ფოთში კვლავ ძლიერი ქარია. შედეგად, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. მერიის სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მას სპეციალური კომისია დაადგენს. როგორც ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ...
Read More »