Tag Archives: #ენერგეტიკა

ლევან დავითაშვილი – ენერგოდამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, არის 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი, ეს შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე

ეს პროექტი შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე, ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტზე ხელმოწერის შეფასებისას განაცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკის თანმიმდევრული გაგრძელება, რაც მისი თქმით, საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, ...

Read More »

დენის შმიგალი: რუსეთის მიზანი უკრაინელების სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინელების სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა. „მათ დასახეს მიზანი, უკრაინელები სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვონ. მსოფლიომ აუცილებლად უნდა უპასუხოს რუსეთის ამ ქმედებებს სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯებით“, – აღნიშნა დენის შმიგალმა. დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რიგით მეცხრე ფართომასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმის ...

Read More »

ვიქტორ ორბანი – ვაპირებთ, ელექტროენერგიის ყველაზე გრძელი კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია

ჩვენ ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია, მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი როკენროლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კლაუს იოჰანისმა კოტროჩენის სასახლეში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ამ ქვეყნების ინტერესებს და უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. როგორც ვიქტორ ...

Read More »

„უკრენერგომ“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

„უკრენერგომ“ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში სისტემური ავარიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ასეთი რეჟიმი მაშინ ცხადდება, როცა კომპანიას არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მომხმარებელთა მინიმუმ 50% ელექტროენეგია მიაწოდოს. Ukrenergo ამბობს, რომ დღეს, რუსეთის ძალების მიერ, უკრაინაზე განხორციელებულმა მასიურმა სარაკეტო თავდასხმამ სისტემური ავარია გამოიწვია, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის საკმარისი ენერგიის გამომუშავებას ან განაწილებას. დაზიანებულია თბოელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, მთავარი ელექტრო ქვესადგურები, აცხადებენ ...

Read More »

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის

ამ შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა ერთის მხრივ, აზერბაიჯან-საქართველოს და მეორეს მხრივ, ევროპას შორის, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, რათა ევროკავშირის და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩვნებთ ჩვენს მნიშვნელობას, – ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ ბუქარესტში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიას – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ უმასპინძლა. მისი შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით, რათა გაიზარდოს მწვანე ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

ირაკლი ღარიბაშვილი – ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის

ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. ...

Read More »

მასალების გადამუშავება: ძველი ელემენტების განახლება

კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტი (KIT) აქტიურად არის ჩართული ახალი ელემენტების გადამუშავების პროექტში. „Libinfinity“-ი ყურადღებას ამახვილებს ჰოლისტიკურ კონცეფციაზე ლითიუმ-იონური ელემენტების გადასამუშავებლად. მექანიკურ-ჰიდრომეტალურგიული პროცესი, ენერგოინტესიური პროცესის საფეხურების გარეშე, გადატანილი იქნება ლაბორატორიიდან ინდუსტრიის შესაბამის მასშტაბზე. შემდეგ კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტი  შეამოწმებს, გადამუშავებული მასალები არის თუ არა შესაბამისი ახალი ელემენტების საწარმოებლად. ეკონომიკისა და კლიმატის მოქმედების ფედერალური სამინისტრო (BMWK) „Libinfinity“-ს თითქმის 17 მილიონი ევროთი აფინანსებს. აქედან დაახლოებით ...

Read More »

ახალი ტიპის ლითიუმის დატენვადი ბატარეის შექმნა უკვე შესაძლებელია

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერების დამსახურებით, ახალი ტიპის ლითიუმის დატენვადი ბატარეის წარმოება შესაძლებელი გახდება. ამ ტექნოლოგიური წინსვლის მიღწევას ინდუსტრია წლებია ცდილობს. ახალი თაობის ბატარეა იქნება უფრო მსუბუქი, კომპაქტური და უსაფრთხო, ვიდრე ახლანდელი ვარიანტები. ამჟამად ბატარეის ტექნოლოგიის ამ პერსპექტივის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი გვაქვს. ერთი მათგანი მოიცავს დადებით და უარყოფით ელექტროდებს შორის არსებული თხევადი ელექტროლიტის ჩანაცვლებას ბევრად უფრო თხელი და მსუბუქი მყარი ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

საქართველოში ელექტროენერგიასთან ერთად, საწვავის და გაზის მოხმარებაც გაიზარდა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში მოპოვებულია 35.5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2020 წელთან შედარებით 13.4%–ით მეტი), 147.9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48.9%–ით მეტი) და 16.0 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 1.8-ჯერ მეტი). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 3.7%–ით გაიზარდა და 1 256.5 ათასი მ3 შეშა შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია სხვა ...

Read More »

ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელი შინამეურნეობებია

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 13.3 პროცენტით გაიზარდა და 12 645 100 000 კილოვატ/საათი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით. „2021 წლის განმავლობაში მოპოვებულია 35.5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2020 წელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტი), 147.9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან ...

Read More »