Tag Archives: #ენერგოპოლიტიკა

იტალიის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს გამორთონ შუქი, რათა იგრძნონ როგორ ცხოვრობენ დღეს უკრაინელები

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიელებს მოუწოდა, ერთი საათით გამორთონ შუქი, რომ გაიგონ უკრაინელების მძიმე მდგომარეობა, რომლებიც რუსული დაბომბვების გამო, ელექტროენერგიის პრობლემას ებრძვიან. “ყველა კულტურაში შობა სიბნელეზე სინათლის გამარჯვების მომენტია, მაგრამ ამის მაგივრად უკრაინა, თითქმის მთელი დღეები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. იმის გასაგებად, თუ რას გრძნობენ უკრაინელები, მე ვთხოვდი ყველა იტალიელს, ერთი საათით ელექტროენერგია გამორთონ, რომ გავიგოთ, რაც ნიშნავს, როდესაც ხალხი იცავს ...

Read More »

გერმანიის ენერგოპოლიტიკა ეკონომიკური პრობლემების პირისპირ – გამოწვევები და პროგნოზები

გერმანია იძულებულია მდგრადი განვითარების კურსიდან გადაუხვიოს. წლების განმავლობაში რუსეთის გაზზე მიჯაჭვულობის შემდეგ ქვეყანა კვლავ ქვანახშირის გამოყენებას უბრუნდება. ევროპის მწვანე ოცნება, რომლის ცენტრალურ ნაწილსაც განახლებადი ენერგია წარმოადგენს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უფრო და უფრო მიუწვდომელი ჩანს. სანაცვლოდ, ცხადი გახდა იაფი ენერგორესურსის კრიტიკული მნიშვნელობა. ომის დასაწყისში მოქალაქეების ნაწილი აქტიურად მოითხოვდა რუსეთისათვის ემბარგოს დაწესებას ორი მიზეზიდან გამომდინარე – ეს მას ხელს შეუშლიდა უკრაინაში ომის წარმოებაში ...

Read More »

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა ომის დროს უდიდესი შემოსავალი მიიღო ნავთობზე და გაზზე მაღალი ფასების გამო. სასწრაფოდ გვჭირდება სანქციების შემდეგი პაკეტი და სანქციების მიმართ ახალი მიდგომა

ევროპას სჭირდება ახალი პარადიგმა უკრაინის მხარდასაჭერად და წარმატების მისაღწევად. ომის დაწყებიდან 9 თვე გავიდა და ჯერ საომარი მოქმედებები უკრაინის გამარჯვებით არ დასრულებულა, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ. მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლურ სამყაროს, საერთაშორისო თანამეგობრობას საკმარისი არ გაუკეთებია. „პირველი და უმნიშვნელოვანესი სამხედრო დახმარებაა. მეორე – ევროკავშირის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. რუსეთმა ომის დროს უდიდესი შემოსავალი ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კახა კაკაბაძე, სამუშაო ვიზიტით ავსტრიის დედაქალში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ავსტრიის სოფლის მეურნეობის ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალური მინისტრის მოადგილე მარია პატეკთან. მხარეებმა ავსტრიის ფედერალური ტყეების ბიზნესმოდელზე, კატასტროფების რისკების ინტეგრირებულ მართვასა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ აღნიშნა, ტყეების მდგრადი მართვის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის, ისე კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილების ...

Read More »

უფრო იაფი, ვიდრე დღეს – რა სარგებელს მიიღებს მოსახლეობა ახალი ენერგოპროექტებიდან

ქვეყანაში ენერგოსექტორის განვითარება იგეგმება. კერძოდ, მთავრობა სულ მალე ენეგოპოექტების მხარდაჭერის გეგმას წარადგენს, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამში, 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. რას გულისხმობს მთავრობის ინიციატივა და რა სარგებელის მოტანა შეუძლია ახალ პროექტებს მოსახლეობისთვის, ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ახალი მიდგომით, დროის გარკვეულ პერიოდებში, ინვესტორებს ფასთა სხვაობას ბიუჯეტი დაუფარავს, ...

