Tag Archives: #სემეკი

სემეკი კომპანიებისთვის ჯარიმების გაზრდას გეგმავს

სემეკი კომუნალური მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის ჯარიმების მოცულობის გაზრდას გეგმავს. მარეგულირებელი შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავს. სემეკი განმარტავს, რომ ზოგიერთი სახის დარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ჯარიმების მაქსიმუმი არაადეკვატურია. შესაბამისად, ჯარიმები უნდა გადაიხედოს და დიდი მასშტაბის დარღვევაზე უფრო მკაცრი სანქცია განისაზღვროს. „ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ და მივმართავთ პარლამენტს. ვფიქრობთ, რომ მხარს დაგვიჭერენ და დიდი მასშტაბის ჯარიმაზე უფრო მაღალი ჯარიმა იქნება, ვიდრე ...

Read More »

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. მან ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში 2022 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, სემეკის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებზე საერთაშორისო პროექტებზე, სატარიფო რეგულირებასა და 2023 წლის გეგმებზე. სემეკის თავმჯდომარემ სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წელს კომისიაში სემეკში კომპანიების წინააღმდეგ ...

Read More »

დავით ნარმანია ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ახალი სარეაბილიტაციო სახლი დაათვალიერა, პაციენტები მოინახულა და ფონდის წარმომადგენლებს საახალწლო საჩუქარი გადასცა. „დღეს ვესტუმრეთ ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლს, სადაც უანგაროდ უწევენ დახმარებას სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, მათ ოჯახებს. მივულოცეთ პაციენტებს დამდეგი ახალი წელი. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეწევა სარეაბილიტაციო სახლი. ვფიქრობ, ჩვენი წვლილი უნდა ...

Read More »

გიორგი ფანგანმა ევროპული ენერგეტიკული ორგანიზაციის CEER-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილება. ასამბლეაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირები. გიორგი ფანგანის თქმით, CEER უმსხვილესი ევროპული ენერგეტიკული ორგანიზაციაა, რომლის დამკვირვებლის სტატუსიც სემეკს აქვს მინიჭებული. „სემეკი 2017 წელს გახდა უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის დამკვირვებელი, აღნიშნული სტატუსის მოპოვება გვეხმარება ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაციაში, ...

Read More »

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები უცვლელი დარჩა

13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ უცვლელი დატოვა სს „საჩხერეგაზისთვის“, შპს „დიდი დიღომისთვის“ დადგენილი საყოფაცხოვრებო ტარიფები. შემცირების მიმართულებით დაკორექტირდა სს „ენერგოკავშრისთვის“, შპს „ყამარი-მ“-სთვის, შპს „მამედისთვის“ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები. აღნიშნული განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და  ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 ...

Read More »

სემეკი: ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)  მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია  სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და  ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ  მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან  ბუნებრივი გაზის იგივე ...

Read More »

დავით ნარმანია პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია  ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით. „ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ნეტო-აღრიცხვის  სისტემის გამოყენება. წინა წლის ...

Read More »

სემეკმა საჯარო ინფორმაციის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე საჯარო  ინფორმაციის შესახებ ანგარიშზე იმსჯელეს. ანგარიშში ასახულია კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და ვადების დაცვის ანალიზი. წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა ინფორმაციის გაცემაზე, რომლებიც სემეკში არსებულ საჯარო ინფორმაციას შეეხებოდა. საანგარიშო პერიოდში , 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე, სემეკში ...

Read More »

სემეკი საერთაშორისო ენერგეტიკულ ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საერთაშორისო ენერგეტიკულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით მაღალი დონის საკონსულტაციო შეხვედრა თურქეთში, ქ. სტამბულში ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციისა (ERRA) და ხმელთაშუაზღვის ზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაციის (MEDREG) ორგანიზებით გაიმართა. დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრაზე სიტყვით წარდგა სემეკის წევრი, ERRA-ს თავმჯდომარე, მაია მელიქიძე. ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი ...

Read More »

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და  სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის მხარდაჭერით,  საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა. კლუბის ფარგლებში გამართულ პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა, თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა და  ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული კლუბის დაფუძნების მნიშვნელობაზე. ენერგეტიკული კლუბის გახსნას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, ლიცენზიატი კომპანიების, ...

Read More »