Tag Archives: #ელექტროენერგია

16-17 ნოემბერს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

16-17 ნოემბერს, თბილისში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორები არიან კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, პარტნიორი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო, აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ კონკურენციის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების და ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი: დიდი ჰესების პროექტებში, სადაც ამის საჭიროება იქნება, სახელმწიფო შესაძლებელია, მათ შორის, ფინანსურადაც პროექტის მონაწილე გახდეს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში დიდი ჰესების პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფომ შესაძლოა, ფინანსური მონაწილეობა მიიღოს. მისი განმარტებით, თუ ვერ ხდება პროექტის ბოლომდე მიყვანა, სახელმწიფო განიხილავს მონაწილეობას, თუმცა, მცირე მასშტაბით და არა – სრულად. „რაც შეეხება „ნენსკრა-ჰესს“ – ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ინტერესია, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება. უშუალოდ ამ პროექტთან მიმართებით, ბუნებრივია, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის, ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

15 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედაენის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, სანაპიროს, ნიშნიანიძის და სანავარდოს ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნაკადულის, 300 არაგველის, ქინძმარაულის, თავკვერის, ...

Read More »

რომელი ქვეყნების ელექტროსისტემებთან ხდება ოპერირება ზამთრის სეზონზე

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ვახტანგაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „პროფესიონალები“ განაცხადა, რომ სეზონის პერიოდიდან გამომდინარე, საქართველოს უწევს ძირითადად რუსეთის ან აზერბაიჯანის ელექტროსისტემებთან ოპერირება. „ზამთრი სეზონის პერიოდიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში, ძირითადად რუსეთის ან აზერბაიჯანის ელექტროსისტემებთან ვოპერირებთ. რუსეთის და ყოფილი დსთ-ს ქვეყნების სისტემები უფრო ფართო მოცულობის და მასშტაბური სისტემებია და მათთან ოპერირება საიმედოობის კუთხით უფრო სარგებლის ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი „ნენსკრა-ჰესის“ ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნენსკრა-ჰესის“ ინვესტორი კომპანიის, K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. „ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ნენსკრა -ჰესი“ ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

14 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების, 26 მაისის, კოსტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, კაპანელის, ქანთარიას, ხომლის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ...

Read More »

დღეს თბილისის 2 უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 13 ნოემბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  უწერის, ვარდოვანის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ხეჩუაშვილის, ბიჭვინთის, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას, სკოლის და ზაჰესის ქუჩების  მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს ...

Read More »

ნარმანია – ელექტროენერგიის სექტორში ტარიფები რჩება უცვლელი, არ ველოდებით არც ბუნებრივი აირის საფასურის ზრდას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალო მაჩვენებლები გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, 2021-2022 წლების მონაცემებით, ზამთრის თვეებში ზაფხულის თვეებთან შედარებით, საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება 13.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ხუთჯერ არის მომატებული. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ტარიფები არ შეცვლილა. „საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის ჯამური ...

Read More »

ევროკავშირი თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა მსოფლიოში

მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ სულ 105 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა. ამრიგად, ევროპაში თხევადი გაზის მოხმარების დონე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ჩინეთში. ეს მონაცემები 10 ნოემბერს, ბიზნესგამოცემა РБК-მ ანალიტიკურ კომპანია Kpler-ის ანგარიშზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. 2021 წლის იმავე ათ თვეში ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობამ შეადგინა 64 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო გასულ წელს ჯამში – 71.8 ...

Read More »

ნარმანია: მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში, ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო ...

Read More »