Tag Archives: #ენერგეტიკა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ვინ რამდენად გვაძლევს დენს

საქართველოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფას წლიურად 12,1 მილიარდი კვტ/სთ სჭირდება. ამ ოდენობას ქვეყანაში არსებული გენერაციის ობიექტები ვერ გამოიმუშავებენ და დეფიციტის დასაფარად იმპორტი ხდება საჭირო. მოხმარების ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ელექტროენერგიის შემოტანა გვიწევს და შესაბამისად, მეტ ფულს ვიხდით. იმპორტისთვის გადახდილი თანხის დიდი ნაწილი რუსეთში ირიცხება, რომელიც 2021 წელს ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი გახდა. შარშან იმპორტირებულ ელექტროენერგიაში (1.61 მლნ.კვტ/სთ) საქართველომ $59 მილიონი გადაიხადა, ...

Read More »

ჩინეთის ენერგო კრიზისი თითქმის ყველა ძირითად ინდუსტრიაზე იმოქმედებს

ჩინეთის ენერგეტიკული კრიზისი მთელ მსოფლიოზე იწყებს ზეგავლენის მოხდენას. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის ენერგო კრიზისი აზიანებს ყველას, ავტომწარმოებლებიდან ავსტრალიელ ფერმერებამდე. მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორის ელექტროენერგიის დეფიციტის მიწოდების ჯაჭვებზე გავლენამ შესაძლოა, შეაფერხოს გლობალური ეკონომიკა, რომელიც პანდემიისგან თავის დასაღწევად იბრძვის. გადაზიდვების ინდუსტრია უკვე ებრძვის გადატვირთულ მიწოდების ხაზებს, რომლებიც მსოფლიოში ტანსაცმლისა და სათამაშოების მიწოდებას აფერხებენ. კრიზისი ასევე ემთხვევა ჩინეთში მოსავლის აღების სეზონს, რაც სურსათის ფასებისთვის დამატებითი საზრუნავია. ”თუ ელექტროენერგიის დეფიციტი და წარმოების შემცირება გაგრძელდება, ...

Read More »

“გაიზრდება ელექტროფიკაცია, რასაც ენერგეტიკის რეფორმირება და რესტრუქტურიზაცია დასჭირდება”

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი საკუთარ facebook გვერდზე ევროკავშირის ხედვების ძირითად ტენდენციებს ეხება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “გიზიარებთ ევროკავშირის ნაფიქრს მომავალი ათწლეულის მთავარ ტენდენციებზე, რომ ჩვენთანაც დავფიქრდეთ საკუთად და ქვეყნის მომავალზე. ევროკავშირის ხედვით ძირითადი ტენდენციებია: 1. კლიმატის ცვლილება 1.50C -ით გარდაუვალია, რასაც შეუქცევადი ცვლილებების ზღვარზე მივყავართ. გარდაუვალია გვალვების, სიცხის ტალღების, კატასტროფული ნალექების და შტორმების გაზრდილი სიძლიერე მთელს მსოფლიოში. გაზრდილი ენერგიის მოხმარება და მისი ...

Read More »

ECOENER-ი ქართულ ენერგოსექტორში $150 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

პანდემიის და სხვა უამრავი სირთულის მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკის ბაზრის მიმართ უცხოური კომპანიების ინტერესი მაინც არის. კომპანია Zeta Investment Group-მა 2020 წელს ენერგეტიკის დეველოპორულ კომპანია Ecoener-სთან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც Zeta Investment Group-ის დამფუძნებლები ირაკლი ორჯონიკიძე და დავით ზაქარიაძე “ბიზნესპარტნიორთან” განმარტავენ, Ecoener-ითან რამდენიმე პროექტზე დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ მიზეზით, 5-7 ოქტომბერს, საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია, Ecoener-ის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავიდ კოლ გონზალესი. “Ecoener-ი საქართველოში დაახლოებით $150 ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ენერგიის ფასების სტაბილურობისათვის ევროკავშირმა განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების მოცულობა უნდა გაზარდოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის მაღალი ფასები ევროკავშირისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა გრძელვადიან პერიოდში განახლებადი ენერგიის სფეროში უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ, რათა მომავალი ენერგეტიკული კრიზისი თავიდან აირიდონ. „ვფიქრობ, მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, რომ გაზის ფასები ევროპაში მუდმივად იზრდება, ხოლო განახლებადი წყაროებით მიღებული ენერგიის ფასები ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მცირდება და შედარებით სტაბილურობით ხასიათდება“, – განაცხადა ...

