უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი, მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ ენერგოსისტემის სტაბილიზაციას რამდენიმე დღე დასჭირდება. უკრაინის სახელმწიფო კომპანიის, „უკრენერგოს“ ხელმძღვანელ ვოლოდიმირ კუდრიცკის ინფორმაციით, 5 დეკემბერს, 70-ზე მეტი რუსული რაკეტიდან 10-მდე სამიზნეებს მოხვდა და მნიშვნელოვნად დააზიანა ელექტროსადგურები და ქვესადგურები. კუდრიცკი ვარაუდობს, რომ სამშაბათის ჩათვლით ენერგოსისტემაში დეფიციტი იქნება, სანამ ავარიულად გათიშული ენერგობლოკები სიმძლავრეს აღიდგენენ და ამის შემდეგ სიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყება. ვითარება რთულია უკრაინის თითქმის ...
Read More »