Tag Archives: #ენერგეტიკა

საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში $769 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს

საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში სულ მცირე 769 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აბდულაზიზ ბინ სალმან ალ საუდმა განაცხადა, იუწყება ტელეარხი Al-Sharq-ი. სამეფოში ენერგეტიკის სექტორში მიზნობრივი პროექტების ღირებულება, რომლებიც 2030 წლამდე განხორციელდება, სწორედ 769 მილიარდი დოლარს შეადგენს. ალ საუდის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება აპირებს, გაზარდოს ნავთობპროდუქტების ტევადობა ჯუბაილში, იანბუსა და რას ალ-ხაირში. ასევე იგეგმება რას ალ-ხაირში ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო, გერმანია G7-ის შეკრებას ითხოვს

გერმანია დიდი შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ითხოვს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის უახლეს სარაკეტო დარტყმის გამო. ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა დაწერა. „მომავალ კვირას, როგორც G7-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ მოვიწვევთ სხვა პარტნიორებს ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა უკრაინის ენერგომომარაგების შემდგომი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, – წერს ბერბოკი. მინისტრის თქმით, პუტინი ცდილობს, უკრაინელი ხალხი სიცივესა და სიბნელეში ამყოფოს. ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

25 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების და შოთა ნიშნიანიძის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ...

Read More »

ევროპას ზამთარში გაზის კრიზისის თავიდან აცილება შეუძლია

ევროპაში ბოლო კვირების განმავლობაში შენარჩუნებული თბილი ამინდის წყალობით, რეგიონი შეძლებს 2022-2023 წლების ზამთრის სეზონზე გაზის დეფიციტი თავიდან აირიდოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის მიმწოდებლის, სინგაპურის კომპანია Trafigura-ს, თანახმად, ევროპის გაზის მარაგი შეიძლება შემცირდეს დაახლოებით ორი მესამედით ამ ზამთარში, იმ პირობით, რომ ამინდი სტაბილურია და რუსული საწვავის მიწოდება გაგრძელდება უკრაინის გავლით. ეს ნიშნავს, რომ რეგიონი შეძლებს გაუძლოს გათბობის სეზონს და მიიღოს ...

Read More »

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ევროპარლამენტი კამპანიის „იმედის გენერატორები“ ფარგლებში უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ევროპარლამენტი კამპანიის „იმედის გენერატორები“ ფარგლებში უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. „ახლა უკრაინას სჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად. ვერთიანდებით „ევროპული ქალაქების ასოციაციასთან“, რათა უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები მივაწოდოთ. საავადმყოფოებსა და ადამიანებს ელექტროენერგია და სუფთა წყალი უნდა მოვაწოდოთ. მოვუწოდებ ევროპის ყველა ქალაქს, შემოუერთდნენ ჩვენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას“, – აცხადებს რობერტა მეცოლა.

Read More »

ოლაფ შოლცი: ზამთრის სეზონისთვის გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ზამთრის სეზონისთვის გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია. „ეს [ენერგეტიკული უსაფრთხოება] გარანტირებულია, რადგან გერმანიის მთავრობამ გაბედული ნაბიჯები გადადგა და ასევე იმის გამო, რომ ოჯახები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგიას ზოგავენ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. „არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. ამიტომ ვახორციელებთ ენერგეტიკისა და სავაჭრო პოლიტიკის ნაკლოვანებათა აღმოფხვრას, რამაც მიგვიყვანა ცალმხრივ დამოკიდებულებამდე რუსეთსა და კონკრეტულად ჩინეთზე“, – ...

Read More »

მაია სანდუ – რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში ჩაძირა, არ შეგვიძლია, ვენდოთ რეჟიმს, რომელიც ზოგს კლავს, ზოგს სინათლისა და სითბოს გარეშე ტოვებს

კიშინევი ვერ ენდობა რუსეთის რეჟიმს, რომელიც ზოგს კლავს, ზოგს კი სინათლისა და სითბოს გარეშე ტოვებს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში კლავს ხალხს, ანგრევს სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. „რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში ჩაძირა. რუსეთის ომი უკრაინაში კლავს ხალხს, ანგრევს სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას… ჩვენ არ შეგვიძლია, ვენდოთ რეჟიმს, რომელიც გვტოვებს სინათლისა და სითბოს გარეშე, ...

Read More »

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კიევის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ენერგომომარაგებას უახლოეს საათებში აღუდგენენ

კიევის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ენერგომომარაგებას უახლოეს საათებში აღუდგენენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი კულებამ განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ, დენი ეტაპობრივად უკვე მოსახლეობასაც აღუდგება. დედაქალაქის მასშტაბით, მოწყობილია სპეციალური პუნქტები, სადაც მოსახლეობას შეუძლია გასათბობად, საკვებად და ტელეფონების დასამუხტად მივიდნენ. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად, ელექტროენერგია აღარ მიეწოდება ქვეყნის არც ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკეა, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვისადმი გრძელდება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმას გმობს. როგორც ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვისადმი უცვლელად გრძელდება. „მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განახლებულ კრიმინალურ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ასევე მასიურ ჩაბნელებას მოლდოვაში. ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკე და არაადამიანურია. ევროკავშირის მხარდაჭერა ...

Read More »

კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩება

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 24 ნოემბრის მონაცემებით, ქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩება. კლიჩკოს თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება „რაც შეიძლება მალე“ აღდგეს, თუმცა ზუსტი ვადები დამოკიდებული იქნება უკრაინის ენერგოსისტემაში ბალანსის აღდგენაზე. კიევის მერმა ასევე განაცხადა, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებ დედაქალაქის მოსახლეობას წყალმომარაგება უკვე აღუდგა. კიევი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე 23 ნოემბერს დარჩა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის ...

Read More »