Tag Archives: #ენკა

“ნახევრად კედლის აღება არაფერს ცვლის, ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას”

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც რჩება, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი  ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ნახევრად აღებული რკინის კონსტრუქციები არაფერს ნიშნავს. „ნახევრად კედლის აღება ბუნებრივია არ ცვლის არაფერს ჩვენთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას და ნამახვანში, ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილას დაბრუნებას. ვიდრე გადაადგილების უფლება არ მოგვეცემა ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორისთვის მიწის 99 წლით გადაცემა თავის დროზე იყო სატენდერო პირობა”

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელზეც პროექტის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, არის ინვესტორისთვის მიწის გადაცემა, რაზეც განმარტებები არაერთხელ გაკეთდა და კიდევ გაკეთდება. როგორც ნათია თურნავამ ექსპერტთა ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში პრაქტიკულად, ყველა ელექტროსადგური, გარდა „ენგურჰესისა“ არის კერძო, სადაც ინვესტორი ფლობს კანონიერად მიწას და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. „ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავ სარგებლობის კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ...

Read More »
პაატა ცინცაძე: ჩემი ღრმა რწმენით გაზპრომთან საუბარი აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია

“ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს”

ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განაცხადა. ის მაგალითად შვეიცარიას ასახელებს და აცხადებს, რომ „შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია“. მისივე განცხადებით, ასევეა ავსტრიაში, ...

Read More »

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერთი ნაწილი აიღეს

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერღი ნაწილი აიღეს. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით ისევ რჩება რკინის ჯებირები. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მათი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. რაც შეეხება კიდევ ორ მოთხოვნას, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება და პროტესტის ნამოხვანში გაგრძელება. აქციის ორგანიზატორები ექსპერთა საბჭოს შექმნის ინიციატივასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ვიდრე მათ ...

Read More »

“„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება”

„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება, – ამის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „ეს პროექტი წლების განმავლობაში დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ლომინაძემ. მისი თქმით, კომპანია „ენკა“ არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და ის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება. „დიახ, ...

Read More »

“დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება”

ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან – ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს შედგება შეხვედრა, რომელზეც მოწვეულია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, ვინც საჯაროდ გამოხატა ინტერესი ან გამოთქვა გარკვეული ...

Read More »

“ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე რასაც ნიშნავს, ნანახი გვაქვს – ეს არის მთავარი პოლიტიკური იარაღი ოკუპანტის ხელში”

„მინდა ძალიან მარტივი და გასაგები ენით ავხსნა, თუ რა დევს ახლა სასწორზე ნამახვანში. მთელი ამ პიარკამპანიის დედააზრი, რასაც განსაკუთრებით ოპოტელევიზიები ამ დღეებში გადმოცემენ, არის მიმართული არა ამ პრობლემის მოგვარებისაკენ, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დიდი ჩიხისაკენ, იყენებენ რა ამ პროტესტში ჩართულ გულწრფელ ადამიანთა გრძნობებზე მანიპულაციების მთელ არსენალს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას ...

Read More »

ლეიბორისტები ნამახვანჰესის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებენ

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. „ლეიბორისტებს“ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობასა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომელიც გარემოს დაცვის უფლებას ეხება. „ვითხოვთ ყველა კონტაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ ე.წ. კომპანიასთან და რომელიც არის ადამიანის უფლების ხელყოფა, ...

Read More »

ლერი ბარნაბიშვილი: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებს აღვუთქვით, რომ მათი ყველა კითხვა მივა პრემიერამდე

შედგა მოლაპარაკება აქციის მონაწილეებს შორის, მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო რიგი საკითხები, რომელიც მათ აწუხებთ. „ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ ყველა მათი კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. ყველა ...

Read More »

მირზა ნოზაძე: ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოსული იყვნენ მოსასმენად, გაიზიარეს ჩვენი პოზიციები, უშვებენ ჰესის არაშენების ვერსიასაც

ძალიან პოზიტიურია მათი მხრიდან აღიარება, რომ ჰიპოთეტურად განიხილავენ ჰესის არაშენების ვერსიასაც, თუ ვერ დასაბუთდება ამ კონკრეტული პროექტის მიზანშეწონილობა, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ეს შეხვედრა არ იყო შეხვედრისთვის. ისინი იყვნენ ჩამოსული რეალურად მოსასმენად და გაიზიარეს ჩვენი პოზიციები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით პრინციპულები, ჩვენ გვაქვს მათთვის ახსნილი, თუ რა პირობების შემთხვევაში დავუშვებთ ...

Read More »