Tag Archives: #ევროპა

ჩეხეთში ენერგოკრიზისით გამოწვეულ ფასების ზრდას აპროტესტებენ

ათიათასობით ჩეხი პრაღის ქუჩებში გამოვიდა. ისინი ქვეყანაში ფასების ზრდას აპროტესტებენ. ჩეხეთში წლიური ინფლაციამ 17%-ს მიაღწია, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთი ზრდა ძირითადად ენერგოკრიზისმა გამოიწვია. ქვეყანაში ელექტროენერგიასა და გაზზე ფასები მკვეთრადაა მომატებული. დეზიდერს თვეში მხოლოდ 500 ევრო აქვს პენსია. ის მომავალ ზამთარსა და გათბობის მაღალი გადასახადზე ღელავს. “გვეშინია. და მხოლოდ მე არ ვარ შეშინებული. მოსახლეობის ნახევარია ასე. ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციების დაწესებას ითხოვს, რომელთა შედეგადაც, რუსეთი თავის ენერგეტიკულ მრიცხველებზე ნულს დაინახავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, რომ კიდევ უფრო შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობები, დააფინანსოს ომი. კერძოდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო-აგრესორს ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან. სწორედ ასეთი უნდა იყოს ევროკავშირის სასანქციო პაკეტების არსი“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ...

Read More »

პუტინი: მზად ვართ, ევროპას ენერგორესურსების დამატებითი მოცულობა მივაწოდოთ შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტი Nord Stream-ის გაზსადენიდან შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში გადაიტანოს. „Nord Stream-ის ტრანზიტის დაკარგული მოცულობა შეგვიძლია გადავიტანოთ შავი ზღვის რეგიონში და გავხადოთ ძირითადი მარშრუტი თურქეთის გავლით ევროპაში ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდებიან ამით“, – განაცხადა მან. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ასეთ გადაწყვეტას აქვს ეკონომიკური მიზანშეწონილობა და გარდა ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ევროპაში მიწისქვეშა გაზსაცავების მარაგები უკვე 91%-ს აღემატება

რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების მიუხედავად, ევროპის ქვეყნები აგრძელებენ მარაგების შევსებას. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, მიწისქვეშა გაზსაცავების (UGS) მარაგების დონე უკვე 91%-ს აჭარბებს. ადრე, ევროკავშირის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ 2022-2023 წლების ზამთრისთვის UGS ობიექტების შეივსება მინიმუმ 80%-ით და ყველა მომდევნო ზამთრის პერიოდისთვის 90%-ით. მარაგების შევსება დიდწილად განპირობებულია თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვით და მიწოდებით ალტერნატიული მილსადენების საშუალებით მიმდინარეზე მაღალ ფასებში. წყარო: bfm.ge

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 6%-ით შემცირდა და $1500-იან ნიშნულს ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 489 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ბორელი – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება იურიდიულად ბათილია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაპყრობის შესახებ. “ევროკავშირი არ აღიარებს და კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას. ამიტომაც, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია. რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები და ტექნიკა ...

Read More »

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მხარს უჭერს ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის შემოღებას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მხარს უჭერს ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის შემოღებას. ამის შესახებ მან პრაღაში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ჩვენ ერთობის ძლიერი სიგნალი გვჭირდება. ამიტომ ევროპარლამენტმა მოუწოდა მთელი ევროკავშირის ფარგლებში ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებისკენ”, – აღნიშნა მეცოლამ. მისი თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის უფრო მოწესრიგებული თანამშრომლობა არის საჭირო ბუნებრივი აირის გრძელვადიან ფასებზე. “გაზაფხულისთვის ბუნებრივი აირის ჩვენს საცავებს ...

Read More »

SOKAR-ის პრეზიდენტი: სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, 2027 წლისთვის გაზის ექსპორტი გაორმაგდება

მიმდინარე წელს აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის მთლიან მოცულობას 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ამის შესახებ „სოკარის“ პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აზერბაიჯან-თურქეთის II ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „2027 წლამდე სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის ექსპორტის გაზრდას მინიმუმ ორჯერ ვგეგმავთ. ამასთან დაკავშირებით, განიხილება TAP-ისა და TANAP-ის მილსადენების სიმძლავრის გაფართოების გეგმები. ეს ყველაფერი დიდ ინვესტიციებს მოითხოვს“, – განაცხადა მან. ნაჯაფმა აღნიშნა, რომ „სოკარი“ თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციას გააგრძელებს. შეგახსენებთ, ...

Read More »

მხოლოდ ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს შეუძლია, კრიტიკულად იმოქმედოს რუსეთის ფედერაციის ბრძოლის სურვილზე – სვირიდენკო

ევროკავშირის მიერ ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს დაწესებამ შესაძლოა, კრიტიკული გავლენა იქონიოს რუსეთის შემდგომი ბრძოლის სურვილზე. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა. „ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი შეიცავს ბევრ ნაწილობრივ შეზღუდვას. ჩვენ ვიბრძოლებთ მათ სრულად შემოსაღებად. დიახ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პრინციპული შეთანხმებებისა და იმპლემენტაციის კუთხით, რაც ნავთობის „ფასის დაჭერას“ გულისხმობს. ამავდროულად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ საკითხში შემდგომ ...

Read More »

ევროპის კავშირის ლიდერებმა ვერ გადაწყვიტეს, როგორ შეაჩერონ გაზის ფასის ზრდა

პრაღაში 7 ოქტომბერს გამართულ არაფორმალურ სამიტზე, ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევაზე, მაგრამ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, როგორ შემცირდეს გაზის ფასი. ევროპის კავშირის 27 ქვეყნიდან უმეტესობას გაზის ფასების შეზღუდვა სურს, რათა ბუნებრივი აირის რუსეთიდან მოწოდების შემცირების ფონზე, ფასების მკვეთრ ზრდას გაუმკლავდეს. ევროპის კავშირი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდა ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის შეზღუდვას, მაგრამ იმის გამო, რომ ...

Read More »