Tag Archives: #ნახშირი

მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ქვანახშირის იმპორტი გაიზარდა

ნოემბერში საქართველოში 14.6 ათასი ტონა ქვანახშირი მოიპოვეს, რაც 27%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021 ნოე -11.5 ათასი  ტ). წარმოებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვანახშირის იმპორტიც. ნოემბერში მყარი საწვავის იმპორტმა 13.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 230%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021ნოე-4 ათასი ტ). საანგარიშო პერიოდში ქვანახშირის შიდა მიწოდება 54%-ით 43 ათას ტონამდე გაიზარდა. წყარო: gbc.ge

Read More »

პოლონეთმა რუსული ნახშირის იმპორტი 100%-ით ჩაანაცვლა

პოლონეთმა 2022 წელს ზღვით 14 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა, რითაც რუსეთიდან იმპორტი სრულად ჩაანაცვლა. ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მართვის მინისტრის მოადგილემ კაროლ რაბენდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „წლის ბოლომდე პოლონეთს მივაწოდეთ 14 მილიონი ტონა ნახშირი“, – განაცხადა კაროლ რაბენდამ და აღნიშნა, რომ ეს არის რეკორდული მოცულობა, რომელიც ქვეყნის პორტებმა მიიღო. „ნახშირის ნაკლებობა, რომელიც პოლონეთში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და კერძო საწარმოები ...

Read More »

გერმანიაში ქვანახშირის მოხმარება მკვეთრად იზრდება

გერმანიაში ქვანახშირის მოხმარება იზრდება და ახლა ყველაზე მაღალია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. გერმანიამ ადრე დახურული ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობა განაახლა და ქვანახშირის მოხმარება გაზარდა. ქვანახშირის იმპორტი, სავარაუდოდ, მომავალ  წელსაც გაიზრდება. მოხმარების ზრდა, ძირითადად, გამოწვეულია რუსული გაზის შეზღუდული მიწოდებით და საფრანგეთიდან ატომური ენერგიის იმპორტის შემცირებით.

Read More »
ბრიტანეთის ხელისუფლება ქვანახშირის ენერგიაზე უარს ამბობს

გერმანიამ ელექტროენერგიის წარმოებისთვის ნახშირის წვა გაზარდა

გერმანიამ ხელახლა გახსნა ნახშირზე მომუშავე რამდენიმე ელექტროსადგური, “უპრეცედენტო” ენერგეტიკული კრიზისთან საბრძოლველად. ამის შესახებ  წერს Bloomberg. გამოცემა წერს, რომ გერმანია ახლა სულ მცირე ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით წვავს წიაღისეულსს ელექტროენერგიის წარმოებისთვის. გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანა ახლა  ელექტროენერგიის მესამედზე მეტს გამოიმუშავებს სწორედ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან. ასევე, მესამე კვარტალში ნახშირის გენერაციით მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა გაზრდილია 13,3%-ით წინა წლის ამავე ...

Read More »

IEA: ქვანახშირის გლობალური მოხმარება წელს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვანახშირის გლობალური მოხმარება ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. IEA-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლა არ დაჩქარება, ქვანახშირის მოხმარება მსგავს დონეზე მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ქვანახშირის გლობალური მოხმარების ზრდაზე განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი მოქმედებს, რომლის შედეგადაც ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა, მიწოდებები კი შეფერხებით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, 2022 წელს ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ქვანახშირის გამოყენების შესამცირებლად, G7-მა ვიეტნამთან $15.5-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწია

G7-ის სახელმწიფოებმა ვიეტნამთან, ქვანახშირზე დამოკიდებულების შესამცირებლად, $15.5 მილიარდის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ვიეტნამი უკვე მესამე სახელმწიფოა, რომელთანაც G7-მა მსგავსი ტიპის შეთანხმება გააფორმა. თავდაპირველი გეგმით, ვიეტნამსა და G7-ის ქვეყნებს ე.წ. „Just Energy Transition Partnership“ შეთავაზება ეგვიპტეში ჩატარებულ COP27 სამიტზე უნდა განეხილათ. ცნობისთვის, ვიეტნამი, მსოფლიო მასშტაბით, ქვანახშირის ტოპ-20 გამომყენებელში შედის. ვიეტნამის დასარწმუნებლად, მხარი დაეჭირა შეთავაზებისთვის, დასავლელმა ლიდერებმა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ...

