Tag Archives: #კლიმატი

კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, კლიმატის ცვლილებების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, გლობალური დათბობა იმაზე ორჯერ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე 2015 წელს პარიზში ქვეყნების მთავრობების შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანთა უმოქმედობა კატასტროფულად აისახება კლიმატზე. თუმცა მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ვითარება გამოსწორდეს. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწაზე ტემპერატურა სახიფათო ნიშნულს მიაღწევს, თუ არ შემცირდება სასათბურე აირების ემისიები იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს მსოფლიოს ...

Read More »

ანტარქტიდის ყველაზე ცივ რეგიონში ჩაინგრა შელფური მყინვარი, რომელიც აქამდე სტაბილურად მიიჩნეოდა

ანტარქტიდის ერთ-ერთი შელფური მყინვარი, რომელიც აქამდე სტაბილურად მიიჩნეოდა და ზომით ქალაქ ნიუ-იორკზე დიდია — ჩაინგრა. ამ შელფური მყინვარის ფართობი 740 კვადრატული კილომეტრია; The Associated Press-ის ცნობით, ეს აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე ისტორიაში აღრიცხული პირველი ამ სახის კოლაფსია. „ანტარქტიდის ამ ნაწილში, რომელიც მიბმულია უმაღლეს, ყველაზე მშრალ და ცივ რეგიონს — აღმოსავლეთ ანტარქტიდას, ნამდვილად არ ველოდით შელფური მყინვარის კოლაფსს“, — ამბობს მინესოტის უნივერსიტეტის გლაციოლოგი პიტერ ნეფი. შელფი მას შემდეგ დაიმსხვრა, ...

Read More »

ევროპის ერთ ნაწილში ნიადაგი სწრაფად დეგრადირდება, რაც გამაფრთხილებელი ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის

ახალი ანალიზების მიხედვით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნიადაგი დეგრადირდება და მიწა უდაბნოდ იმაზე მალე გადაიქცევა, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ადგილას. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მიწის არამდგრადი გამოყენებისა და კლიმატის ცვლილების ეფექტებმა ეს ამოწურვადი რესურსი კრიტიკულ წერტილამდე გამოლია. ნიადაგის სიჯანსაღის შესახებ ევროკომიისის მიერ გამოცემული ახალი პუბლიკაციის მიხედვით, ევროკავშირში ნიადაგის 70-მა პროცენტი გადამწყვეტი ეკოლოგიური ფუნქციების შესრულების უნარს კარგავს. ზღვის წყლის შემოჭრის, ეროზიის, გვალვისა და ტყის ხანძრებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ...

Read More »
ეკოლოგიურად სუფთა სოფელი, სადაც ავტომობილები არ ივლის

პროექტი SeeTrees ებრძვის კლიმატის ცვლილებას სანაპირო ეკოსისტემების აღდგენით მთელ პლანეტაზე

წყალი დედამიწის სამ მეოთხედს ფარავს, ხოლო წყალმცენარეები იგივე ფუნქციას ასრულებენ ჟანგბადის წარმოქმნაში, როგორც ხეები და ბალახები ხმელეთზე. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, გასული საუკუნიდან დაწყებული გლობალური ზღვის დონე მატულობს და ეს მაჩვენებელი გაიზარდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. 2014 წელს, გლობალური ზღვის დონე 66 მილიმეტრით აღემატებოდა 1993 წლის საშუალო მაჩვენებელს – უმაღლესი წლიური საშუალო მაჩვენებელი სატელიტური ჩანაწერებში (1993 წლიდან დღემდე). ...

Read More »

კლიმატური კრიზისი: ტოპ-კომპანიების მიერ გაზვიადებული პროგრესი

კორპორაციები მუდმივად ზეწოლის ქვეშ არიან, რათა დააჩქარონ კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად საჭირო ქმედებები და შეამცირონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. თუმცა ეს ბევრი მათგანისთვის, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისთვის, საკმაოდ რთული პროცესი ჩანს. კლიმატის ინსტიტუტის (New Climate Institute) ახალი კვლევის თანახმად, ჯამში 25 კორპორაციის შესწავლით დადგინდა, რომ მსოფლიოს ბევრი უმსხვილესი კომპანია სულაც  ვერ აღწევს საკუთარ დასახულ კლიმატურ მიზნებს. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად აზვიადებენ ...

