Tag Archives: #სადგური

რუსეთმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე უარი თქვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე უარი თქვა. “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის წინადადებები მიუღებელია. მათი განხორციელება სადგურს კიდევ უფრო დაუცველს გახდის”. – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ამასთან ერთად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით,  რუსეთი 19 აგვისტოს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს. “ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოულოდნელი დასვენების დღე გამოაცხადეს. 19 აგვისტოს სადგურზე მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება. ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა. მისივე თქმით, საერთაშორისო მისიის ყველა პარამეტრი უკვე შეთანხმებულია. „არ არსებობს ობიექტური დაბრკოლებები, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არ მოხვდეს. დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ეს პარამეტრები და ის, რომ ამ მისიას შეუძლია, ძალიან სწრაფად და უსაფრთხოდ მოხვდეს სადგურზე ლეგალური გზით, ჩვენი ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ევროკავშირს, ასევე თურქეთსა და საქართველოს ემუქრება – ზელენსკი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ტიპის რადიაციული ინციდენტი ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და თურქეთს ემუქრება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ზელენსკი ამბობს, რომ სადგურის ხელში ჩაგდებით და იქ სამხედრო ტექნიკის განთავსებით რუსეთმა ძალზე სახიფათო სიტუაცია შექმნა. სადგური დღეს დე ფაქტო დანაღმულია, თუ კატასტროფა მოხდა, შედეგები იმ ქვეყნებზეც აისახება, ვინც დღეს გაჩუმებულია. რუსულმა ძალებმა სადგურის ტერიტორია და მოსაზღვრე რაიონები ...

Read More »

მხარეები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურზე თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომლებშიც,  როგორც აცხადებენ, აღბეჭდილია უკრაინელების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შედეგები. ბოლო ინფორმაციით, 6-დან 3  ტურბინა გათიშულია. ელექტროენერგიის მომარაგების შეფერხებამ  კი შესაძლოა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების გაგრილების სისტემაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. უკრაინული და რუსული მხარეები თავდასხმებში კვლავინდებურად ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოქალაქეები, რომლებიც ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ცხოვრობენ, ჩერნობილის კატასტროფას იხსენებენ. ადგილობრივებმა არ იციან, რითი დამთავრდება შექმნილი ვითარება. მოსახლეობა ...

Read More »

გაერო მზადაა შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან

გაერო მზადაა, შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან. ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა გააკეთა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთის სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. 5 აგვისტოდან მოყოლებული, კიევი და მოსკოვი სადგურის მიმართულებით სარაკეტო დარტყმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო იერიშის შემდეგ უკრაინულ „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ სადგური ბირთვული უსაფრთხოების რისკის ზღვარზე ...

Read More »

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საფრთხე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიეცეთ საშუალება, შევიდნენ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. შეერთებული შტატები შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს. რუსეთმა კი, თავის მხრივ, გუშინ, 11 აგვისტოს, გაეროს უსაფრთხოების საგანგებო სხდომა მოიწვია, რათა განეხილათ ატომური ელექტროსადგურის გარშემო განვითარებული მოვლენები. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი შეშფოთებულია ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ...

Read More »

„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული „ენერგოატომი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის სამხედროების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩაირთო ავარიული დაცვა და სამი მუშა ენერგობლოკიდან ერთ-ერთი გაითიშა. „სროლის შედეგად სერიოზულად არის დაზიანებული აზოტ-ჟანგბადი სადგური, კომბინირებული დამხმარე კორპუსი, კანალიზაციის სატუმბი სადგური. დაზიანდა ასევე ღია გამანაწილებელი, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სახანძრო განყოფილებას, რომელიც სადგურის გარე პერიმეტრზე მდებარეობს. რჩება წყალბადის გაჟონვისა და რადიაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საფრთხე“, – ...

Read More »

რუსების ბირთვული შანტაჟი – რა მოხდება ზაპროჟიეს აეს-ის თუნდაც ერთი ბლოკის აფეთქების შემთხვევაში

რუსეთის მხრიდან მსოფლიოს ბირთვული შანტაჟი გრძელდება – ზაპროჟიეში მდებარე  ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ისევ საფრთხის ქვეშაა. ის რუსების ხელშია და არავინ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. „რეზონანსთან“ დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია და ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში მოხდა, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება.  სპეციალისტთა შეფასებით, სადგურის თავზე თვითმფრინავმაც კი ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინჟინერი : “საშინელი ბირთვული კატასტროფა იქნება”

ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებამ, შესაძლოა ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს, რადგან სადგურის ელექტროენერგიისგან გათიშვის შემთხვევაში, ბირთვული საწვავის გაგრილების სისტემა გამოირთვება. ამის შესახებ სადგურის ინჟინერმა განაცხადა, იტყობინება BBC. “ენერგობლოკს ტუმბოების მუშაობისთვის ელექტროენერგია სჭირდება, რომლებიც რეაქტორში ბირთვულ საწვავს აგრილებენ. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ამ გაგრილების გარეშე, საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდება“, – განაცხადა ექსპერტმა. მან აღნიშნა, რომ ერთი ენერგობლოკი მაინც უნდა მუშაობდეს. “ჩვენ გვჭირდება, რომ ნებისმიერ ელექტროსისტემაზე, სულ მცირე ერთმა ბლოკმა იმუშაოს. ...

Read More »

ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ ეტაპზე ბირთვული უსაფრთხოება დაცულია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს. ეს განცხადება მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოჩართვის დროს გააკეთა. ამასთან ერთად, რაფაელ გროსიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა გაერო-ს, გააგზავნონ მეთვალყურეები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელექტროსადგურზე. „ამ რთულ, ბნელ დროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა იყოს დაშვებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა გროსიმ. ...

Read More »