Tag Archives: #კრიპტოვალუტა

ბიტკოინი გაძვირებას განაგრძობს

ბიტკოინი შაბათს, 21 იანვარს, სავაჭრო სესიაზე 23,056 დოლარად ივაჭრებოდა. კრიპტოვალუტის ფასი კიდევ 10%-ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ პორტალ Coindesk-ზე იტყობინება. ბოლოს ბიტკოინის ფასმა 23000 დოლარს გასული წლის 19 აგვისტოს გადააჭარბა. მანამდე ბიტკოინის კურსმა 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან პირველად გადააჭარბა 18000 დოლარს.

Read More »

ანალიტიკოსები 2023 წელს ბიტკოინის კურსის რყევას პროგნოზირებენ

2023 წელს კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსი შესაძლოა, $5 ათასიდან $25 ათასამდე მერყეობდეს, რაც აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სამსახურის პირობებსა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამოკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინის კურსი წელს შესაძლოა, $5-დან $10-მდე დაეცეს. მათი აზრით, ეს მოხდება იმის გამო, რომ დღეს რეალური წინაპირობები ძირითადი კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდისთვის არ არსებობს. უფრო მეტიც, თუ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა მიიღებს ზომებს ეკონომიკის სტიმულირებისთვის წლის შუა ...

Read More »

ირანმა და რუსეთმა შესაძლოა, ერთობლივი კრიპტოვალუტა შექმნან

ირანის ცენტრალური ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთთან ერთად, სპარსეთის რეგიონის კრიპტოვალუტა ტოკენი შექმნას. კრიპტოვალუტა იქნება გადახდის საშუალება საგარეო სავაჭრო ანგარიშსწორებებში დოლარის, რუბლისა და ირანული რიალის ნაცვლად. ტოკენი ოქროთი იქნება უზრუნველყოფილი, კერძოდ საუბარია სტაბილკოინის შექმნაზე. რუსეთის კრიპტო-ინდუსტრიისა და ბლოკჩეინის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბრაჟნიკოვის თქმით, ირანთან ასეთი ტოკენის შექმნა მიზანშეწონილია, რადგან ის უფრო პროგრესული ქვეყანაა კრიპტო ინდუსტრიის კუთხით. ბრაჟნიკოვმა განაცხადა, რომ 2023 ...

Read More »

ბიტკოინის ფასი იზრდება

ბიტკოინის ფასი დღეს ერთბაშად 4,7%-ით გაიზარდა, 18,2 ათასი დოლარის ნიშნულს ოდნავ გადააჭარბა. ამას Binance-ის ბირჟის სავაჭრო მონაცემები მოწმობს. CoinMarketCap პორტალის მიხედვით, რომელიც საშუალო ფასს 20-ზე მეტ ბირჟაზე ითვლის , ბიტკოინის ღირებულება  4,62%-ით -ასევე საშუალოდ $18,22 ათასამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულამდე 14 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიზარდა. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, ...

Read More »

ჰონგ-კონგს სურს, კრიპტოინდუსტრიის აზიური ცენტრი გახდეს

ჰონგ-კონგს სურს, კრიპტოინდუსტრიის აზიური ცენტრი გახდეს. ამისთვის ხელისუფლება აქტიურად მოიზიდავს კრიპტო, ფინტექს და სხვა სტარტაპებს, წერს Bloomberg და ქალაქის ფინანსთა მინისტრ პოლ ჩანის ციტირებს. პოლ ჩანმა თქვა, რომ ჰონგ-კონგი აპირებს ციფრული აქტივების სფეროს განვითარებას, ინდუსტრიაში შოკების მიუხედავად (FTX და Terra-ს დაშლა, Binance-ისა და Coinbase-ის პრობლემები). რამდენიმე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია და სტარტაპი ახლა განიხილავს სათაო ოფისის ჰონგ კონგში გადატანას, თქვა ჩანმა, სახელების ...

Read More »

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები იზრდება

საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3%-ით, 849-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა 1.5%-ით მოიმატა და 17,200 დოლარს მიაღწია, კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 331 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება რიგით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 3.8%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,300 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ეთერიუმს კაპიტალიზაცია $160 მილიარდის ფარგლებშია. ზრდის ტენდენცია ფიქსირდება სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებთან ...

Read More »

FTX-ის ჩამოშლის შემდეგ, ბიტკოინის ღირებულება $16 ათასამდე დაეცა

დღეს დილით, ბიტკოინის ფასი 5%-ით თითქმის $16 ათასამდე დაეცა. გაკოტრებული კრიპტო ბირჟის FTX-ის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, ბიტკოინი ცდილობს $16,000-იანი ზღვარი შეინარჩუნოს. გასული სამშაბათიდან კრიპტოვალუტის ფასი $20,56 ათასიდან დაეცა და მთლიანობაში ღირებულების 20%-ზე მეტი დაკარგა, ხოლო კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია $1 ტრილიონზე მეტიდან $800 მილიარდამდე დაეცა.

Read More »

ბიტკოინის მაინერი Core Scientific-ი გაკოტრების პირასაა

კრიპტოვალუტების კომპანია Core Scientific Inc, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიტკოინების მაინერი კომპანიაა, აცხადებს, რომ შესაძლოა, წლის ბოლოსთვის ფინანსური სახსრების გარეშე დარჩეს და გაკოტრების შესახებ გამოაცხადოს. კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა იქონია ბიტკოინის გაუფასურებამ და ელექტრო ენერგიაზე ფასის ზრდამ, ასევე ბაზარზე გაზრდილმა კონკურენციამ და სასამართლო დავამ კრიპტოვალუტების პლატფორმასთან Celsius Network – აცხადებენ კომპანიაში. Celsius Network-მა, რომელმაც გაკოტრების შესახებ მიმდინარე წელს გამოაცხადა, ...

Read More »

რა მოხდება, თუ ბიტკოინის ფასი ვარდნას განაგრძობს?

მსოფლიოში  თითქმის  ყველა  წამყვანი კრიპტო ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის  ღირებულება მცირდება cointelegraph – ის მონაცემებით ბიტკოინის ფასი 20 000 დოლარს  ჩამოსცდა. დღიური და ყოველკვირეული მონაცემებით BTC – ის ფასი გრძელვადიან დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს, კრპტო ვალუტებზე, ფასების შემცირების  მთავარ მიზეზად  აშშ-ს ფედერალური სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რაც მონეტარული პოლიტიკის  გამკაცრებას არ გულისხმობს . თუ პროცესი გაგრძელდება, შესაძლოა საფრთხე შეექმნება სხვადასხვა პროექტებს ...

Read More »

„მომდევნო 1,5 წლის განმავლობაში გაყინულ პერიოდში ვიქნებით“ – რატომ მცირდება კრიპტო ვალუტების ღირებულება

მსოფლიოში დღეს არსებული რეალობა ციფრული ვალუტებისთვის სტაგნაციური აღმოჩნდა. მცირდება თითქმის ყველა წამყვანი კრიპტო ვალუტის ღირებულება, მათ შორისაა ბიტკოინიც, რომლის ფასიც 20 000 დოლარს ჩამოსცდა. როგორ კრიპტო ბაზრის დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, კრიპტოვალუტებზე ფასების შემცირების მიმართულებით ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებები მოქმედებს. „მე მგონია, რომ დღესდღეობით კრიპტოვალუტებზე ფასების შემცირების მთავარი მიზეზი აშშ-ს ფედერალური სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ეს არ გულისხმობს ...

Read More »