Read More »

რიანას ფონდმა კლიმატის დასაცავად $15 მილიონი გამოყო

ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ თავისი ფონდიდან, Clara Lionel Foundation-დან, კლიმატური მართლმსაჯულებისთვის $15 მილიონის გაღება გადაწყვიტა. მომღერლის ქველმოქმედება კარიბის ზღვის შვიდ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯამში 18 კლიმატურ სამართლებრივ ორგანიზაციას, მათ შორის Climate Justice Alliance-ის, Indigenous Environmental Network-სა და Movement for Black Lives-ს დააფინანსებს. რიანას განცხადებით, კლიმატური კატასტროფების სიხშირე და ინტენსივობა განსხვავებულ გავლენას ახდენს საზოგადოებებზე, ფერადკანიანი და კუნძულოვანი ქვეყნების ერებზე კი კლიმატური ...

Read More »

Reuters: გერმანია, სავარაუდოდ, კლიმატურ მიზნებს ვერ მიაღწევს

ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანია, სავარაუდოდ, უახლოეს ორ წელიწადში ნახშირბადის შემცირების მიზნებს ვერ მიაღწევს. აპრილში, გერმანიის მაშინდელმა მთავრობამ, კლიმატის ამბიციური გეგმები დაადგინა, მათ შორის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევა 2045 წლისთვის. ახალმა კოალიციურმა მთავრობამ წარადგინა კლიმატის დაცვის გაძლიერებული გეგმები, რომლებიც გულისხმობს რეფორმებს კომუნალურ სექტორში, ასევე წარმოების მრეწველობის, მშენებლობის, სატრანსპორტო და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. აქედან გამომდინარე, მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ქვეყანა 2022 წლისთვის ...

Read More »

კლიმატის ცვლილების გამო, ნიუ-იორკის გარშემო გიგანტური კედელი აშენდება

კლიმატის ცვლილების მიერ აშშ-ზე დიდი გავლენის მოხდენის გამო ნიუ-იორკის გარშემო გიგანტური კედლის აშენებას გეგმავენ, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. შეერთებული შტატების ეკონომიკური დედაქალაქი კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან დაუცველია. 836 კმ-იანი სანაპირო ზოლის გამო, ექსპერტები შიშობენ, რომ 2050 წლისთვის ზღვის დონე 20-75 სმ-ით მოიმატებს, რაც ნიუ-იორკს, განსაკუთრებით კი კუნძულ მანჰეტენს, ჩაძირვით დაემუქრება. გარდა ამისა, სეზონურმა ქარიშხლებმა და შტორმებმა ამერიკის უდიდეს ქალაქს მილიარდობით დოლარის ...

Read More »

ბაიდენის საპრეზიდენტო განკარგულება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

ოთხშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებას, რომლის მიზანია იქცეს „ბერკეტად“, რათა ფედერალური მთავრობის მასშტაბი და შესყიდვის უნარი ნახშირწყალბადის მიმართ ნეიტრალური გახდეს, ათწლეულზე ნაკლები დროის განმავლობაში სათბურის გაზის გამოყოფა 65 პროცენტით შეამციროს და სრულად ელექტრომობილების პარკი ჩამოაყალიბოს. ამ ბრძანებით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მთავრობის ძალისხმევის ფარგლებში, ფედერალურ ოპერაციებში გამონაბოლქვის მოცულობა შეიკვეცება. ბაიდენის დირექტივა მოითხოვს, რომ 2030 წლისთვის, ფედერალურმა შენობებმა ...

Read More »

ბეზოსმა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად კიდევ $443 მლნ გამოყო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა, გასულ წელს პირობა დადო, რომ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად 2030 წლამდე 10 მილიარდი დოლარის გამოყოფდა. 6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი კლიმატის ორგანიზაციებს კიდევ 443 მილიონი დოლარით დაეხმარება. 443 მილიონი დოლარი 44 გრანტს მოიცავს. აღნიშნული თანხიდან 130 მილიონი დოლარი Justice40 ინიციატივის მხარდასაჭერად დაიხარჯება. ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და ღარიბთა მხარდასაჭერად. დამატებით ...

Read More »