ყაზახეთის მცდელობას, დასავლეთისკენ გზა გაიკვალოს, რუსეთმა სასამართლოს დადგენილებით უპასუხა, რომლის თანახმადაც, კასპიის მილგამყვანმა კონსორციუმმა მუშაობა 30 დღით უნდა შეაჩეროს. ყაზახეთის პრეზიდენტი გამოსავალს ეძებს. ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილგამყვანი კონსორციუმის მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთი თვით გაჩერებაც კი ყაზახეთის ბიუჯეტს 850 მილიონი დოლარის ზარალს მოუტანს. ნოვოროსიისკის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს ნავთობისა და გაზის ბაზარზე ვითარების სტაბილიზება შესთავაზა. რუსეთის მრავალმა მედიასაშუალებამ ...
Read More »