Tag Archives: #რუსეთი

ბუჩაში მომხდარის გამო, ემანუელ მაკრონს რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა სურს

„ძალიან მკაფიო მინიშნებები“ არის, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. უკრაინის ქალაქ ბუჩაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მისი სურვილია“ დაინახოს ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა. „ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ძალიან ...

Read More »
როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

პუტინს ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან $321 მილიარდის მიღება შეუძლია

უკრაინასთან ომის პირველი თვის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა მერყეობდა, მაგრამ შეიძლება მოახერხოს ბალანსის პოვნა, თუ მისი ზოგიერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არ შეაჩერებს ენერგიის ექსპორტს. Bloomberg Economics-ის პროგნოზით, მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთი მიმდინარე წელს თითქმის $321 მილიარდს მიიღებს ენერგიის ექსპორტიდან – მეტს, ვიდრე გასულ წელს. მიმდინარე ანგარიშის რეკორდულმა პროფიციტმა შესაძლოა $240 მილიარდს მიაღწიოს. “რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი კვლავ მყარად ...

Read More »

ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე უარი თქვა

1-ლი აპრილიდან ლიეტუვამ სრულად შეწყვიტა გაზის იმპორტი რუსეთიდან და გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, აპრილის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის გადამცემ სისტემას რუსეთის ფედერაციიდან გაზი აღარ შემოაქვს. ახლა უკვე ლიეტუვა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს კლაიპედის ტერმინალის მეშვეობით ახორციელებს, რაც წინასწარი გათვლებით საკმარისი იქნება. აუცილებლობის შემთხვაში ასევე შესაძლებელია გაზის გადაქაჩვა ლატვიიდან, 1 მაისიდან კი – პოლონეთის ...

Read More »

ავსტრია უარს იტყვის რუსულ გაზზე, მაგრამ ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ – ავსტრიის კანცლერი

ავსტრია დგამს ნაბიჯებს, რათა უარი თქვას რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებაზე, მაგრამ ეს სწრაფი პროცესი არ იქნება, – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეგამერმა გერმანელ კოლეგასთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ სანქციების მომხრე ვართ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი სათანადო და სწორია. რუსეთისთვის დიდი მარცხი იქნება სამომავლოდ ის, რომ ახლა ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ენერგიის წიაღისეულ წყაროებზე, ...

Read More »

პესკოვი: ევროპისთვის გაზის მიწოდება არ შეწყვეტილა, რუბლში გადახდა შეიძლება, 1-ლი მაისიდანაც დაიწყოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა ევროპისთვის უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე არ ვრცელდება. “გუშინ ბევრი კითხვა დამისვეს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ არ იქნება დასტური, 1-ლი აპრილიდან მიწოდება შეწყდება. არა, ეს ასე არ არის”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. მისი თქმით, “იმ გაზის საფასურის გადახდა, რომელსაც დღეს ვაწვდით, დაახლოებით, აპრილის შუა რიცხვებში ან სულაც ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ექსპროპრიაციის შიშით „გაზპრომი“ გერმანიას ტოვებს

Reuters რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ დღევანდელ განცხადებას ავრცელებს, რომ კომპანია გერმანიაში თავის საქმიანობას წყვეტს. სააგენტოს შეფასებით, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რომ ბერლინმა რუსულ გაზზე გადახდები ევროდან რუბლზე უნდა გადაიტანოს. ჯერ გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი რუსული გაზის გერმანიისთვის მიწოდებაზე, რაზეც ეს ქვეყანა, დაახლოებით, 40%-ით არის დამოკიდებული. „გაზპრომმა“განაცხადა, რომ Gazprom Germania GMBH-ში ...

Read More »

პოდოლიაკი: რუსეთის ეკონომიკის გასანადგურებლად აუცილებელია ემბარგოს დაწესება ფედერაციის ენერგორესურსებზე

“რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები არ კმარა. რუსეთის ეკონომიკის გასანადგურებლად და უკრაინელების მკვლელობის შესაჩერებლად, აუცილებელია პირდაპირი ემბარგოს დაწესება რუსეთის ფედერაციის ყველა ენერგორესურსზე, ან რუსეთის პროდუქტებისთვის პორტების დაკეტვით არაპირდაპირი ამბარგო. თუ არადა გვითხარით: “იბრძოლეთ უკანასკნელ უკრაინელამდე!” ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

გერმანიაში გაზპრომისა და როსნეფტის შვილობილი კომპანიების ნაციონალიზაციაზე ფიქრობენ

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული ენერგო კონცერნების გაზპრომისა და როსნეფტის შვილობილი საწარმოების ნაციონალიზაციის შესაძლებლობებს აანალიზებს. ამის შესახებ ხუთშაბათს გერმანული ეკონომიკური გამოცემა Handelsblatt სამთავრობო წრეებიდან წყაროებზე დაყრდნობით წერდა. ასეთი ნაბიჯის მიზეზი, რომლის შესახებაც, ჟურნალისტების მონაცემებით, ინფორმირებულია კანცლერი ოლაფ შოლციც, კრიზისული ვითარების შემთხვევაში ენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიის ენერგო უზრუნველყოფისათვის. კომპანია Gazprom Germania გერმანიაში მსხვილი გაზსაცავების ოპერატორია. Rosneft Deutschland, როგორც ...

Read More »

იაპონია „სახალინი-2“-ის პროექტიდან გასვლას არ აპირებს

იაპონია ნავთობისა და გაზის „სახალინი-2“-ის პროექტიდან გასვლას არ აპირებს. როგორც იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს იაპონიისთვის ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში და გააგრძელებენ ენერგორესურსების შესყიდვას რუსეთში. „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რადგან ის ხელს უწყობს ენერგორესურსების გრძელვადიან, იაფ და სტაბილურ მიწოდებას. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროექტზე უარის თქმას“,- განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტში გამოსვლისას. „სახალინი-2“-ის მთავარი ოპერატორი ...

Read More »

დიმიტრი პესკოვი: გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ პუტინის ბრძანება, არ ვრცელდება უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანება, არ ვრცელდება უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე. მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყნები არ ადასტურებენ საფასურის რუბლში გადახდას, მათ 1-ელი აპრილიდან ბუნებრივი აირის მიწოდება მაინც არ შეუწყდებათ. „გუშინ ბევრი კითხვა დამისვეს იმასთან დაკავშირებით, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ დადასტურება არ არის ღირებულების რუბლში გადახდასთან ...

Read More »