Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 14 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108,88  (-3.79)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105,48  (-3.81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი თითქმის 2 დოლარით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,912 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 116,64 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ავიაიერიშის შედეგად კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობბაზა იწვის

ვა­სილ­კოვ­ში ავი­ა­ი­ე­რი­შის შე­დე­გად ნავ­თო­ბ­ბა­ზას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კი­ე­ვის სა­ოლ­ქო სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ალექ­სეი კუ­ლე­ბამ „ტე­ლეგ­რამ­ში“ გა­ავ­რცე­ლა. კი­ე­ვის ოლ­ქის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მტერ­მა მი­ი­ტა­ნა მძლავ­რი ავი­ა­ი­ე­რი­ში ქა­ლაქ ვა­სილ­კოვ­ზე, შე­დე­გად ჩა­მო­აგ­დო სულ მცი­რე 6 რა­კე­ტა აე­როდ­რო­მის რა­ი­ონ­ში. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ზუს­ტდე­ბა.

Read More »

საწვავის გაძვირების პარალელურად, აშშ-ში Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა

ამერიკული მედიაპლატფორმის Electrek მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საწვავის მომატებული ფასის გამო, ბოლო დღეებში აშშ-ში ილონ მასკის კომპანიის Tesla ელექტრომობილებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ეს კლიენტებისთვის პროდუქტის სწრაფ მიწოდებაზე გავლენას მაინც არ იქონიებს, რადგან ავტომწარმოებელი გამოშვებული მანქანების რაოდენობას ასე მარტივად ვერ გაზრდის. შეგახსენებთ. რომ საწვავის გაძვირება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფარგლებში აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. აშშ-ში თითო ბარელი ნავთობის ფასმა 100 ...

Read More »

ვიქტორ ორბანი: სანქციები ნავთობზე და გაზზე არ გავრცელდება

არ არის გამორიცხული, რომ ომი დროში გაიწელოს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის ხელსაყრელი გზით გადაიჭრა: სანქციები ნავთობზე და გაზზე არ გავრცელდება, – ამის შესახებ ვერსალში გამართული შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომში უფრო მეტია, ვიდრე დრამატული. ჩვენ მოვუსმინეთ საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს პუტინთან საუბართან დაკავშირებით. გამორიცხული არაა, რომ აღნიშნული დაპირისპირება გაჭიანურებულ სახეს მიიღებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩავრთოთ ევროპა ...

Read More »

რამდენად დააზარალებს რუსეთს აშშ-ის უარი რუსულ ნავთობზე

რუსული გაზი და ნავთობი აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ძირითადად არ მოიაზრებოდა. ეს გამოწვეული იყო ეკონომიკური ზემოქმედების რისკით, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება უფრო დიდია. თუმცა, კონგრესისგან ზეწოლის ფონზე, სადაც რუსული ნავთობის აკრძალვის კანონპროექტი წინ მიიწევდა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. რა იკრძალება? ნედლი ნავთობი, ნავთობი, ნავთობის საწვავი, თხევადი ბუნებრივი ...

Read More »

ავსტრალია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტზე უარს ამბობს

ავსტრალიის ხელისუფლება, რუსეთიდან ნავთობის, გაზის, ქვანახშირისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე აკრძალვას მალე დააწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას, The Guardian ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს . „ეს გადაწყვეტილება საფრთხეს არ უქმნის ავსტრალიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ავსტრალიას აქვს დივერსიფიცირებული და მდგრადი ნავთობის მიწოდების არხები და ნავთობის ადეკვატური მარაგი, ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ყოვლისმომცველი მთავრობის პოლიტიკის წყალობით“, – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა. აკრძალვა ძალაში შევა არა უგვიანეს 45 ...

Read More »
რას წარმოადგენს კომპანია „მულტიპლექსი“ რომელიც ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

იტალიის უდიდესმა ნავთობ-გაზის კომპანია Eni-მ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვა

იტალიის უდიდესმა ნავთობ-გაზის კომპანია Eni-მ შეწყვიტა ახალი კონტრაქტების გაფორმება რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანის გამო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება კომპანიის კომენტარებზე დაყრდნობით. Eni-ში აღნიშნავენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას რუსეთის გაზის შესყიდვებთან მიმართებით. მანამდე ბრიტანეთის კომპანია British Petroleum-მა და ბრიტანეთ-ნიდერლანდის კომპანია Shell-მა უარი თქვეს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის თაობაზე ხელმოწერილ კონტრაქტებზე. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს ხმების დიდი ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ნავთობის ფასზე

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად იზრდება. ცნობისათვის, წლის დასაწყისში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის  სასაქონლო ბირჟაზე შეადგენდა 80 დოლარს/ბარელზე. აღნიშნული ფასი გამომდინარეობდა იქიდან, რომ მსოფლიოში პანდემიის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი იწვევდა ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას, რომლის პარალელურადაც „ოპეკი +“ ფაქტიურად არ ზრდიდა წარმოებას, რაც განაპირობებდა ნავთობზე მოთხოვნილება-მიწოდებას შორის მნიშვნელოვან დისბალანსს. ამას შემდგომ პერიოდში დაემატა გამწვავებული ურთიერთობა რუსეთ-უკრაინას შორის, რამაც ნავთობის ფასი საომარი ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი – აშშ ცდილობს, მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ სცდება

აშშ ცდილობს, მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ სცდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა. „რუსული ნავთობის მიწოდება ამერიკულ ბაზარზე სამ პროცენტს არ აღემატება. ეს უმნიშვნელო რაოდენობაა, მათი ფასები კი იზრდება. ჩვენ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო და აქაც, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ისინი ...

Read More »