Tag Archives: #გარემო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიქლორირებული ბიფენილების მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენა გაიმართა

ცვლილების პაკეტი პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისგან თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება და სახიფათო ზეთების გადამუშავებასა და მართვას ითვალისწინებს. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებების დამტკიცებამდე, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მოსაზრებების ...

Read More »

ახალი გადამუშავების პროცესი პლასტმასას უკეთ უტილიზაციის საშუალებას იძლევა

პლასტმასას ნარჩენების დაგროვება ოკეანეებში, ნიადაგსა და ჩვენს სხეულებშიც კი ჩვენი დროის გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა: დღესდღეობით პლასტმასას 5 მილიარდ ტონაზე მეტია გადაყრილი. იმის მიუხედავად, რომ პლასტმასას გადამუშავების ეფექტური მეთოდების შემუშავებისთვის ბევრი ძალისხმევა გაიღო, ამ ფერადი მასალის გამოყენება კვლავინდებურად სერიოზულ პრობლემად რჩება. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა ტიპის პლასტმასა გვაქვს, ხოლო მისი გადამუშავება იმ მდგომარეობამდე, როდესაც შესაძლებელი გახდება მისგან ახალი ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მყარი ნარჩენების მართვის სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მყარი ნარჩენების მართვის სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ჩართულობით შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, სადაც წინასწარი კვლევის შედეგად გაანალიზებული მყარი ნარჩენების მართვის სექტორის წინაშე მდგარი პრიორიტეტული გამოწვევებია ასახული. ამასთან, დოკუმენტი მოიცავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებს. ...

Read More »

არქტიკული ტბები ნავარაუდევზე ერთი საუკუნით ადრე შრება

ახალი კვლევის თანახმად, არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება, რაც რეგიონს მტკნარი წყლის კრიტიკულ წყაროს ართმევს. გლობალური დათბობის პირობებში, თბილი ამინდი ათბობს არქტიკას, ყინული სწრაფად დნება და იწვევს ტბების გაფართოებას. საბოლოოდ, ეს ტბები წყლით ვეღარ მომარაგდება და დაშრება. ადრინდელი პროგნოზით ამ პროცესს საუკუნეზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ სატელიტურმა სურათებმა ცხადყო, რომ ტბები იმაზე სწრაფად მცირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი ფლორიდაში, პრაქტიკულად, უვნებელია ქარიშხალი იანის შემდეგ

ქარიშხალმა იანმა სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდაში მასიური ნგრევა გამოიწვია, შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და მრავალი მათგანი ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა. თუმცა ნგრევის შუაგულში, მზის ენერგიაზე მომუშავე პატარა დასახლება, მიუხედავად მისი მდებარეობისა, პრაქტიკულად, უვნებლად გადარჩა. ბებქოქის რანჩო მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქია, სადაც დაახლოებით 2000 სახლი და 700 000-ზე მეტი მზის პანელი დგას. ბებქოქის თითქმის ყოველი შენობა ენერგოეფექტურობასა და ცუდ ამინდთან გამკლავებაზეა გათვლილი. საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კახა კაკაბაძე, სამუშაო ვიზიტით ავსტრიის დედაქალში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ავსტრიის სოფლის მეურნეობის ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალური მინისტრის მოადგილე მარია პატეკთან. მხარეებმა ავსტრიის ფედერალური ტყეების ბიზნესმოდელზე, კატასტროფების რისკების ინტეგრირებულ მართვასა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ აღნიშნა, ტყეების მდგრადი მართვის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის, ისე კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილების ...

Read More »

COP 27: ემანუელ მაკრონი ზღვაში კვლევითი სამუშაოების აკრძალვის წინადადებით გამოდის

ეგვიპტეში COP27-ის კლიმატის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბუნებრივი რესურსების მოპოვების მიზნით ზღვაში ბურღვითი სამუშაოების სრული აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში, უკრაინაში მიმდინარე ომმა სასურსათო და ენერგოკრიზისი გამოიწვია. განსაკუთრებით კი ხმელთაშუა ზღვის რეგიონი და აფრიკა დაზარალდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთიდან მომავალი ენერგოსაფრთხის გამო ისინი არ იტყვიან უარს კლიმატთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. ქვეყნებმა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულონ. მისი თქმით, უფრო მდიდარი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირისა ...

Read More »

გარემოს ეროვნულ სააგენტოს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საველე გეოლოგიური კვლევების დროს სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერებას. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ფიცხელაური ესწრებოდა, სადაც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ, წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემაზე – გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობისა და საველე სამუშაოების შესახებ. ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში” განხორციელების შეთანხმებას მოეწერა ხელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის (WMDT) სამმართველოს, უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრსა (STCU) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრს (RECC) შორის სამწლიანი პროექტის „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში” განხორციელების შეთანხმებას მოეწერა ხელი. პროექტი ითვალისწინებს ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციურ შესაძლებლობების გაძლიერებას, მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) გაუვრცელებლობის, კონტრტერორიზმის, ...

Read More »

ანტონიუ გუტერეში – მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა. ამის შესახებ ანტონიუ გუტერეშმა ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგანან, იმუშაონ ერთად გამონაბოლქვის შესამცირებლად ან გაწირონ მომავალი თაობები კლიმატური კატასტროფისთვის. „კაცობრიობამ უნდა აირჩიოს: ითანამშრომლოს ან გაქრეს“, – აღნიშნა გუტერეშმა. მან საერთაშორისო საზოგადოებას წიაღისეული საწვავიდან ...

Read More »