Tag Archives: #ენერგეტიკა

სსე-სა და Siemens Energy-ის წარმომადგენლების სამუშო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სსე-ის და კომპანია Siemens Energy-ის წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სსე-ის მხრიდან გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და პირველი მოადგილე კახაბერ ქებურია, ხოლო Siemens Energy-ის მხრიდან ალექსანდრ ზოლოტუხინი და მარკო ბრეი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს სამომავლო პროექტების, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის და კონვერტორულ სადგურში „ახალციხე 500“ მესამე, 350 მეგავატიანი მუდმივი დენის ჩანართის მოწყობის ...

Read More »

უკრაინამ ბოლო თვეებში გერმანიიდან 334 ტონა ენერგოტექნიკა მიიღო

2022 წლის ივლისიდან უკრაინამ გერმანიიდან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებებისთვის 43 ჰუმანიტარული ტვირთი (334 ტონა) მიიღო. ამის შესახებ 11 თებერვალს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა. “მხოლოდ გასულ კვირაში 59 ტონაზე მეტი დახმარება მივიღეთ.” – ნათქვამია განცხადებაში. კერძოდ, “გერმანულ-უკრაინის ენერგეტიკული პარტნიორობა დონორთა მხარდაჭერისთვის” კამპანიის ფარგლებში, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გერმანული ქსელის ოპერატორ Stromnetz Berlin GmbH-ისგან 40 ტრანსფორმატორი მიიღო. ასევე გერმანელი პარტნიორებისგან მიღებულ აღჭურვილობას შორის არის გენერატორები, სადისტრიბუციო ...

Read More »

ლავროვი: აშშ აღიარებს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებებში მათი ხელი ურევია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატები „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებაში დაადანაშაულა.  „ფაქტობრივად, ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ აფეთქებებში, რომლებიც მოხდა „ჩრდილოეთ ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე, მათი ხელი ურევია, ახლა ამაზე სიამოვნებითაც კი საუბრობენ“, – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის, აფეთქება მილსადენებზე გასული წლის 26 სექტემბერს მოხდა და გაზის გაჟონვა ერთდროულად 4 ადგილას დაიწყო. მომხდარზე გამოძიებას შვედეთი, დანია ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს

ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ენერგეტიკული პროექტები ინტერესის სფეროს წარმოადგენს ჩვენი ინვესტორებისთვის. „ჩვენი ინვესტორები დიდი ხანია ელოდნენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ახალ სქემას, რომელიც გასული წლის ბოლოს დავამტკიცეთ. და ამ სქემის შესაბამისად შემუშავდა კონკრეტული აუქციონის პირობები და აუქციონი გამოცხადდა 10 თებერვალს, საღამოს და ვფიქრობ, რომ ჩვენი განახლებადი ენერგეტიკის ახალი ეტაპი დაიწყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ...

Read More »
ზაჰესი თბილისს საფრთხეს უქმნის?!

15 მგვტ-მდე ჰესებისთვის ქსელთან მიერთების წესები დამტკიცდება

15 მეგავატამდე ჰესებისთვის ქსელთან მიერთების წესები დამტკიცდება.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, მარეგულირებელი კომისია სპეციალურ წესებს 17 თებერვლამდე დაამტკიცებს. „15 მეგავატამდე ჰესებისთვის, რომელთაც უჭირდათ აქამდე ქსელზე მიერთება, დავამტკიცებთ სპეციალურ წესს, რომელის მიხედვითაც განსაზღვრული იქნება მიერთების წესი, ვადები და ყოველი მეგავატისთვის და დადგენილი იქნება საფასური. ამდენად, გამანაწილებელი კომპანია უკვე ვალდებული იქნება რომ შესაბამის ვადებში და დადგენილი საფასურით მიიერთოს ახალაშენებული 15 ...

Read More »

საქართველო 2023 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA წევრი ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა

თბილისში საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური რიგით მე-16-ე სხდომა გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეკოწლევანდელი მაღალი დონის ღონისძიება საიუბილეოა და ის TRACECA-ს შექმნიდან 30-ე წლისთავსა და „ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება სხდომის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, ...

Read More »

“ენერგეტიკაში ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა ელ.ენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსებას ხელს შეუწყობს”

„ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასა და მის აქტიურ გამოყენებას. სექტორის დიგიტალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც სემეკმა ევროკავშირის მხარდაჭერით შეიმუშავა, მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში. დარგში ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსებას და ენერგეტიკული სისტემების ოპტიმიზაციას და განვითარებას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ პროექტის „სემეკის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

10 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, კოსტავას (ნაწილობრივ), კაპანელის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), დანიბეგაშვილის, ერედვის, ტარიელის, რამაზის, ხატაეთის, შერმადინის, რაინეგსის, სტივენის, ასმათის, ბარონ დე ბაისის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ...

Read More »

კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის ბაზრის სატესტო ვაჭრობას თავს არიდებენ, დაჯარიმდებიან

კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის ბაზრის სიმულაციურ ვაჭრობაში არ მონაწილეობენ, სავარაუდოდ, დაჯარიმდებიან. სემეკის დადგენილებით, ბაზრის მონაწილეებს ვალდებულება დაეკისრათ ისე მიიღონ მონაწილეობა სატესტო ვაჭრობაში, როგორც რეალურ ბაზარზე მოიქცეოდნენ. როგორ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ განუცხადა, მომდევნო კვირაში დანიშნულია განხილვები, სადაც ენერგეტიკულ ბირჟასთან ერთად საბალანსო ბაზრის ოპერატორი წარმოადგენს ვაჭრობის შედეგებს. შესაბამისად, თუ საჭირო გახადა, სატესტო რეჟიმში მონაწილეობის თავიდან არიდების გამო, შესაძლებელია, საჯარიმო ...

Read More »
სტიქიის მიუხედავად ხუდონჰესის მშენებლობა გაგრძელდება

ხუდოჰესი აშენების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა – მთავრობამ მოსახლეობის ინტერესი დააკმაყოფილა

ხუდოჰესის პროექტი, რომელიც უკვე 35 წელია გაყინულია, შეიძლება რეალურად განხორციელდეს. დიდი ჰესის აშენების გასაღები პრემიერის ახალ ინიციატივაში დევს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად მისაღები უნდა იყოს. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტი ისე უნდა აშენდეს, რომ სოფელი, ეკლესია და საფლავები აღარ დაიტბორება, წყალსაცავის ადგილმდებარეობა კი შეიცვლება. „ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. მოგეხსენებათ, ეს ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული ...

Read More »