Read More »

დიდმა ბრიტანეთმა 30 წლის განმავლობაში პირველად გასცა ქვანახშირის მაღაროს მშენებლობის ნებართვა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პირველად 30 წლის განმავლობაში ქვანახშირის მაღაროს მშენებლობის ნებართვა გასცა. მოსალოდნელია, რომ ახალი მაღაროში 500-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება და წელიწადში 2,8 მილიონი ტონა ნახშირს გამოიმუშავებს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვანახშირი ჩაანაცვლებს იმპორტირებულს, რომლის გამოყენებასაც აპირებენ ფოლადის წარმოებისთვის. თუმცა, ბრიტანული ფოლადის ქარხნების უმეტესობამ უკვე უარი თქვა ნახშირის გამოყენებაზე მომავალი მაღაროდან გოგირდის მაღალი შემცველობის გამო. ქვანახშირის ექსპორტი ევროკავშირში ასევე ...

Read More »

ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ

ევროკავშირის მკაცრი აკრძალვის ფონზე, რომელიც 10 აგვისტოს რუსული ნახშირის იმპორტზე ამოქმედდა, თურქეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და აფრიკის ქვეყნებმა, ნედლეულის ფასდაკლებით შესყიდვა დაიწყეს. როგორც Bloombergწერს,ნახშირის ეს პარტიები სხვა ქვეყნების მსგავსი კლასის ნახშირთან შედარებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდება. მაგალითად, სექტემბერში თურქეთმა 1 ტონა რუსული თერმული ნახშირი $199-ად შეისყიდა, რაც კოლუმბიის პროდუქციაზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უმსხვილესი მომწოდებელია, 23%-ით იაფია. შეგახსენებთ, რომ რუსული ნახშირის იმპორტი ჩინეთში, ...

Read More »

„საქნახშირი“ ისევ ზარალზეა – ნახშირის ერთადერთი მწარმოებელი კომპანიის დაგროვილი ზარალი 106 მლნ ლარს აჭარბებს

საქართველოში ნახშირის ერთადერთმა მწარმოებელმა „საქნახშირმა“ 2021 წელი 8.62 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. უფრო დიდზარალიანი იყო კომპანიისთვის 2020 წელი, ორი წლის წინ „საქნახშირმა“ 26.59 მილიონი ლარი იზარალა. გასულ წელს კომპანიას შემოსავალი 12.8 მილიონი ლარით, 25.7 მილიონამდე გაიზარდა. კომპანიაში 1200 ადამიანია დასაქმებული, რომელთა ხელფასებზეც 2021 წელს 21,23 მილიონი ლარი დაიხარჯა. „საქნახშირის” აქტივები შეადგენს 13 მილიონ ლარს, ხოლო კომპანიის კაპიტალი შეადგენს – 84 მილიონ ლარს, ...

Read More »

ივლისში საქართველოს ნახშირის მარაგები 1229%-ით გაიზარდა

ივლისში საქართველოში მოპოვებულმა ქვანახშირმა 14.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 51.5%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021 ივლ: 9.7 ათასი ტ). მოპოვების ზრდასთან ერთად გაზრდილია იმპორტიც. ივლისში იმპორტირებულმა ქვანახშირმა 50.4 ათასი ტონა შეადგინა (+78.7% Y.Y). იმპორტის და წარმოების ზრდის მიუხედავად შიდა მიწოდება მხოლოდ 3.9%-ით გაიზარდა და 37.2 ათასი ტონა შეადგინა. სამაგიეროდ 1229%-ით გაიზარდა ნახშირის მარაგები და ივლისის მდგომარეობით 27.9ათასი ტონა ...

Read More »