Tag Archives: #ალტერნატიული

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

თბილისსა და კასპში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება

“კავკასიის ქარის კომპანიას” დაგეგმილი აქვს თბილისის (54 მგვტ.) და კასპის (54 მგვტ.) ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, რომელთა ექპლუატაციაში შესვლა  2023 წელს იგეგმება.როგორც კომპანიაში განაცხადეს, აღნიშნული ორი სადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე იქნება 108 მგვტ., რაც 5-ჯერ აღემატება მოქმედი ქართლის ქარის ელქტროსადგურის სიმძლავრეს. ამასთან როგორც კომპანია ამბობს, მხოლოდ თბილისისა და კასპის ელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიით შესაძლებელი იქნება იმპორტირებული ელექტროენერგიის 10-15 %-ის ჩანაცვლება.კავკასიის ქარის კომპანიამ ...

Read More »

მზის პანელების პრიორიტეტულობა ბიზნესისა და ქვეყნისთვის

ეკომეგობრულია, დამოუკიდებელს გხდის, ეკონომიურობაში გეხმარება და შენზე გრძელვადიანად ზრუნავს. თუ ამ აღწერის დროს სამაგალითო ადამიანი წარმოიდგინე, გეტყვით, რომ საუბარი მზის პანელებზეა და კი, მისი უპირატესობების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეგვიძლია. კაცობრიობისთვის მზის პანელების მნიშვნელობა რომ ცხადად დავინახოთ, საკმარისია ერთმანეთს ტრადიციული რესურსები და მზის ენერგია შევადაროთ. ენერგიის ეს სახე იმ წყაროებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ, ამოუწურავია. მზის სხივს არ სჭირდება მოპოვება, ტრანსპორტირება, არ ...

Read More »
2030 წლისთვის, განახლებადი ენერგია ელექტროენერგეტიკული ბაზრის 40%-ს დაიკავებს

საქართველოში მზის პირველი ელექტროსადგურის აშენება წელს დაიწყება

საქართველოში მზის პირველი ელექტროსადგურის აშენება წელს დაიწყება. ენერგეტიკის განვითარების ფონდში ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელება აღარ გადავადდება. ფონდში იმედოვნებენ, რომ უდაბნოს მზის სადგური ექსპლუატაციაში 2022 წელს შევა და წლიურად დაახლოებით 7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის სისტემას. მზის პირველი ელექტროსადგური სოფელ უდაბნოში უნდა აშენდეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე კიდევ ერთი მზის ელექტროსადგურის პროექტი მზადდება, რომლის საინვესტიციო ...

Read More »

2031 წლისთვის ენერგოსისტემის 18% განახლებადი ენერგიით უნდა შეივსოს

2031 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის 18% ქარის და მზის ელექტროსადგურების წარმოებული ელექტროენერგიით უნდა შეივსოს,- აღნიშნულს გადამცემი ქსელის განვითარების ახალი ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს. არსებული პროგნოზით, ათ წელიწადში საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 2,2-ჯერ უნდა გაიზარდოს და 10 389 მეგავატს უნდა მიაღწიოს, აქედან 4288 მგვტ მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე იქნება, 2900 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების. ჯამში ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 69% უნდა იყოს. 1330 ...

Read More »

გერმანიაში მილიონობით მზის პანელი გაიყინა, რის გამოც მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა

გერმანიაში გასულ კვირას დიდთოვლობის გამო მზის პანელები გაიყინა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი გათბობის გარეშე დარჩა. ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების თვალსაზრისით ლიდერად მიიჩნევა. თემას ავსტრალიელი ტელეწამყვანმა როუან დინი გამოეხმაურა. „მილიონობით მზის პანელი თოვლით არის დაფარული, 30 ათასი ქარის ტურბინა კი არ მუშაობას, რადგან ქარი არ არის. გაყინული გერმანელები კანკალებენ და სასოწარკვეთილად ნატრობენ ნახშირის ენერგიას, რათა საკუთარი სახლები გაათბონ“, – ამბობს ...

