Tag Archives: #ენერგეტიკა

ენერგეტიკის სექტორმა სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები შეაჯამა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგების შეჯამებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და დაინტერესებული ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შესავალ სიტყვაში, რომეო მიქაუტაძემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა გამართულ კომუნიკაციას მთავრობას, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის. მისი თქმით, საქართველო დღეს ენერგეტიკული გამოწვევის წინაშე დგას, რომლის გადაჭრაც დადებითად აისახება არა ...

Read More »

“თურქმენეთთან ეკონომიკური კომისიის სხდომაზე ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში”

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო – ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრმა ბეგენჩ გოჩმოლაევმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც მხარეებმა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები განსაზღვრეს. ეს ეხება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებს. „განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში – საუბარია იმაზე, რომ მინერალური სასუქებისა ...

Read More »

BLOOMBERG: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად დააკავშირებს და გააძლიერებს მის როლს როგორც საიმედო სატრანზიტო ქვეყნის

გამოცემა Bloomberg-ი საქართველოს შესახებ კიდევ ერთ სტატიას, სათაურით „როგორ გააძლიერებს მსოფლიოს ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი ევროპას“ აქვეყნებს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. სტატიაში საუბარია საქართველოზე, როგორც მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ცენტრზე, სადაც სულ უფრო სწრაფად ვითარდება განახლებადი და სუფთა ენერგია. სტატიის ავტორი ასევე საუბრობს საქართველოში შავი ზღვის ელექტროკაბელის მნიშვნელობაზე. „იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო ენერგომომარაგების კრიზისის წინაშეა, საქართველო ყალიბდება ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი განიხილეს

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ  ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე   ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი, ...

Read More »

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ)  ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ტვინინგის პროექტი –  „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დასრულდა. ღონისძიება გახსნეს სემეკის წევრმა, პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, გიორგი ფანგანმა და  პროექტის ლიდერმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან, დიტმარ პრეინსტორფერმა. მათ ხაზი გაუსვეს პროექტის მიღწევებსა და ეფექტიან შედეგებს. ღონისძიებაზე ძირითადი მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ...

Read More »

“ინვესტორებთან გავაფორმეთ 60-ზე მეტი ხელშეკრულება, რაც $800 მლნ-ზე მეტ ინვესტიციას ითვალისწინებს”

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ათეული ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდა. მხოლოდ 2022-2023 წლებში ექსპლუატაციაში 12 ჰესი შევიდა, 30 მგვტ-ზე მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრით. გარდა ამისა, 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გავაფორმეთ 60-ზე მეტი ხელშეკრულება, რაც ქვეყანაში 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს და პოტენციურად 2 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს შემატებს წლიურად ადგილობრივ გენერაციას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ...

Read More »

“თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, უფრო გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები”

თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, უფრო გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები. კონკურსი “გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” მიზნად ისახავს ბავშვების სასკოლო ასაკიდანვე ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას ენერგოეფექტურობის საკითხებზე. ენერგოეფექტურობა არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ნახშირბადის კვალისა და გარემოზე ჩვენი ზეგავლენის შემცირებაში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში, კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ ...

Read More »

დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანი ოფიცრების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში. ლექციის ფარგლებში იუნკერები გაეცნენ სახელმწიფო მართვის ძირითად პრინციპებს, საჯარო და კერძო დაწესებულებების ფუნქციებსა და როლს  ქვეყნის განვითარებაში. ...

Read More »

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის კომუნალური სერვისები იუსტიციის სახლის 117 ფილიალშია ხელმისაწვდომი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე – დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა ...

Read More »

გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს შეხვედრაზე ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის შესახებ ისაუბრა. „მოგეხსენებათ, 2014 წლიდან საქართველო ახორციელებს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციას ეროვნულ კანონმდებლობაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედებს ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმირება, რომლის მიზანიცაა ახალი, ...

Read More »