სემეკმა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელზე ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სახელზე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია გასცა. ლიცენზიები გაიცა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უფლებამოსილია განახორციელოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მისი ტრანსასაზღვრო გადადინებისთვის, განაწილების ან/და საბოლოო მოხმარების ...
Read More »