Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

“მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის გასხვისება კერძო პირზე, თუნდაც ის ქართველი იყოს”

იწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც  დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში. „ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ...

Read More »

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერთი ნაწილი აიღეს

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერღი ნაწილი აიღეს. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით ისევ რჩება რკინის ჯებირები. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მათი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. რაც შეეხება კიდევ ორ მოთხოვნას, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება და პროტესტის ნამოხვანში გაგრძელება. აქციის ორგანიზატორები ექსპერთა საბჭოს შექმნის ინიციატივასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ვიდრე მათ ...

Read More »

“„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება”

„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება, – ამის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „ეს პროექტი წლების განმავლობაში დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ლომინაძემ. მისი თქმით, კომპანია „ენკა“ არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და ის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება. „დიახ, ...

Read More »

მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დღეს „ნამახვანჰესის“ საკითხზე შედგა შეხვედრა. „ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამ პროექტის ირგვლივ რომ უფრო მეტი ნდობა შეიქმნას და ის სპეკულაციური ინფორმაციები, რომლებიც ტრიალებდა ამ პროექტის ირგვლივ, უბრალოდ მოიხსნას.დღეს დაახლოებით 80-მდე კვლევა გასაჯაროვდა, 80-მდე ფაილი თავისი დანართებით და გარკვეული ...

Read More »

“დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება”

ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან – ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს შედგება შეხვედრა, რომელზეც მოწვეულია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, ვინც საჯაროდ გამოხატა ინტერესი ან გამოთქვა გარკვეული ...

Read More »

“რიონის ხეობის მცველების” განმარტება ბიზნესმენ ილია ძოწენიძის პროტესტში მონაწილეობაზე

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერის, მირზა ნოზაძის თქმით, ბიზნესმენ ილია ძოწენიძეს მათთვის დაფინანსება არ შეუთავაზებია და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ილია ძოწენიძე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციებს აფინანსებდა, გუშინ გაავრცელეს სოციალურ ქსელებსა და მედიის ნაწილში. ამ ინფორმაციის თანახმად, ძოწენიძე რუსეთში არაერთ ბიზნესს ფლობს, ის თავის დროზე მედვედევს ჰყავს დაჯილდოებული წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის და წარსულში საქართველოში ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?

წინამდებარე თვალსაზრისი მთავრობას სთავაზობს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზას იმდაგვარად, რომ ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს და მოსახლეობას დაუკმაყოფილდეს საკუთარი ლეგიტიმური ინტერესიც. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი მიდგომის საკითხია, თუმცა მისი განხორციელება, ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში, არ ეფუძნება 2 მთავარ ასპექტს: 1. საერთო ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი ეფექტიანი სტარტეგია და 2. მოსახლეობის ლეგიტიმური ინტერესის დაცვა. ასეთი ბიზნეს მოდელი ...

Read More »

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესის მშენებლობას 2021 წლის ბოლოს დაასრულებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესზე ძირითადი სამუშოების დასრულებას 2021 წლის ბოლოსთვის  გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განუცხადა, მტკვარი ჰესი ინვესტიციების მოცულობით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყველაზე მსხვილი პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება 157 მლნ დოლარია.  2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა და მშენებლობა გააახლა. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება ...

Read More »

“ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე რასაც ნიშნავს, ნანახი გვაქვს – ეს არის მთავარი პოლიტიკური იარაღი ოკუპანტის ხელში”

„მინდა ძალიან მარტივი და გასაგები ენით ავხსნა, თუ რა დევს ახლა სასწორზე ნამახვანში. მთელი ამ პიარკამპანიის დედააზრი, რასაც განსაკუთრებით ოპოტელევიზიები ამ დღეებში გადმოცემენ, არის მიმართული არა ამ პრობლემის მოგვარებისაკენ, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დიდი ჩიხისაკენ, იყენებენ რა ამ პროტესტში ჩართულ გულწრფელ ადამიანთა გრძნობებზე მანიპულაციების მთელ არსენალს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას ...

Read More »

ლეიბორისტები ნამახვანჰესის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებენ

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. „ლეიბორისტებს“ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობასა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომელიც გარემოს დაცვის უფლებას ეხება. „ვითხოვთ ყველა კონტაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ ე.წ. კომპანიასთან და რომელიც არის ადამიანის უფლების ხელყოფა, ...

Read More »