Tag Archives: #ელექტროენერგია

ენერგეტიკული ბირჟის 1-ელ სექტემბერს ამოქმედების საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ქვეშაა

ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ სექტემბერს, სავარაუდოდ, ვერ ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც დავითაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე მომატებული რისკების შემცველია. „რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, იცით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ალბათ, ენერგეტიკის სფეროში მსგავსი მასშტაბის რეფორმა ...

Read More »

აზერბაიჯანი და სერბეთი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას ვუჩიჩმა სახელმწიფოს მეთაურს აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე მიულოცა. სერბეთის პრეზიდენტმა მიესალმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას და ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთის პრეზიდენტს ორ ქვეყანას ...

Read More »

“ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონში იმდენად მაღალია, რომ გვიღირს, თბოსადგურები ვამუშაოთ”

ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის რეკორდულ მაჩვენებლებს ერთის მხრივ, კარგ ჰიდროლოგიას, მეორეს მხრივ კი, რეგიონში ელექტროენერგიის მაღალ ტარიფებს უკავშირებენ. ენერგეტიკოსი გია ბარამიძე აცხადებს, რომ წელს არსებობს რესურსი, რათა ელექტროენერგიით ვაჭრობა წლიურ ჭრილში დადებითი სალდოთი დასრულდეს. „წელს წინა პერიოდებისგან განსხვავებული სიტუაციაა. ამ სიტუაციას განაპირობებს ის, რომ თურქეთის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება პანდემიის შემდგომ. შესაბამისად, მზარდია ელექტრულ ენერგიაზე მოთხოვნაც, რაც თავის მხრივ, მაღალ ფასს ...

Read More »

საქსტატი – საქართველომ იანვარ-ივლისში ექსპორტზე 65 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაიტანა

2022 წლის შვიდ თვეში ელექტროენერგიის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მონაცემების მიხედვით, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზეა ხელმისაწვდომი, იანვარ-ივლისში ქვეყანამ 64,780 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14,813 მლნ დოლარი იყო. ყველაზე დიდი რაოდენობის ელექტროენერგია თურქეთში გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი მესამე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს.

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, დიდუბის, ვაკის, სამგორის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ნაწილს 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია. „მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  კოჯრის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 ...

Read More »
ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ენერგორესურსებზე ფასები იზრდება

ლიეტუვაში ოთხშაბათს ფასების რეკურდული მაჩვენებელი გამოვლინდა – 824 ევრო მეგავატ საათში, რაც წინა დღესთან შედარებით გაორმაგებული ფასია. როდესაც ივნისში წლიურმა ინფლაციამ 21%-ს მიაღწია, ბიზნესის წარმომადგენლებმა თავიანთ მაღაზიებში განათება გამორთეს. „ეს არ არის სიმბოლური ნაბიჯი. გულწრფელად რომ გითხრათ, სერიოზულად ვფიქრობთ, რომ მუშაობა შევწყვიტოთ იმ საათებში, როცა ელექტროენერგიის ფასი განსაკუთრებით მაღალია“, – ამბობს სუპერმარკეტების ქსელის „ნორფას“ წარმომადგენელი დაინიუს დუნდულისი. ლიეტუვამ ევროკავშირის მარეგულირებელ ...

Read More »
დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

საქართველო თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას გეგმავს

2025-2032 წლებისთვის, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კავკასიის (შავი ზღვის აუზის ქვეყნების) რეგიონში დაგეგმილი ენერგეტიკული ინტეგრაციის ამოცანათა გადაჭრაში. რაც გულისხმობს ამ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლას და საქართველოს ჰიდროენერგორესურსების ათვისებასა და გამოყენებას, – აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმაში. არსებული გეგმის მიხედვით, 2025-2032 წლებისთვის მნიშვნელოვნად გაძლიერდება საქართველოს ენერგოსისტემის კავშირის ხაზები მეზობელ ენერგოსისტემებთან; თურქეთთან მიმოცვლის შესაძლებლობა გაიზრდება 1050 მგვტ-მდე, ...

Read More »

იანვარ-ივლისში წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წელთან შედარებით 23,6%-ით არის გაზრდილი

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 2021 წლის ივლისში თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მონაცემების თანახმად, 2021 წელს ივლისში თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 1 მილიარდ 307 მილიონ 910 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 5,5%-ით სჭარბობს. სულ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 8 მილიარდ 370 ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ზესტაფონის, ღრმაღელის, კნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების, ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), იამანიძის, ბათუმის, ყიფიანის, ქუთაისის, უზნაძის (ნაწილობრივ), გაფრინდაშვილის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, გორის, ვორორნინის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, ცაბაძის, ზურაბ ჭავჭავაძის და წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 ...

Read More »