Tag Archives: #კლიმატი

ჯო ბაიდენი – კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული

კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს და ჩინეთს არ უჩვენებიათ რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისკენ. „არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული. მაგრამ ჩვენ მივიღეთ მთელი რიგი ...

Read More »

G20-ის სამიტი “ნახშირბადის ნეიტრალიტეტის” თაობაზე კომპრომისით დასრულდა

“დიდი ოცეულის“ ჯგუფის ქვეყნები რომში გამართული ორდღიანი სამიტის დროს მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ გააგრძელებენ მუშაობას, რათა ამ საუკუნის შუაში შესაძლებელი გახდეს „ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა“. „ვაღიარებთ, რომ 1,5 გრადუს ცელსიუსამდე კლიმატის ცვლილების შედეგი უფრო ნაკლებ სავალალო იქნება, ვიდრე 2 გრადუსის შემთხვევაში იქნება“, – ნათქვამია G20-ის სამიტის დასკვნით კომუნიკეში. კომუნიკე მხარს უჭერს 6 წლის წინ ხელმოწერილ პარიზის ხელშეკრულებას, რომლის მონაწილეებმა ვალდებულება იკისრეს, მიიღონ ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

პლანეტაზე კლიმატთან დაკავშრიებით საგანგაშო ვითარებაა

კლიმატის კრიზისთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ახალი სამეცნიერო ანგარიში, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შეაფასა. მისი თქმით, მთელ პლანეტაზე კლიმატთან დაკავშირებით უკვე საგანგაშო ვითარებაა. ანტონიო გუტერეშის განცხადებით, საჭიროა დიდი ოცეულის ქვეყნების აქტიურობა იმისთვის, რომ დასახული მიზნები რეალობად იქცეს და მსოფლიომ გლობალური დათბობის პროცესი შეაჩეროს. კლიმატის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი მეცნიერული  ანგარიში გავრცელდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ თითოეული ქვეყანა უნდა ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან ...

Read More »
პუტინი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას მოითხოვს

პუტინი კლიმატის სამიტს არ დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შოტლანდიაში დაგეგმილ კლიმატის გლობალურ სამიტს არ დაესწრება. კრემლს 20 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ამის მიზეზი არ განუმარტავს. ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში გამართულ ენერგიის საერთაშორისო ფორუმზე პუტინმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემია იქნება გლაზგოში გამგზავრების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი. “არ ვარ დარწმუნებული, პირადად დავესწრები თუ არა [სამიტს], თუმცა მასში მონაწილეობას ნამდვილად მივიღებ” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 13 ოქტომბერს. რუსეთის უარი ...

Read More »

კავკასიონზე მყინვარების დნობის ტემპი გაიზარდა

ბოლო დღეების განმავლობაში მყინვარების დნობის შესახებ ორი ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კავკასიონის მყინვარების ახალი ინვენტარიზაცია და მეორე, რომელმაც მსოფლიოში არსებული ყველა მყინვარი მოიცვა. ბოლო კვლევაში ასამდე მყინვარი შევიდა და დასკვნა საგანგაშო აღმოჩნდა. კვლევის თანახმად, ბოლო წლებში მყინვარების დნობის ტემპმა კატასტროფულად იმატა. მხოლოდ კავკასიონის მაგალითზე, ბოლო 20 წელიწადში 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დადნა და მკვლევრების აზრით, აღმოსავლეთ კავკასიონზე უახლოეს ათწლეულებში მყინვარების უმეტესობა ...

Read More »

ლევან დავითაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრას დაესწრო

გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, საქართველოში ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) ჩატარება ქალაქ გლაზგოშია (2021 წლის 31.10 -12.11) დაგეგმილი. „მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ელოდება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის ...

Read More »

ბრიუსელში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია გაიმართა

ბრიუსელში ათობით ათასმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო დემონსტრაციაში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსოფლიო ლიდერებს კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდეს. მანიფესტაციის ორგანიზატორი ათობით გარემოს დამცველი ორგანიზაცია იყო. ეს კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბრიუსელში ყველაზე ხალხმრავალი აქცია იყო. ბელგიის დედაქალაქში მასშტაბური დემონსტრაცია მიმდინარე თვის ბოლოს გლაზგოში დაგეგმილი გაერო-ს კლიმატური კონფერენციის წინ გაიმართა. გაერო-ს კლიმატური კონფერენცია 31 ოქტმბერს ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ენერგოკრიზისის მიზეზად ალტერნატიულ ენერგიაზე ფორსირებულ გადასვლას ასახელებენ

Bank of America-ს დასკვნით, ზამთარში ნავთობის ფასმა შესაძლოა 100 დოლარს გადააჭარბოს და ამან ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს. ანალიტიკოსების აზრით, ამას ხელს 3 ფაქტორი შეუწყობს – ცივი ზამთარი, გადაზიდვებზე მოთხოვნის ზრდა და ელექტროენერგიის გამომუშავებაში გაზის ჩანაცვლება ნავთობით. თუმცა, ეს ჩანაცვლება ყველგან ვერ იქნება შესაძლებელი – ევროპამ „მწვანე ლობის“ წყალობით ეს შანსი დაკარგა – ეს არარაციონალური და გაუაზრებელი მოქმედებების ერთ-ერთი კლასიკური ...

Read More »

თურქეთის პარლამენტმა პარიზის კლიმატური შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა

თურქეთის პარლამენტმა პარიზის კლიმატური შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა. 2015 წელს მსოფლიოს 195 ქვეყნის მიერ ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმება გაერო-ს კლიმატური ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში გაფორმდა. თურქეთი „დიდი ოცეულის“ ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც აღნიშნული შეთანხმება რატიფიცირებული არ ჰქონდა. გაჭიანურების მიზეზი, ანკარას პოზიცია იყო, რომელიც თვლის, რომ თურქეთი ნახშირბადის გამონაბოლქვის მხოლოდ მცირე წილზეა პასუხისმგებელი, განვითარებულ სახელმწიფოდ მიჩნევა კი, მას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს​.

Read More »

კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწა თანდათან „ბნელდება“

მკვლევართა დასკვნით, დედამიწა თანდათან ბნელდება და ამაში დამნაშავე კლიმატის ცვლილებაა. ოკეანე თბება და უფრო ნაკლებ კაშკაშა ღრუბლებს წარმოქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან, კოსმოსში უფრო ნაკლები სინათლე აირეკლება, რაც პლანეტას კიდევ უფრო ათბობს. დედამიწის არეკვლის მაჩვენებელი, ანუ ალბედო, მკვლევრებმა პლანეტის იმ სიკაშკაშის საფუძველზე გაზომეს, რომელიც მთვარეს ანათებს. კვლევისათვის დაახლოებით ოცწლიანი მონაცემები გამოიყენეს, 1998-დან 2017 წლამდე შეგროვებული. გაზომვებმა აჩვენა, რომ დედამიწა ახლა დაახლოებით ნახევარი ვატით ნაკლებ ...

Read More »