Tag Archives: #ეკოლოია

საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს

ხანძრის გამო უკვე გაანადგურა 16 სახლი, დაიწვა 6 000 ჰექტარი და 6 000-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. კიდევ ერთი ხანძარი მეინ და ლუარის ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც 650 ჰექტარი უკვე დაიწვა და კიდევ 500 საფრთხის ქვეშაა. ცნობისთვის, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ხანძრები ივლისის თვეშიც მძვინვარებდა. მანამდე გაჩენილმა ორმა ხანძარმა 20 000 ჰექტარზე მეტი ტყე გაანადგურა და თითქმის 40 000 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.

Read More »

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. Newsmakerის ცნობით, ამის შესახებ დღეს ტელეეთერში მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბლადიმერ ბოლიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის მდინარე დნესტრში წყლის დონე 30-40% აღწევს, პრუტეში -15-30%, მცირე მდინარეებში კი 10-20%-ს. დიდ მდინარეებს ამის გამო ყვითელი, ხოლო პატარებს წითელი კოდი მიენიჭათ. ასევე შემცირდა გრუნტის წყლების დონე, რომელზედაც არტეზიულ ჭაბურღილებში წყლის დონეა დამოკიდებული. მოლდოვას ეკოლოგიის სამინისტრომ რეკომენდაცია ...

Read More »

ოთარ შამუგია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას დაესწრო. კომისია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სხვადასხვა თემატურ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობს. კომისიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს და მასში ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება და საჯარო სამართლის იურიდიული პირია ჩართული. კომისიის სხდომაზე, სამიზნე ქალაქებში (თბილის, ბათუმი და რუსთავი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ...

Read More »

ჯონ კერის თქმით, კლიმატთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჯონ კერი ამბობს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კლიმატთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს. ჯო კერის თქმით, ბაიდენი მზადაა გამოიყენოს „მისი ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი“ კლიმატის ცვლილების დასაძლევად, მათ შორის აღმასრულებელი ბრძანებების ჩათვლით. მისივე თქმით, მსოფლიო მიხვდა, რომ მწვანე ენერგია ამცირებს ინფლაციას, ამცირებს ენერგიის ხარჯებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და აუმჯობესებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. როგორც BBC წერს, აღნიშნული ნაბიჯი ბაიდენს განახლებადი ენერგიის წარმოებაზე ...

Read More »

ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელმაც ევროპა ბოლო დღეებში მოიცვა, 1700-ზე მეტი ადამიანი უკვე დაიღუპა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. „გასული ათწლეულების განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელსაც ხშირად თან ახლდა ტყის ხანძარი. წელს უკვე მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში 1700-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მომსწრე გავხდით “, – ნათქვამია კლუგეს განცხადებაში.

Read More »