Tag Archives: #სვანეთი

მესტიის მერია ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „მაინერები“ გამორთონ

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ „მაინერები“ გამორთონ, რადგან ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური ბოლო ზრვარზე მუშაობს და შეიძლება მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. „ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი. ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური მუშაობს ბოლო ზღვარზე და ამოწურულია ყველანაირი რესურსი, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ სისტემა გაითიშოს და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი ...

Read More »

მესტიის მერია საახალწლო მოწყობილობებისთვის 105 000 ლარიან გენერატორს ყიდულობს – რეგიონში ელექტროენერგიის შეზღუდვის მოლოდინი აქვთ?

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ გენერატორს ყიდულობს. აღნიშნული გენერატორის შესყიდვას მერია საახალწლო განათებების უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებისათვის ახდენს. გენერატორის შეძენას მერია გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. როგორც მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის წერილშია აღნიშნული, 31 დეკემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში დაგეგმილია საახალწლო ღონისძიება, რომლის ორგანიზებისთვის საჭირო თანხა შეადგენს 150 000 ლარს, აქედან 105 000 ლარი განსაზღვრულია გენერატორის შესასყიდად, რომლის შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერი (NAT220026359) არ შედგა. ამ ...

Read More »
სვანეთში ჰესების კასკადი აშენდება

სვანეთში ენერგოკრიზისი წელსაც მოსალოდნელია – მიზეზი ისევ კრიპტოვალუტის მაინინგია

მიმდინარე წლის 9 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. რასაკვირველია, ეს, პირველ რიგში, სვანეთში ფრთებგაშლილ მაინინგს უკავშირდება. კრიპტოვალუტის უკანონო ფერმებმა რეგიონს დიდი პრობლემა შუექმნა და სავარაუდოდ, წლევანდელი ზამთარიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მძიმე გადასატანი იქნება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 87,777,811 კვტ/სთ იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში 70,891,626 კვტ/სთ. მესტიის რაიონში მოსახლეობა ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი სვანეთში „მესტია-ჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი სვანეთში 30 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „მესტია-ჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას და პოტენციალს გაეცნო, რომელიც წლიურად დაახლოებით, 100 მლნ კვტ. სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. როგორც „მესტია-ჭალა ჰესის” საოპერაციო სამსახურის უფროსმა, ანდრო გოგოლაძემ განაცხადა, ეს არის მწვანე, მინიმალური ზიანისა და თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით გაწყობილი ჰესი. „ეს არის ე.წ. მწვანე ჰესი, ე.წ. მინიმალური ზიანის მქონე, თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით აწყობილი სადგური. ვისაუბრეთ რეგიონისთვის ...

Read More »

პოლიციის გარეშე არაფერი გამოვა – დავით ნარმანია სვანეთში მაინინგის პრობლემის გადაწყვეტაზე

რა სამართლებრივი საფუძველი აქვს მესტიის რაიონისთვის დენის უფასოდ მიწოდებას; რას პასუხობს სემეკი „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნას, ზემო სვანეთის ელექტრომომარებაზე პასუხისმგებლობა და ქსელის მართვა მუნიციპალიტეტს გადაეცეს – მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგოკრიზისსა და მაინინგის პრობლემებზე, ასევე იმაზე, თუ რაში ხედავს გამოსავალს და რატომ არ ეთანხმება ეკონომიკის მინისტრის პოზიციას,  „მთის ამბებთან“ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია საუბრობს. – ბატონო დავით, დავიწყოთ იმით, როდიდან ...

Read More »

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ მცირდება

სვანეთის მოსახლეობის ნაწილის მიერ მაინინგის შეწყვეტასთან დაკავშირებით დადებული პირობის მიუხედავად, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, კომპანიის წარმომადგენლებმა მაღალი ძაბვის ხაზის რეაბილიტაცია შეძლეს და მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება. თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ მესტიის ენერგომოხმარება კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. სპეციალისტების შეფასებით კი ის ფაქტი, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება არ შეინიშნება, მიუთითებს იმაზე, რომ ...

Read More »

თურნავა სვანეთის რეგიონზე: მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება

რა თქმა უნდა მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო ე.წ. საყოფაცხოვრებო მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ჩვენ ვიცით, რომ იქ [სვანეთი] არსებობს. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე „ენერგო-პროსთან”, ვინც აწვდის ელექტროენერგიას სვანეთს, იმისთვის, რომ ეს საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. „სვანეთი დღეს გამორჩეული ტურისტული ადგილია, ...

Read More »

მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის აღდგენის მოთხოვნით აქციას მართავს

მესტიის შესასვლელი ცენტრალური გზა რამდენიმე საათია, გადაკეტილია. ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანა ჩართოლანი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ უკვე 24 საათია, მესტიის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მისი თქმით, ამის გამო, გაიყინა წყლის მილები და მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა. „აქცია ერთი კვირის უკანაც გვქონდა. მაშინ მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი დაგვპირდა ვითარების დარეგულირებას. ყველამ იცის, რომ ეს ...

Read More »
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს

ენერგო-პრო ჯორჯია: სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე

მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებისა და ქსელის დაზიანების შესახებ ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც იქ [მესტიაში] ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად, ენერგო-პრო ჯორჯია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, ...

Read More »

ნარმანია: სვანეთში უკანონო მაინინგები უნდა გაითიშოს

ნერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მეგავატია, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას. ნარმანიას თქმით, ეს ძირითადად მაინინგით არის გამოწვეული. დავით ნარმანია ამბობს, რომ მაინინგების შეზღუდვის ნაწილში რეაგირება უნდა მოხდეს. „90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხმების შედეგად, იქ მოქალაქეები არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. კომერციული სექტორიც ...

Read More »