Tag Archives: #ენერგოსექტორი

ენერგოომბუდსმენი: სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება და გაზის ტარიფის კორექტირება საფუძვლიანია

წარმოდგენილი იყო ზუსტი ციფრები და დაანგარიშება, რასაც ვერ გავექცეოდით, თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ ტარიფი გაიზრდებოდა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ბიზნესომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განუცხადა. „ეს დღითი დღე აისახებოდა მომხმარებელზე და მარეგულირებელ კომისიას მოუწევდა ისეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა კორექტირებასთან და ტარიფის ზრდასთან. ამიტომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ტარიფის კორექტირება იმ კურსით რაც გათვალისწინებულია ბიუჯეტით, არის საფუძვლიანი და ვერცერთ შუამავლობასა და რეკომენდაციას ამ კუთხით სემეკის წინაშე ...

Read More »

“ნამახვანჰესის საკითხი ვერც ქუჩაში გაირჩევა და ვერც ეთერში. აკადემიურ, რაციონალურ გარემოში უნდა გაირჩეს”

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ნამახვანჰესთან დაკავშირებულ პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქუჩაში გასარჩევი კი არა, არამედ აკადემიურ გარემოში გადასაწყვეტი საკითხია. ნამახვანჰესის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის მსგავსად პრიორიტეტული საკითხები ვერც ქუჩაში და ვერც ეთერში გადაწყდება, მას ჭირდება რაციონალურ და აკადემიურ გარემოში გარჩევა. საუბარია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე და უსაფრთხო მომავალზე. ის, რომ ნამახვანჰესი ქვეყნისთვის ...

Read More »

თბილისში აქციები დასრულდა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. შემაჯამებელი აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისს ტოვებენ და როგორც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი რიონის ხეობაში ბრუნდებიან. “ბრძოლა გაგრძელდება ნამახვანში და ეს იქნებაარა ფიზიკური, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს, მორალურ ომში ვართ გამარჯვებული ...

Read More »

გოლეთიანი: ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ

„რიონის ხეობის მცველები“ თბილისში საპროტესტო აქციას წყვეტენ და აცხადებენ, რომ ბრძოლას უშუალოდ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე გააგრძელებენ. „ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ. თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. რაც იყო ჩვენი აქ [თბილისში] ჩამოსვლის მიზანი, რომ საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა; მათ შორის, გზის გადაკეტვა, რომელიც ...

Read More »
"კომერსანტის" ექსკლუზიური ინტერვიუ – მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის, სავაჭრო ცენტრისა და სხვა მეგაპროექტების შესახებ

ხაზარაძე: როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ დაიწყებს ქვეყანა აღორძინებას

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, პარტია “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: “როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ ქვეყანა დაიწყებს აღორძინებას”. ხაზარაძე ასევე წერს, რომ “ანაკლიის გაჩერება ასე არავის გაუპროტესტებია”. ის გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც ამჟამად შეჩერებულია. ხაზარაძე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელია.

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე: ყველაფერი გაჩერებულია ამის უკან რაღაცა ძალები დგას

გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “მთავარის” ეთერში “ნამახვანთან” დაკავშირებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა: “ეს არის ორკესტრირებული ამბავი, როდესაც ქვეყანაში ყველა ენერგორესურსების ათვისება არის გაჩერებული და არა მარტო წყლის, არამედ ქარის ეს შეუძლებელია იყოს დამთხვევა. ყველგან არის ერთი და იგივე ამბები — ზოგან იყენებენ ერთი თემით ანგაჟირებულ ამბებს, ზოგან — გარემოს დაცვა იქნება, ზოგან — ქართულ მიწას უფრთხილდება და ჯამში გაყინულია ყველაფერი ...

Read More »

“ვფიქრობდით ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, თუმცა რეფერენდუმს, რა ფორმითაც დღეს ტარდება ქვეყანაში, თავისი ხარვეზები და რისკები აქვს”

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იმ ფორმით, როგორც დღეს ქვეყანაში ტარდება, რისკებს შეიცავს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რეფერენდუმს აქვს თავისი ხარვეზები, პლუსები და მინუსები, რასაც კარგად გათვლა სჭირდება. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ფართო მსჯელობის საგანია, თუ რატომ არ წავიდნენ რეფერენდუმის მიმართულებით. „რეფერენდუმის საკითხი ჩვენ რაღაც თვალსაზრისით გავლილი გვაქვს, რადგან ვფიქრობდით ზოგადად ხელისუფლებაზე ზემოქმედების ...

Read More »

გოლეთიანი: ვაპირებთ, გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და გადავკეტოთ სავალი გზა

რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან და გიზს სავალ ნაწილს გადაკეტავენ. “ვაპირებთ, გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და გადავკეტოთ სავალი გზა”, – ეს განცხადება ვარლამ გოლეთიანმა რამდენიმე წუთის წინ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

Read More »

“საკანონმდებლო დონეზე უნდა შემუშავდეს კონცეფცია, რომელიც სახელმძღვანელო იქნება, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით”

საკანონმდებლო დონეზე უნდა შემუშავდეს კონცეფცია, რომელიც სახელმძღვანელო იქნება, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა. „ულტიმატუმების ენით საუბარი სწორი არ არის. ეს საქმეს ნამდვილად არ წაადგება. არ ვიცი, ამ პროცესში კონკრეტულად ვინ არის ჩართული და რამდენად არის კომუნიკაცია. ფაქტი ერთია, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სანამ ...

Read More »

„ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია შესწავლილი იქნება”

„მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნამახვან ჰესის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჰესთან დაკავშირებით გარემოსდაცვით გადაწყვეტილების შეფასების პროცესს, ამ პროცესში წარმოდგენილ ყველა ...

Read More »