Tag Archives: #მოლდოვა

მოლდოვა აზერბაიჯანისგან 300 მლნ. კუბური მეტრი გაზის შესყიდვას განიხილავს

მოლდოვის პრემიერმა აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ნატალია გავრილიცამ ვიზიტისას, ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილა. მისი თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე დიდი მოთხოვნაა. გავრილიცას თქმით, მოლდოვა ასევე ეძებს გრძელვადიან პარტნიორებს და ამ კუთხით აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის იმედი აქვს. „მოლდოვას სურს, შეიძინოს 300 მლნ. კუბური მეტრი გაზი. მოლდოვა ეძებს მოკლე და საშუალოვადიან გადაწყვეტას გაზისა და ენერგეტიკული კრიზისის თაობაზე. არცერთ ქვეყანას არ სურს, იყოს ...

Read More »

დავალიანების გამო, „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვას შეახსენა, რომ სს „მოლდოვაგაზის“ მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლება აქვს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის განმავლობაში, „მოლდოვაგაზი“ რეგულარულად ითხოვდა მიწოდებული გაზის საფასურის დაფარვის გადავადებას და სახელშეკრულებო ვალდებულებების შერბილებას. „გაზპრომი“ ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა ამ მოთხოვნებს, ადასტურებდა მის მზაობას გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და რეგულარულად აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს“, – ნათქვამია რუსული კომპანიის განცხადებაში. თუმცა, „გაზპრომში“ ხაზგასმით ...

Read More »

მოლდოვა გაზის მიწოდებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მოლდოვა აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ TV8-ს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განუცხადა. „გაზის ალტერნატიული წყაროების პოვნა რთული არ არის. გაზის შოვნა ხელმისაწვდომ ფასადაა ძნელა. მთავრობა მოლაპარაკებებს რუმინეთთან და აზერბაიჯანთან აწარმოებს. შესაძლებელია, ტექნიკური თვალსაზრისით, ამ გაზმა მოლდოვის ყველა რეგიონამდე მიაღწიოს, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ფასზეა დამოკიდებული, ”- განმარტა სანდუმ. მანამდე მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ ...

Read More »

რუმინეთმა ბირთვული კატასტროფის პრევენციის ფარგლებში მოლდოვას იოდიდის აბები გადასცა

რუმინეთმა მოლდოვას კალიუმის იოდის მილიონზე მეტი აბი გადასცა. ოფიციალური კიშინოვი ზაპოროჟიეს ბირთვულ კატასტროფას უფრთხის. ინფორმაციას Newsmaker ავრცელებს. ქვეყანაში კალიუმის იოდიდის ხელმისაწვდომობას მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო წამალს თავის განყოფილებებს დაურიგებს. ამასთან, სამინისტრო ირწმუნება, რომ ქვეყანაში რადიაციული საფრთხე არ არსებობს. უწყება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მანამდე კიშინოვის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, ბორის გილკამ Facebook-გვერდზე ...

Read More »

მოლდოვა ზაპოროჟიეს ბირთვული კატასტროფისთვის ემზადება – კიშინოვის მერია რეკომენდაციებს აქვეყნებს

კიშინოვის მერიამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში მოსახლეობისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ინფორმაციას NewsMaker ავრცელებს. ატომური კატასტროფის შემთხვევაში მერია მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა, დახურულ ოთახში შესვლასა და იქ დარჩენას ურჩევს. რეკომენდაციეაში წერია, რომ ოთახში უნდა დაიხუროს ფანჯრები, კარი და ამოივსოს სავენტილაციო ხვრელები. ასევე, გამოირთოს სავენტილაციო სისტემა, თუკი ასეთი არსებობს. თუ მოქალაქე მანქანაშია, მაშინვე უნდა აწიოს საქარე მინები, გამორთოს ვენტილაცია და დატოვოს დაბინძურების ...

Read More »

“მოლდოვა ენერგოდამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ, რუსეთში იაფი გაზის სათხოვნელად არ ჩავალთ” – მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი

მოლდოვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ, ქვეყნის წარმომადგენლები რუსეთში იაფი გაზის სათხოვნელად არ ჩავლენ და არც დათმობებზე წავლენ, – განაცხადა ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი სპინუმ. მოლდოვას ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) გაზის ახალი ტარიფი დაამტკიცა, რომელიც 23,6%-ით არის გაზრდილი. თუმცა, „მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელმა, ვადიმ ჩებანმა განაცხადა, რომ ახალი ტარიფი არ ფარავს გაზის ყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, ამიტომ, კომპანია იძულებულია, „გაზპრომს“ აგვისტოსთვის ...

Read More »

ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის ინდექსი 2021- საქართველო, მოლდოვა, უკრაინა რუმინეთი

უკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა DiXi Group, WEG და მოლდოვის და რუმინეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის 2021 წლის ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი აფასებს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და რუმინეთის ენერგეტიკის სექტორების გამჭვირვალობას. შედეგების მიხედვით, აღნიშული ქვეყნების ენერგეტიკის სექტორები საშუალო ან კარგი გამჭვირვალობით ხასიათდებიან. პირველ ადგილზეა რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა (სარეიტინგო ქულა 80, B+ 100-დან) შემდეგ მოდის უკრაინა (69, C+), საქართველო (61, C საშუალო გამჭვირვალობა), და მოლდოვა (55, C-). აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, გამჭვირვალობა ...

Read More »

არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფად გაზზე. მოვემზადოთ რთული ზამთრისთვის – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყანა რთული ზამთრისთვის უნდა მოემზადოს და მოსახლეობა ენერგორესურსების დაზოგვის რეჟიმზე გადავიდეს. „არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას, იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ“, – განაცხადა სანდუმ. მაია სანდუმ თქვა, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსულ გაზპრომთან იმ პირობებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს, მოსკოვის პოლიტიზებული პოზიციის გათვალისწინებით. „მე არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში უფრო ...

Read More »

მედიის ინფორმაციით, მოლდოვა ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა

ცნობილი მოლდოველი ჟურნალისტის, ვალერი დემიდეცკის შეფასებით, ხელისუფლება სათაგურსა და გეოპოლიტიკური გადაწყობის ხაფანგში აღმოჩნდა, რის გამოც ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია, რაც ბუნებრივ აირსა და მომსახურების სხვა სფეროებში ფასების ზრდას უკავშირდება. მისი თქმით, იმ სქემას, რომელშიც ახლა ქვეყანა აღმოჩნდა, თავად მოლდოველები მოითხოვდნენ, კერძოდ, ევროპულ ფასებს, რასაც მოლდოვის ეკონომიკა ვერ გაუმკლავდებოდა კრედიტის გარეშე. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტმა „ტივისი 21-ის“ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა. ამასთან, მოლდოვა ...

Read More »

EBRD მოლდოვას გაზის რეზერვებისთვის 300 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოლდოვას 300 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს გაზის დამატებითი მარაგების შესაქმნელად, რითაც კიშინიოვი უკრაინაში ომის გამო მიწოდების შესაძლო შეფერხების კომპენსირებას შეძლებს. მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, იგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსული გაზის მარაგზე მისი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა რუსულმა ენერგოგიგანტმა “გაზპრომმა” და მოლდოვამ, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმებას ...

Read More »