Tag Archives: #აირი

საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ბოლო კვირის განმავლობაში ევროპაში გაზის ფასი 20%-ით გაიზარდა

ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებზე პარასკევს 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა 1 065 დოლარს მიაღწია, რაც გასული კვირის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. მთელი კვირის განმავლობაში ბუნებრივი აირით ვაჭრობის მთავარ ევროპულ ბაზარზე TTF [ნიდერლანდები] გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 1 000-დან 1 100 დოლარამდე მერყეობდა. ბუნებრივი აირის ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეკორდულად იზრდება. გასული წლის 21 დეკემბერს ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე ახალი რეკორდი ...

Read More »

გიორგი ლეფსვერიძე: ყველა აბონენტს მოვუწოდებთ, არ მოიხმარონ ღია წვის დანადგარები, არ მოიხმარონ გაზქურა და გაზქურის ღუმელი გათბობის მიზნით, დაემორჩილონ ჩვენს სპეციალისტებს

„მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, რაც პირველადი დათვალიერების შედეგად ჩვენი სპეციალისტებისთვის გახდა ცნობილი, არის ნახშირორჟანგი”, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძემ გლდანში 5 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ”ჩვენი ინფორმაციით, როდესაც სამაშველო სამსახური შევიდა აღნიშნულ ბინაში, მათ აღმოაჩინეს ღია და ანთებულ მდგომარეობაში გაზქურის ღუმელი, რომლითაც სავარაუდოდ, აღნიშნული ოჯახი იყენებდა გათბობის მიზნით. ეს არის პირველადი ვარაუდი, დანარჩენს ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

ევროპა TAP-ით გაზის მიღებას ჩქარობს

ევროპის კავშირის ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმსონი გეგმავს სთხოვოს აზერბაიჯანს ექსტრემალურ სიტუაციებში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, რადგან ჩქარობს საგანგებო გეგმის შემუშავებას იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საფრთხის ქვეშ დააყენებს ენერგომომრაგებას. იგი მომავალ პარასკევს ჩავა ბაქოში და გამართავს მოლაპარკებებს შესაბამის პირებთან. ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა განხორციელდეს ტრანს-ადრიატიკული მილსადენით (TAP), რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ...

Read More »

“თბილისი ენერჯი” – უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია

ცოტა ხნის წინ გლდანში უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს. “მოხდა უბედური შემთხვევა! გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ...

Read More »

სახლებში გაზქურიდან მეთანი მუდმივად ჟონავს – კვლევა

შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის თანახმად, გაზის ღუმელებიდან მცირე რაოდენობის მეთანი მუდმივად ჟონავს, მაშინაც კი, როცა გამორთულია. კვლევა კალიფორნიაში ჩატარდა და ჟურნალ Environmental Science & Technology-ში გამოქვეყნდა. კვლევამ, რომელიც ამოწმებდა სახლებში არსებულ გამონაბოლქვის დონეს, შეშფოთება გამოიწვია შიდა ჰაერის ხარისხსა და ჯანმრთელობაზე აზოტის ოქსიდის დონის გამო. მაშინაც კი, როდესაც გაზქურები გამორთულია, აშშ-ში ყოველწლიურად გაზის ღუმელები ჰაერში 2,4 მილიონი ტონა მეთანის ნახშირორჟანგს გამოყოფენ. ეს არის წელიწადში ...

Read More »

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ გლდანში ხუთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაცია გახდა

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე აცხადებს, რომ გლდანში ხუთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაცია გახდა. მისი თქმით, სამაშველო სამსახურის ბინაში შესვლისას აღმოჩნდა, რომ ღია და ანთებულ მდგომარეობაში იყო გაზქურის ღუმელი. „მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, რაც პირველადი დათვალიერების შედეგად ჩვენი სპეციალისტებისთვის გახდა ცნობილი არის CO. ჩვენი ინფორმაციით, როდესაც სამაშველო სამსახური შევიდა აღნიშნულ ბინაში, მათ აღმოაჩინეს ღია და ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროპაში გაზის ფასი მცირედით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, უმნიშვნელოდ გაიზარდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 080 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა. ფასების ...

Read More »

ამერიკული გაზი ევროპას ვერ უშველის

მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საზღვართან თავს იყრის, მოსკოვმა ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა. რუსეთიდან მიწოდებული საწვავი ჯერ საკმარისია ელექტროსადგურების მუშაობისთვის და სახლების გათბობისთვის, მაგრამ არა იმისთვის, რომ გაზზე ფასის ზრდა შეაჩეროს. ათწლეულების მანძილზე გაზი რუსეთიდან პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდშიც კი ევროპაში უწყვეტი ნაკადით მიედინებოდა. თუმცა დღეს მოსკოვი ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისის გამო, დასავლეთი ...

Read More »
ევროპამ რუსული გაზი ისრაელის გაზით უნდა ჩაანაცვლოს

ბრიტანეთი და ევროკავშირი რუსული გაზის სექტორისთვის სანქციებს ამზადებენ

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ამზადებენ სანქიცების მსხვილ პაკეტს რუსული გაზის სექტორის წინააღმდეგ. როგორც გაზეთი Financial Times-ი დღევანდელ ნომერში წერს, რესტრიქციების ქვეშ შესაძლოა, მოჰყვეს რუსული გაზის სექტორის სამომავლო პროექტებიც. სტატიაში წერია, რომ ლონდონი და ბრიუსელი ამზადებენ ანტირუსულ სანქციებს, რაც მოიცავს რუსული კომპანიებისთვის ტენქოლოგიების გადაცემის აკრძალვას, რომლებიც დაკავებული არიან საწვავის მოპოვებით. გარდა ამისა, სანქციები შესაძლოა, შეეხოს ბრიტანული ...

Read More »

აზერბაიჯანი თურქეთს გაზის დეფიციტის დაძლევაში დაეხმარება

აზერბაიჯანულმა მხარემ თურქეთისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, ანკარას შესაბამისი მოთხოვნის საპასუხოდ, რომლის საფუძველიც ირანიდან „ლურჯი საწვავის“ იმპორტის ტექნიკურ პრობლემები გახდა. აღნიშნულის შესახებ SOCAR-ის ნავთობის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების ორგანიზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იბრაჰიმ აჰმადოვმა განაცხადა. მისი სიტყვებით, ბოლო დღეებში, ირანული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო, ანკარამ დროებითი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, აზერბაიჯანის გაზმომარაგების კომპანიას (AGSC) დამატებითი გაზის მოცულობის ...

Read More »