Tag Archives: #ელექტროენერგია

ენერგეტიკის განვითარების ფონდი – „ნამახვანჰესის“ კასკადის ტენდერის პროცედურები იყო სრულად გამჭვირვალე

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნამახვანჰესის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ შეირჩა გაუმჭვირვალედ. ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ახლაც სრულად უფლებამოსილია, ჩაატაროს მსგავსი ტენდერი.აღნიშნული ტენდერი 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ინსტრუქციებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა. „რაც შეეხება ...

Read More »

მერაბ ლომინაძე: „ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაიდო“

ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელი დირექტორის მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანიამ სამშენებლო გრაფიკში ცვლილებები შეიტანა, რის მიხედვითაც კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადავადდა. „ჩვენ ცვლილება შევიტანეთ ჩვენს სამშენებლო გრაფიკში და სხვადასხვა უბნებზე მშენებლობის ვადები გადავანაცვლეთ – მაგალითად, ჯერ ავაშენებთ საგზაო ინფრასტრუქტურას და მხოლოდ კვლევების ვალიდაციის შემდეგ შევიტანთ დოკუმენტაციას კაშხლის მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად. შედეგად, კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაინაცვლებს. ვისაც მსგავსი მასშტაბური პროექტები განუხორციელებია, სწორად ...

Read More »

კრიპტოვალუტა – ცუდი ბიზნესი და ეკოლოგიური კატასტროფა

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეკონომისტი დამბის დი მაიო ამტკიცებს, რომ ბიზნესლიდერებმა ბიტკოინში ფული უნდა ჩადონ და ამის სასარგებლოდ 3 არგუმენტს ასახელებს – პირველი – ბიტკოინი კომპანიის რისკების შემცირების საშუალებაა, მეორე – კრიპტოვალუტა განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის წარმოებას ამარტივებს, მესამე – ციფრულ ვალუტებს დიდი მომავალი აქვთ. რამდენად მართალია თავის შეფასებებში დი მაიო? განვიხილოთ მისი არგუმენტები პუნქტებად. ჯერ ერთი, გაუგებარია კრიპტოვალუტას ბიზნეს-რისკების შემცირება როგორ ...

Read More »

გერმანიაში მფრინავი ელექტროტაქსის მოდელი შექმნეს

გერმანულმა კომპანია Lilium მფრინავი ტაქსის eVTOL-ის 7-ადგილიანი მოდელი წარადგინა. ამ მოდელის წარმოებაში ჩაშვება 2024 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ techcult წერს. მფრინავი ელექტროტაქსის მოდელზე კომპანიამ მუშაობა 2018 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი EASA-ს სერტიფიკატი მიიღო. eVTOL-ის სიჩქარე საათში 280 კილომეტრი იქნება. მფრინავი ელექტროტაქსი 3 000 მეტრის სიმაღლეზე გადაადგილდება.

Read More »

Tesla-მ 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი გაყიდა

ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ 2021 წლის პირველ კვარტალში უოლ-სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა და რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი გაყიდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში შედარებით ნაკლებად ძვირ მოდელებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩინეთში Model Y-ის მოდელებზე დიდი მოთხოვნა იყო. ახალი მოდელები – Model S-ი და Model X-იც კარგად მიიღეს. ასე რომ, ვზრდით წარმოებას და ამის საწყის ეტაპზე ვართ“, – ...

Read More »

ეთერიუმის ღირებულება 2,100 დოლარს გასცდა

ეთერიუმი პარასკევს 6.2%-ით გაიზარდა და შაბათს რეკორდულ 2,144 დოლარს მიაღწია. წელს ეთერიუმის ღირებულება თითქმის გასამმაგდა. Bloomberg Galaxy Crypto Index– მა  კი პარასკევს დაახლოებით 3%-იანი ზრდა დააფიქსირა. გასულ კვირას Visa-მ განაცხადა, რომ მისი საგადახდო ქსელი  USD Coin-ს გამოიყენებს  ეთერიუმის გადახდების უზრუნველსაყოფად, რამაც ციფრული აქტივის მიმართ ოპტიმიზმის ზრდას ასევე შეუწყო ხელი. კონსტანტინე ანისიმოვი, კრიპტოვალუტის ბირჟის CEX.IO-ს აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ ამ ტენდენციის ფონზე, ეთერიუმმა უახლოეს ...

Read More »

რუსეთი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის სიცოცხლისუნარიანობის გაახანგრძლივებს

2021 წლის 18 მარტს მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დირექტორის, მოვსეს ვარდანიანის განცხადებით, სომხეთში ატომური ენერგეტიკის განვითარების მიზნით, რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ მონაწილეობით  ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. არსებული მონაცემებით, მეწამორის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა 2026 წელს უნდა შეაჩეროს, სამუშაო ჯგუფის მიზანი კი სადგურის 420 მეგავატის სიმძლავრის რეაქტორის სიცოცხლისუნარიანობის კიდევ 10 წლით გახანგრძლივება იქნება. სომხეთში მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალი სადგურის მშენებლობისთვის ...

Read More »

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი დენის კაბელის პროექტი საქართველოს ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შესძენს

გახდება თუ არა შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი ახალი ბაქო -თბილისი – ჯეიჰანი საქართველოს ელექტროენერგეტიკულ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა. საქმე ის არის, რომ იგეგმება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იქნება აღჭურვილი. საკითხი  სულ ახლახანს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზეც განიხილეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტზე იყო გამახვილებული. ეს ამბიციური ჩანაფიქრი, რასაც ...

Read More »

მერაბ ლომინაძე – „ენკა რინიუებლზი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მხოლოდ მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოებს აწარმოებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კომპანია „ენკა რინიუებლზი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოებს აწარმოებს, ხოლო რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მათი მშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდება არსებული კვლევების ვერიფიკაცია, – განაცხადა ნამახვანი ჰესის პროექტის ინვესტორი  ნორვეგიულ-თურქული კომპანიის ახალმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ წინასამშენებლო სამუშაოების გაცნობის შემდეგ. მერაბ ლომინაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ „ენკა რინიუებლზი“ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ...

Read More »

“მიზეზი, რაც იწვევდა „ნამახვანჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია, კაშხლის მშენებლობა გადადებულია”

მსურს, მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია – კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს“ , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, დაწყებულია ...

Read More »