Tag Archives: #ელექტროენერგია

სემეკ-ის სხდომაზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-ი) რიგით 56-ე საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მათ შორის, იმსჯელა ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ. სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა და უცვლელი დარჩა. ტარიფების გადახედვა წარმოადგენდა პროცედურულ საკითხს. შესაბამისად, ტარიფები უცვლელი დარჩა ელექტრომიმიწოდებელი კომპანიებისთვის – „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“ (თელმიკო). პირველად დადგინდა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და ...

Read More »

დავით ნარმანია – ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, ტარიფების მატება არ იგეგმება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა არ იგეგმება. ნარმანიას თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, ახალი წლის დღეებში ტარიფების მატების შესახებ. „ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია და სამწუხაროა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის მიზანმიმართულად იყენებენ. მინდა, აღვნიშნო, ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკ-იდან. შესაბამისად, ...

Read More »

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს, 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი ...

Read More »

სემეკმა 6 კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000-5000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000-5-000 ლარით, 6 კომპანია დააჯარიმა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯარიმების საფუძველი კომპანიების მიერ რეგულაციების დარღვევაა, კერძოდ, კომპანიებმა სემეკში, სრულყოფილად არ წარმოდგინეს წლიური ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტის ანგარიშები. 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა შპს „ფერს“, შპს „სუპორჰესს“, შპს „ენერგიას“, შპს „ჯონოული 1“-ს, ...

Read More »

ნათია თურნავა – მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული თვალსაზრისით, მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის. როგორც თურნავამ აღნიშნა, ე.წ. მაინინგი იწვევს ელექტროენერგიის ზედმეტ მოხმარებას და აზიანებს ხაზებს. მისი თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც გადაწყდება. „ზოგადად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება დროულად ხორციელდებოდეს 24 საათის განმავლობაში. გარკვეულ გამოწვევებს აწყდება მესტიის მუნიციპალიტეტში „ენერგო პრო“ ...

Read More »

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის რაიონის სოფლებში: წითელსოფელი, ნავაზი, ნაოზა, ჭოპორტი, ბულაჩაური, მისაქციელი, ახალდაბა, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში. კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Read More »

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გადასახადის გადამოწმება მობილურზე *303#-ის აკრეფით არის შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა დ წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, *303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს ...

Read More »

როგორ და რატომ ზეიმობენ „ენჯეოშნიკები” ქვეყნიდან ინვესტორის გაგდებას?

გინახავთ, მტრის დამარცხება და გამარჯვებას როგორ ხვდებიან? აქამდე მეც არ მქონდა ნანახი, მაგრამ ვნახე…. ანტიჰესელებმა “ენკაზე” გამარჯვების აღსანიშნავად „საზეიმო მიღება” მოაწყვეს. ობიექტურობისთის უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრას ოფიციალურად „საზეიმო მიღება” კი არა, ნამახვანჰესის ექვსთვიანი მედიაციის შეჯაება ერქვა. შესაბამისად, დამსწრეთა უმეტესობა ანტიჰესელი იყო, აქედან ზოგი „მწვანე” გახლდათ და ზოგიც – მწვანე ექსპერტი, ან იურისტი. შეხვედრის პათოსი თავიდანვე იგრძნობოდა – დამსწრე საზოგადოების ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი საწარმოს თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. დავით თვალაბეიშვილს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე ეკავა და ენერგეტიკის სექტორს კურირებდა. ნათია თურნავას განცხადებით, 2022 წელი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიცაა „ესკო“. მისი თქმით, კომპანიამ უნდა შეასრულოს ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

2023 წლიდან სსე ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატებს გასცემს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული წესის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა. ელექტროენერგიის წარმოშობის წესი განსაზღვრავს ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის შინაარსს, მისი გაცემის, გადაცემა/გაუქმების პროცედურებსა და რეესტრის წარმოების წესს. წესის შესაბამისად, სსე უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილისა და რაოდენობის საბოლოო მომხმარებლისთვის დადასტურებას და ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ...

Read More »