Tag Archives: დავით ნარმანია

დავით ნარმანიას ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები გაძვირებული დენის ღირებულებას ოქტომბრიდან მიიღებენ

დავით ნარმანიას ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები გაძვირებული დენის ღირებულებას ოქტომბრიდან მიიღებენ

სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებულ სუბსიდიას მიმდინარე თვიდან განახორციელებს. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, “კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას” სწორედ ოქტომბრიდან მიიღებენ. “როგორც იცით, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში, დედაქალაქში გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი, მოხდა მისი კორექტირება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწყვლადი ჯგუფები, ...

Read More »
დღეს „თბილისი Smart City – 2015” კენცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს „თბილისი Smart City – 2015” კენცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია, დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით „თბილისი Smart City – 2015”. ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“, პროექტის „თბილისის ტექნოლოგიური ქსელის“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე 15-მდე კომპანიამ მიიღო. კონფერენეციაზე Smart City კონცეფციის ფარგლებში ქალაქის სატრანსპორტო სისტემის, ენერგოეფეტურობის, ქალაქის მობილურობის, ღია მმართველობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ღონისძიება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ...

Read More »
თბილისის მერიამ გარემოსდაცვითი სტრატეგია შეიმუშავა

თბილისის მერიამ გარემოსდაცვითი სტრატეგია შეიმუშავა

როგორც დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, დოკუმენტს თბილისის მთავრობა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნის. დავით ნარმანიას თქმით, დოკუმენტი მიზნად ისახავს თბილისის მწვანე ქალაქად ქცევას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენების შემცირებას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ თვალსაზრისით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. „ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ის გამწვანების სტრატეგია და კონკრეტული ქმედებები, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მმართველობაში მოსვლის შემდეგ დავიწყეთ, მიზნად ისახავს ჩვენს ...

Read More »
მერიის განცხადება სუბსიდირებასთან დაკავშირებით

მერიის განცხადება სუბსიდირებასთან დაკავშირებით

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება ორაზროვნად იქნა აღქმული, რის გამოც თბილისის მერია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დედაქალაქშიც მოხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, გაზრდილ ტარიფს დედაქალაქის ...

Read More »
გმირთა მოედანზე დაზიანებული გაზის მილი დაზიანდა

გმირთა მოედანზე გაზის მილი დაზიანდა

გმირთა მოედანზე, გაზის მილი დაზიანდა, ადგილზე სამუშაოებს “ყაზტრანსგაზი” ახორციელებს. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ყაზტრანსგაზმა“ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. „შტაბში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გაზის მილი დაზიანდა. ძალიან სწრაფად გადავეცით „ყაზტრანსგაზს“. მათი მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, გამოიგზავნა ბრიგადა და ადილზე გაზის მიწოდება შეწყდა. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია მილის დაზიანება და მოხდება მისი აღდგენა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Read More »