Tag Archives: #ევროკავშირი

ევროპის კავშირის ლიდერებმა ვერ გადაწყვიტეს, როგორ შეაჩერონ გაზის ფასის ზრდა

პრაღაში 7 ოქტომბერს გამართულ არაფორმალურ სამიტზე, ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევაზე, მაგრამ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, როგორ შემცირდეს გაზის ფასი. ევროპის კავშირის 27 ქვეყნიდან უმეტესობას გაზის ფასების შეზღუდვა სურს, რათა ბუნებრივი აირის რუსეთიდან მოწოდების შემცირების ფონზე, ფასების მკვეთრ ზრდას გაუმკლავდეს. ევროპის კავშირი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდა ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის შეზღუდვას, მაგრამ იმის გამო, რომ ...

Read More »

შარლ მიშელი – უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე

რუსეთის ომის დრამატული შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, შევთანხმდით, რომ შევქმნათ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის საბჭოს წევრებს 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა. მიშელის განცხადებით, ამბიცია არის ლიდერების თანაბარ პირობებში შეკრება, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო ინტერესის ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე, ევროკავშირისაგან განსხვავებით, დღეს მინიმალურია

„უკრაინაში მიმდინარე ომის ფაქტობრივად ახალ ფაზაში გადასვლის და საერთაშორისო სანქციების ახალი და გამკაცრებული პაკეტის ფონზე, მეტად საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება რუსული ენერგომატარებლების იმპორტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სანქციების პირობებში. Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა, მათ შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად 51.6 მილიარდი ევრო“, – ამის შესახებ ექსპერტი ...

Read More »

ომის პირველ 6 თვეში, ევროკავშირმა რუსეთს წიაღისეულ საწვავში 85 მილიარდ ევროზე მეტი გადაუხადა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში – რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 158 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, ევროკავშირის წილი 54%-ია, რაც თანხობრივად 85 მილიარდ ევროს აჭარბებს. რუსული ენერგომატარებლების ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ინდოეთი იყვნენ. მონაცემები, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CREA) გამოაქვეყნა. „უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, წიაღისეული საწვავის ექსპორტით, რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში დაახლოებით 43 მილიარდი ევრო შევიდა, რაც ...

Read More »

“ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგოკრიზისს”

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტი, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგოკრიზისს და ევროპას დააზარალებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს სანქციების მერვე პაკეტის ხსენება, უნდა შეწყვიტოს ისეთი ზომებზე მინიშნება, რომლებიც მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ენერგორესურსების მიწოდების კრიზისს“, – ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებაში.

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიამ გაზის საცავები 90%-ზე მეტით შეავსო

გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადის” გაჩერების მიუხედავად, გერმანიამ გაზსაცავები 90%-ით შეავსო. ამის შესახებ Deutschlandfunk-ი ევროპის საცავების ოპერატორებზე დაყრდნობით წერს. გერმანიის მთავრობის გეგმის მიხედვით, 1-ელი ნოემბრისთვის საცავები, სულ მცირე, 95%-მდე უნდა გაივსოს. აღნიშნული მოცულობები იანვარ-თებერვლის სტანდარტული მოხმარების მოცულობას შეესაბამება. სექტემბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ – რაც რუსულმა “გაზპრომმა” “ჩრდილოეთ ნაკადი” მთლიანად გააჩერა, გერმანია გაზს ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან იღებს. როგორც ცნობილია, ბერლინი გაზის მიწოდებასთან ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც გაზით ევროპა უნდა მომარაგდეს

ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე, მემორანდუმი გააფორმეს. პროექტის თანახმად, წყალქვეშა გაზსადენით, აფრიკიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს. მედიის ცნობით, მხარეებს შორის მემორანდუმი 15 სექტემბერს გაფორმდა. პროექტის მონაწილეა ნიგერია, მაროკო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის წევრები. მაგისტრალის სიგრძე 5 600 კილომეტრი იქნება და კუნძული ბრასიდან აიღებს სათავეს და აფრიკის კონტინენტის 13 ქვეყანაზე გაივლის, მაროკოს ჩრდილოეთამდე, სადაც უკვე არის გაზსადენი, ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინამ და ევროპამ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს ერთობლივად უნდა უპასუხონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და ევროპამ ერთობლივად უნდა უპასუხონ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკული გამოწვევების საკითხი. მთელი ზამთრის განმავლობაში მრავალი გამოწვევა იქნება. აქ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ერთად. ევროკავშირის ქვეყნებს ასევე აქვთ რთული გამოწვევები. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Read More »

The Economist – არასწორ ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროკავშირის ქვეყნები გაკოტრებამდე მიჰყავს

უახლოეს წლებში, ევროკავშირის ქვეყნები შესაძლოა გაკოტრდნენ თუ მათი ხელმძღვანელები ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მცდარ ზომებს მიიღებენ. ასეთ პროგნოზს The Economist წერს. გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენით გაზის შეწყვეტის შემდეგ, მისმა ღირებულებამ 30%-ით მოიმატა. თუკი ასეთი სიტუაცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯები ელექტროენერგიასა და გაზზე 1,4 ტრილიონ ევროს მიაღწევს. კორპორაცია Morgan Stanley-ის მონაცემებით კი, ეს შვიდჯერ მეტია ბოლო ...

Read More »

Fitch: ევროპას სჭირდება 12 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ევროკავშირის ქვეყნების გაზზე მოთხოვნის პროგნოზი გამოაქვეყნა. ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივ აირზე წლიური მოთხოვნა 2022 წლისთვის 357 მილიარდ კუბურ მეტრზეა პროგნოზირებული (2021 წელთან შედარებით 10%-ით ნაკლები), 2023 წლისთვის – 339 მილიარდი კუბური მეტრი (5%-ით ნაკლები წლევანდელთან შედარებით). Fitch Ratings-ის პროგნოზით, ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნა აზერბაიჯანულ გაზზე წელს და 2023 წელს 12 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ...

Read More »