Read More »

“ვაშენებთ თბოსადგურებს და  ვყიდულობთ გაზს, გაზი გაძვირდება და შესაბამისად გაძვირდება ელექტროენერგია”

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარგებაძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “21-ე საუკუნე და მსოფლიო სადაც ნავთობპროდუქტების მარაგები იწურება, სადაც ყველა მეცნიერი თუ ინოვატორი მიზანმიმართულია მოახდინოს ნებისმიერი შიდა წვის ძრავის ელექტრული ძრავებით ჩანაცვლება, სადაც კრიპტოვალუტის პოპულარობა დღითი დღე იზრდება და პირდაპირ  ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ნიშნავს, მსოფლიო სადაც ელექტროენერგიის და ნავთობპროდუქტების ტარიფიც წლიდან წლამდე იზრდება ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ენერგოკრიზისის მიზეზად ალტერნატიულ ენერგიაზე ფორსირებულ გადასვლას ასახელებენ

Bank of America-ს დასკვნით, ზამთარში ნავთობის ფასმა შესაძლოა 100 დოლარს გადააჭარბოს და ამან ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს. ანალიტიკოსების აზრით, ამას ხელს 3 ფაქტორი შეუწყობს – ცივი ზამთარი, გადაზიდვებზე მოთხოვნის ზრდა და ელექტროენერგიის გამომუშავებაში გაზის ჩანაცვლება ნავთობით. თუმცა, ეს ჩანაცვლება ყველგან ვერ იქნება შესაძლებელი – ევროპამ „მწვანე ლობის“ წყალობით ეს შანსი დაკარგა – ეს არარაციონალური და გაუაზრებელი მოქმედებების ერთ-ერთი კლასიკური ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

აფხაზეთის ენერგოსისტემა რუსული ინვესტიციის იმედად

ენერგოკრიზისი ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და განხილვის საგანია. ელექტროენერგიის დეფიციტი, მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა თუ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივი საზოგადოებისა თუ მედიის მსჯელობის საგანი ხშირად ხდება. თუმცა ყურადღების მიღმა რჩება ამ პრობლემების საფუძვლები – მათი გამომწვევი მიზეზები და სამომავლო პერსპექტივები, რომლებიც თავის მხრივ პესიმისტურია. აფხაზეთის ენერგოსისტემა ძირითადად, ელექტროენერგიაზეა აგებული. რეგიონში ომამდე ენგურჰესის, სოხუმის ჰესისა და ტყვარჩელის თბოსადგურის ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

ენერგოდეფიციტის გამო, Tesla-ს მიმწოდებელმა ჩინეთის ქარხნებში წარმოება დროებით შეაჩერა

Tesla-ს მიმწოდებელმა ჩინურ ქარხანაში წარმოება რამდენიმე დღით შეაჩერეს. წარმოების შეზღუდვის მიზეზი ენერგიის მოხმარების გამკაცრებული სახელმწიფო პოლიტიკაა. ელექტრონულ ტექნიკაზე მოთხოვნის პიკის სეზონზე, წარმოების შეფერხება მიწოდების ჯაჭვისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნულს ასევე ემატება ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებმაც ჩინეთის რამდენიმე რეგიონში მწვავედ იჩინა თავი. ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ ნახშირის რეკორდულად მცირე მარაგი და გამონაბოლქვის სტანდარტების გამკაცრება ინდუსტრიის შეფერხებას იწვევს, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს ...

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო 6 ოქტომბერს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, ხევისპირის, დავით აღმაშენებლის, ფარსმან II ქველის, დრანდის და ბერთუბნის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ...

Read More »