Read More »

Chevron-ის ხელმძღვანელი: დასავლეთის კლიმატის პოლიტიკამ გამოიწვია ენერგეტიკული კრიზისი

დასავლეთის მთავრობებმა თავიანთი კლიმატისა და არასწორი საინვესტიციო პოლიტიკით ნავთობისა და გაზის კრიზისის პროვოცირება და გამწვავება მოახდინეს. აღნიშნულის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში Chevron-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ვირტმა განაცხადა. მისი სიტყვებით, დასავლეთის ქვეყნებმა არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს ნავთობისა და გაზის ალტერნატიულ წყაროებში, იმ მიზეზით, რომ სურდათ უარი ეთქვათ წიაღისეულ საწვავზე, რის გამოც “ტრილიონობით დოლარი” დაიკარგა სექტორში. ამჟამად, ნავთობისა და ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა Politico რეზოლუციის სამუშაო ვარიანტზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გარკვეული შეღავათები მიიღეს კვიპროსმა, საბერძნეთმა და მალტამ, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენდნენ, ვინაიდან რუსული ნავთობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნების ტანკერებს გადააქვს. ახალი პაკეტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს რუსული სახელმწიფო ...

Read More »

EBRD საქართველოში მსხვილ, საშუალო და მცირე ენერგეტიულ პროექტებს მხარს დაუჭერს

EBRD – ის მხარემ დაინტერესება გამოხატა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ენერგეტიკულ პროექტებს. საკითხი ეკონომიკის სამინისტროში EBRD – ის პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან შეხვედრაზე განიხილეს. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრიორიტეტად დასახელდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რომლის მიმართაც ბანკმა ასევე გამოხატა დაინტერესება. აღინიშნა, ბანკი მხარდაჭერას აღმოუჩენს როგორც საჯარო უწყებებს კომპეტენციის ზრდის მიმართულებით, ისე -კერძო სექტორს. შეხვედრაზეასევე აღინიშნა, რომ ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 270 ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროპელები შეშას იმარაგებენ, მთავრობები კი ქვანახშირის სადგურებს აახლებენ – როგორ ემზადება ევროპა ზამთრისთვის

ევროპამ გაზსაცავების თითქმის შეავსო, ამასთან, იზრდება Tap-ით გაზის მოცულობის მიწოდება, მატულობს აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტიც, თუმცა ევროპელები თავს „იზღვევენ“ და მომავალი ზამთრისთვის შეშას იმარაგებენ. ამავდროულად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საკუთარი ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას და აცხადებს, რომ გაზის სრულფასოვან მიწოდებას მხოლოდ სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში განაახლებს. რუსული პროპაგანდა – „დღე ხვალის შემდეგ“ „ზამთარი გრძელი იქნება, აი, გახედე მდინარეს გაღმა, ყვითელ ხელს ...

Read More »

ბელგიის ენერგეტიკის მინისტრი: მომდევნო 5-დან 10-მდე ზამთარი საშინელი იქნება, თუ არაფერი გაკეთდება ბუნებრივი აირის ფასების შესამცირებლად

ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა, ტინ ვან დერ სტრეტენმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის ფასები სასწრაფოდ უნდა გაიყინოს. „მომდევნო 5-დან 10-მდე ზამთარი საშინელი იქნება, თუ არაფერი გაკეთდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ [ენერგეტიკულ] წყაროსთან დაკავშირებით ევროკავშირის დონეზე და ვიმუშაოთ გაზის ფასების გაყინვაზე. ამან შესაძლოა ენერგიის გადასახადი 770 ევროთი შეამციროს“, – აღნიშნა მინისტრმა. ტინ ვან დერ სტრეტენის თქმით, კავშირი გაზისა და ელექტროენერგიის ფასებს შორის ხელოვნურია და რეფორმას ...

Read More »