Read More »

მწვანე ენერგიაზე გადასვლა ნავთობმწარმოებელ ქვეყნებს $13 ტრილიონი დაუჯდება

მწვანე ენერგიაზე გადასვლა ნავთობმწარმოებელ ქვეყნებს 2040 წლისთვის $13 ტრილიონი დაუჯდება. გავლენიანი ორგანიზაცია Carbon Tracker-ის ანგარიშის თანახმად, ნავთობის მოხმარების შემცირების შედეგად გამოწვეული ფინანსური ზარალი იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს ახლა ვინმეს წარმოუდგენია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ ქვეყნებს სახელმწიფო შემოსავლების 40%-იც კი დააკლდება. Carbon Tracker-ის ანგარიში ერთგვარი გამოსაფხიზლებელი დოკუმენტია ამ ქვეყნებისთვის, ვინაიდან ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გეგმები 2040 წლისთვის ნავთობის მოხმარების ზრდას ...

Read More »

ხელოვნური მზე – ენერგიის მომავალი?

2020 წლის 4 დეკემბერს ჩინეთმა წარმატებით გაააქტიურა HL-2M ტოკამაკი, ბირთვული სინთეზის რეაქტორი  ე.წ. ხელოვნური მზე. იმავე თვის ბოლოს სამხრეთ კორეამ იმავე ტექნოლოგიით დამზადებული KSTAR (The Korea Superconducting Tokamak Advanced Research)-ით „ხელოვნური მზის“ რეაქტორის მუშაობის ახალი რეკორდი დაამყარა. რეაქტორმა 20 წამის განმავლობაში 100 მილიონ გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე იმუშავა. რამდენად მდგრადია ეს ტექნოლოგია? რამდენად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და რა პერსპექტივები აქვს მას? ...

Read More »

HyGeorgia – საქართველოში „მწვანე წყალბადის“ წარმოების €11 მლრდ-იანი პროექტის განხორციელება იგეგმება

საფრანგეთში რეგისტრირებულმა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია H2exagOn-მა, რომლის მმართველი პარტნიორი ქართველი დავით ოთარიშვილია, საქართველოში 11 მლრდ ევროს ღირებულების „მწვანე წყალბადის“ წარმოების პროექტი – HyGeorgia შეიმუშავა. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მისი შექმნისა და განხორციელების მიზანი საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანაა. კომპანია H2exagOn – მა პროექტზე მუშაობა დაახლოებით 1 წლის წინ საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად დაიწყო და პროექტის განხოციელების ტექნიკურ-ეკონომიკური ...

Read More »

Amazon-ი ნიდერლანდების ოფშორული ქარის ელექტროსადგურისგან დიდი რაოდენობით ენერგიას იყიდის

Amazon-ი აცხადებს, რომ გეგმავს, ნიდერლანდებში მშენებარე უმსხვილესი ახალი ქარის ელექტროსადგურისგან ენერგიის ნახევარი იყიდოს. ამის შესახებ CNBC წერს. ცნობისთვის, Shell-მა და Eneco-მ გასულ ივლისს ჩრდილოეთის ზღვაში  759-მეგავატიანი ქარის ენერგიის სადგურის აშენების უფლება მოიპოვეს. Amazon-ი კი ამბობს, რომ იქ გამომუშავებული ენერგიის ნახევარს ანუ 380 მეგავატს  იყიდის, რათა ევროპაში კომპანიის ოპერირება უზრუნველყოს. ზღვაში გაშენებული ქარის ელექტროსადგური ოპერირებას, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის დაიწყებს. სადგური ნიდერლანდების ...

Read More »

2017-2020 წლებში ქართლის ქარის ელექტროსადგური დაგეგმილ სიმძლავრეზე გავიდა

საქართველოში ერთადერთი ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა. 2017-2020 წლებში სადგურმა სულ 348 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. თვეში 200 კვტ/სთ-ის მოხმარების გათვალისწინებით ეს წლიურად 36 200 ოჯახის ელექტროენერგიით სრულ დაკმაყოფილებას ნიშნავს. ქარის ელექტროსადგურზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და რადგან ინვესტორები ფრთხილობდნენ პროექტი საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღო. მისი მშენებლობა $35 მლნ დაჯდა. თანხის უდიდესი ნაწილი სესხის სახით EBRD-მა გამოყო. ...

Read More »