Tag Archives: #სემეკი

დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საპილოტე პროექტს გაეცნენ სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის აპარატის წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მელიორაციის სექტორის განვითარებისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები ფერმერებისთვის იქნება სარწყავი ...

Read More »

დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. დავით ნარმანიამ საჯარო ლექციის ფარგლებში დეტალურად ისაუბრა ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის შესახებ, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ვალდებულებებზე, ეკონომიკური საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ლიცენზიების გაცემის წესსა და ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე. ...

Read More »

რას მოხმარდა 2022 წელს “თელასისა” და “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინვესტიციები

გასულ წელს „თელასმა“ დაახლოებით, 52 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც სემეკის ანგარიშიდან ირკვევა კომპანიამ 16,8 მლნ ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტებისთვის დახარჯა. 33,3 მლნ კი ახალი აბონენტების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებს მოხმარდა. „2022 წლისათვის შესრულდა 6,093 ახალი მიერთების განაცხადი, ხოლო ახალი აბონენტების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 26,659 ათასი ლარი დღგ-ის გარეშე. გარდა ...

Read More »

დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებზე, სემეკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე. დავით ნარმანიას თქმით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ერთიან შკალაზე როგორც ელექტროენერგიის, ...

Read More »

სემეკი: თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით. სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკი მოუწოდებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს აწარმოებს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში. ...

Read More »

სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მდგომარეობა და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, სემეკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები. საჯარო სხდომაზე სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას,  სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორისათვის 2022 წელი  გამოწვევებით და შესაძლებლობებით იყო სავსე. რთული გეოპოლიტიკური ...

Read More »

დავით ნარმანია: სემეკი “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია AQUALIA-სთან აქტიურად ითანამშრომლებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორი კომპანიის – „Aqualia“-ს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს. „Aqualia“-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას. დავით ნარმანიას განცხადებით,  თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ...

Read More »

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სატარიფო რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის, სამომხმარებლო ტარიფების რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის. ტრენინგკურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტისა და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დამატებით ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე:  

Read More »

სემეკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სემეკი სსპეციალურ განცხადებას ავრცელებს.  “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე სემეკის თანამშრომლის, ტრისტან ბენაშვილის არჩევასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ტრისტან ბენაშვილი საბჭოს წევრად არჩევამდე „თვალთმაქცურად“ იყო გადაყვანილი სემეკში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ...

Read More »

დავით ნარმანია ჩინური ენერგეტიკული კომპანიის CHINA POWER-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია წამყვანი ჩინური კომპანიის „China Power“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. დავით ნარმანიამ კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო, ისაუბრა მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული ბაზრის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. „China Power“ წამყვანი ჩინური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ცნობილია გლობალური გამოცდილებით ელექტროენერგიის ...

Read More »