Tag Archives: #ენერგოკომპანია

პაატა ცინცაძე: საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების ნამდვილი წევრის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა ცინცაძის განცხადებით, საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს.  როგორც ცინცაძემ აღნიშნა, ქვეყანამ  საკუთარი, ჰიდრორესურსი უნდა გამოიყენოს, რათა ენერგოდამოუკიდებლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არ გააჩნია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგები, ერთადერთი რესურსი, რითაც შეგვიძლია ვაწარმოოთ ელექტროენერგია, არის ჰიდრორესურსი. ჰიდრორესურსებიაბლობისთვის საჭიროა საკუთარი რესურსების გამოყენება და ამ შემთხვევაში ჩვენ ...

Read More »

“ჰესები შენდება ყველგან და საფრთხეებსაც რაღაცას უხერხებენ, ჩვენთან რატომ ვერ უნდა მოხერხდეს ეს?!“

„ჰესები შენდება ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა და საფრთხეებსაც რაღაცას უხერხებენ, ჩვენთან რატომ ვერ უნდა მოხერხდეს ეს?“, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ენერგიის მზარდი მოთხოვნილებაა, ამის დასაკმაყოფილებლად კი, არასაკმარისი გენერაციის ობიექტებია. ქვეყანას აქვს საჭირო რესურსები, რისი ათვისებაც ვერ ხდება. რესურსების რა ნაწილი გვაქვს ათვისებული და კიდევ რისი ათვისებაა შესაძლებელი, მურმან ...

Read More »

ნათია თურნავა: კომუნიკაციას აუცილებლად გავაგრძელებთ შემდეგი კვირიდან

რადგანაც არსებობს ინფორმაცია, რომელთაგან ზოგი არაფერს ეფუძნება, მაგრამ არის შფოთი, კაშხლის მშენებლობას ვაჩერებთ, ვიწვევთ ქართველ სპეციალისტებს. მოდი, ჩვენი ადგილობრივი ძალები, მათ შორის, დამოუკიდებელი ექსპერტები ვინც აპროტესტებს, ჩავრთოთ, შევამოწმოთ კლიმატის, მეწყერის, სეისმოლოგიის მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგეთ კაშხლის მშენებლობას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მინისტრის თქმით, ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს

ჩვენი მოთხოვნით, „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე. „ამ ბერკეტის მეშვეობით, ჩვენ მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ პროექტში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Read More »

ნათია თურნავა – რიონის ხეობის განვითარების ფონდის ბიუჯეტი ხუთი მილიონი ლარი იქნება

ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და მათი საჭიროებების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია რიონის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა ინვესტორი კომპანიისა და სახელმწიფოს კუთვნილი ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამონაწილეობით, – ამ ინიციატივის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი იქნება ხუთი მილიონი ლარი და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პერიოდში მოხმარდება როგორც ...

Read More »

„ნამახვანჰესის” ინვესტორის მხრიდან ღია და გამჭვირვალე მიდგომა მაძლევს რწმენას, რომ პროექტში მართლაც არ არის ხარვეზები“

გუშინ ქუთაისის მერიის შენობაში ნამახვანჰესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მინისტრები, ექსპერტები,  „რიონის ხეობის მცველები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება გააცნო. განცხადების შემდეგ, შეხვედრა ექსპერტებსა და „რიონის ხეობის გუშაგებს“ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. მინისტრებმა შეხვედრა დატოვეს, რასაც მცველებისგან უკმაყოფილება მოჰყვა. მათ აღარ ისურვეს ექსპერტებისთვის კითხვების დასმა და ...

Read More »

რიონის ხეობის გუშაგებმა ექსპერტებთან კითხვების დასმაზე უარი თქვეს

გუშინ ქუთაისის მერიის შენობაში ნამახვანჰესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მინისტრები, ექსპერტები,  „რიონის ხეობის მცველები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება გააცნო, რომელიც გულისხმობს: 1)არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ მოხდება კვლევების ხელახალი გადამოწმება, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ჩვენთვის ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ  ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ძალიან კარგია ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობა და ზოგადად,  კომუნიკაციის სივრცის გახსნა. მისი ინფორმაციით,ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში არსებობს არასწორი განწყობები, არასწორი განცდები და არის დეზინფორმაციული კამპანიის ძალიან დიდი ნიაღვარი, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებას არასწორ მოლოდინებს უყალიბებს ზოგადად ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებით. “პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ კომუნიკაციაში, არის სწორედ იქ, რომ ...

Read More »

მარიამ ჩახვაშვილი: “თუ ჰესი არ გვინდა, არ გვინდა ენერგოდამოუკიდებულება”

GALT&TAGGART-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით, ენერგეტიკის დარგში მთავარი გამოწვევაა ენერგიის მზარდი მოხმარება, მისი დაკმაყოფილება კი, უფრო მეტად იმპორტის ხარჯზე ხდება, ვიდრე ადგილობრივი გენერაციის ზრდის. როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ადგილობრივი გენერაცია არასაკმარისი ტემპით იზრდება. “ბოლო 5 წლის საშუალო რომ ავიღოთ, მოხმარების ზრდა არის 4.5%, გენერაციის ზრდა კი, 3%. მოხმარება უფრო მეტი ტემპით იზრდება, ვიდრე ადგილობრივი გენერაცია. აგრეთვე, ენერგოსექტორში ახალი მშენებლობები ...

Read More »

თორნიკე ყაზარაშვილი: პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგოპროექტია შეჩერებული

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხალხის პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტია გაჩერებული. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ პროექტებზეც კი, რომლებსაც გარემოზე თითქმის ნულოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. „აქ ვსაუბრობთ მცირე პროექტებზე, ისეთებზე, რომლებსაც მინიმალური და ნულამდე მიახლოებული გავლენა, შესაძლოა, ჰქონდეს გარემოზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქაც არის პროტესტი. ეს რა თქმა ...

Read More »