებს. 2020 წელს, ექსპორტი შემცირდა, თუმცა ექსპორტიორ კომპანიებს 1 მლნ დოლარის შემოსავალი მაინც მოუტანა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტით 644 ტონა პლასტმასის ნარჩენი გავიდა, მთავარი საექსპორტო ბაზრები თურქეთი და აზერბაიჯანი იყო, შემოსავალმა კი, 222 000 დოლარი შეადგინა. გარდა ადგილზე გადამუშავებისა, ექსპორტზე გადის ქაღალდის და მუყაოს ნარჩენებიც. 2020 წელს ჯამში 803 ...

Read More »

მწვანე ენერგიაზე გადასვლა ნავთობმწარმოებელ ქვეყნებს $13 ტრილიონი დაუჯდება

მწვანე ენერგიაზე გადასვლა ნავთობმწარმოებელ ქვეყნებს 2040 წლისთვის $13 ტრილიონი დაუჯდება. გავლენიანი ორგანიზაცია Carbon Tracker-ის ანგარიშის თანახმად, ნავთობის მოხმარების შემცირების შედეგად გამოწვეული ფინანსური ზარალი იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს ახლა ვინმეს წარმოუდგენია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ ქვეყნებს სახელმწიფო შემოსავლების 40%-იც კი დააკლდება. Carbon Tracker-ის ანგარიში ერთგვარი გამოსაფხიზლებელი დოკუმენტია ამ ქვეყნებისთვის, ვინაიდან ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გეგმები 2040 წლისთვის ნავთობის მოხმარების ზრდას ...

Read More »