ემოდგომაზე, საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. აგვისტოში “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე “სუპერის” ტიპის საწვავის ფასი 3.20 ლარს შეადგენდა, 8 ნოემბრის მგომარეობით კი 3.37 ლარს აღწევს. იმავე ბრენდირებულ სადგურზე რეგულარის ფასი 2.99 ლარს უტოლდებოდა, შემოდგომაზე კი 16 თეთრით გაიზარდა და 3.15 ლარს შეადგენს. “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურზე “სუპერის” საწვავი 3.20 ლარი ღირდა, დღეს კი 3.30-მდეა გაძვირებული. “ლუკოილში” სუპერი ecto 100-ის ტიპის ...
Read More »Tag Archives: #საწვავი
Iberia-მ ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით პირველი ფრენა განახორციელა
ავიაკომპანია Iberia-მ ნავთობკომპანია Repsol-თან თანამშრომლობით, პირველი რეისი განახორციელა, რომლის დროსაც ესპანეთში ნარჩენებისგან წარმოებულ ბიოსაწვავი გამოიყენა. ბიოსაწვავით Iberia-ს ლაინერმა მადრიდი-ბილბაოს (ბასკების ქვეყნის ავტონომიური თემი) რეისი შეასრულა. აღნიშნული რეისი ავიაკომპანიამ Airbus A320neo-ით განახორციელა. როგორც Iberia-ში განმარტავენ, აღნიშნული ფრენა, დაბალი ემისიებით, ერთი ნაბიჯია საავიაციო სექტორის დეკარბონიზაციისკენ, რამაც CO2 ემისიების 1.4 ტონით შემცირება განაპირობა. წყარო: avianews.ge
Read More »საწვავის ფასის შემცირებაში დახმარებას მათავრობას უკვე ბიზნესმენებიც სთხოვენ
ნავთობპროდუქტების მსოფლიო ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია და მინიმუმ, წლის ბოლომდე არაფერი გამოსწორდება. სავარაუდოდ, არც მერე, რადგან ევროპაში მწვავე ენერგეტიკული კრიზისია, რაც ენერგომატარებლებზე ფასებს ზრდის. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, საქართველოშიც მოხდება საგარეო ფაქტორების ასახვა და საწვავის გაძვირება. ამიტომ ბიზნესი გამოსავლის პოვნას ეშურება. მსოფლიოში ფასები მუდმივად მზარდია. გუშინდელი მონაცემებით, საერთაშორის ბაზარზე ერთი ტონა ბენზინი 810.25 დოლარი ღირდა, ხოლო დიზელი – 716.25 დოლარი. ნავთობპროდუქტების ღირებულება ...
Read More »საავიაციო საწვავის გაძვირების ფონზე ავიაკომპანიები ცდილობენ, რომ ავიაბილეთებზე ფასები არ გაზარდონ
მსოფლიოში საავიაციო საწვავზე ფასები იზრდება, რაც საბოლოოდ გადაზიდვების ფასზე აისახება და სამგზავრო გადაზიდვების შემთხვევში აძვირებს ბილეთის ფასებს. ანალიტიკოსები საავიაციო საწვავის ფასის ზრდას მომავალ წლებშიც პროგნოზირებენ. საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ამბობს, რომ არსებული პროგნოზებით 2026 წლამდე საწვავის ფასი წელიწადში 3,5%-ით გაიზრდება, რაც თავის მხრივ ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნას უკავშირდება. აფციაური განმარტავს, რომ პანდემიის შემდეგ, მოთხოვნის გაჩენასთან ერთად მიწოდებაც ...
Read More »რატომ ძვირდება საქართველოში საწვავი
2021 წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასი ხშირად იცვლება. საცალო ქსელში არსებული ფასები 10 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ფასი დაახლოებით, 1 ლიტრზე 60-65 თეთრით არის გაზრდილი. დღეისათვის ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ასე გამოიყურება: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,81-3,09 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი – 3,07-3,18 ლარი; სუპერი ტიპის ბენზინი – 3,15-3,26 ლარი; დიზელის საწვავი – 2,64-2,99 ...
Read More »საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა
გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავზე ფასები საშუალოდ 4 თეთრით გაიზარდა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს – Regular 92 ტიპის ბენზინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 2,94 ლარს შეადგენს, Super-ის საშუალო ფასი 3,17 ლარია, ხოლო Premium-ის ტიპის საწვავის ღირებულება საშუალოდ 3,25 ლარია. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: წყარო: report.ge
Read More »ირანის თქმით, ბენზინგასამართ სადგურებში შეფერხებები კიბერთავდასხმის შედეგია
ირანში ბენზინგასამართ სადგურებში ფართო მასშტაბით აღინიშნა შეფერხებები, რაც, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგი იყო. ტელევიზიას მოჰყავს ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის სიტყვები იმის თაობაზე, რომ 26 ოქტომბერს თავდასხმა განხორციელდა ნავთობის გამანაწილებელ კომპიუტერულ სისტემაზე. შეფერხების შედეგად ბენზინგასამართ სადგურებთან მანქანების გრძელი რიგები გაჩნდა, ზოგიერთი კი დაიხურა. მანამდე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ინციდენტი „ტექნიკური პრობლემის“ შედეგი ...
Read More »იტალიაში საწვავის ფასი რეკორდულად გაძვირდა
იტალიაში საწვავის ფასი რეკორდულად გაძვირდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ამჟამად ერთი ლიტრი ბენზინი იტალიაში 1,7 ევრო, ხოლო ერთი ლიტრი დიზელი 1,6 ევრო ღირს. მომხმარებელთა კავშირის მონაცემებით, იტალიაში საწვავი ასეთი ძვირი ბოლოს 2014 წელს იყო. ამასთან ერთად, იტალიური მედია წერს, რომ გაძვირდა ბუნებრივი აირი, თხევადი გაზის ფასი 0,8 ევროს შეადგენს.
Read More »საწვავის იმპორტის ზრდა გრძელდება
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 854,5 ათასი ტონა, რაც 47 ათასი ტონით ანუ 5,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (807,5 ათასი ტონა) შედარებით და 75,1 ათასი ტონით ანუ 9,6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (779,4 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2021 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის ...
Read More »“საწვავის გაძვირებას ლარის კურსის სიმყარე ანეიტრალებს”
სექტემბერში ქვეყანაში ფასები წლიურ ჭრილში 12.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა. ფასებმა მოიმატა საწვავზეც და ნავთობიმპორტიორები უკვე აანონებენ, რომ ფასები ისევ გაიზრდება. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ჰკითხეს, თუ რა კეთდება ფასების ზრდის შესაჩერებლად. „საწვავთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორი არის ნავთობზე ფასების მომატება საგარეო ბაზრებზე, თუმცა ...
Read More »