Tag Archives: #ელექტროენერგია

ნათია თურნავა: კაშხალი იცავს მეწყერსაშიშ რეგიონებს. მოგეხსენებათ, მეწყერი ამ ხეობაშიც ხშირია

„სწორი გათვლის შემთხვევაში, სწორი ანალიზის და შესწავლის შემთხვევაში და საზოგადოებრივი კონტროლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნამახვანჰესი ისევე, როგორც ნებისმიერი მსხვილი ჰესი, არის უფრო მეტი სიკეთის მომტანი, ვიდრე რაიმე დისკომფორტის, კონკრეტული დასახლების მოსახლეობისთვის“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ნათია თურნავა ამბობს, რომ ზოგადად ჰესები, ქვეყნისთვის აუცილებელია. „კაშხლები შენდება მთელ მსოფლიოში. მათი მთავარი დანიშნულება არის არამარტო ენერგეტიკა, არამედ სწორედაც ...

Read More »

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები, რომ მომავალში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოსა და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში

„საქართველოში არსებული ყველა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ჯამში, არის დაახლოებით 4 500 მეგავატი, რომლის დაახლოებით 70% ანუ 3 100 მეგავატზე მეტი აშენებულია საბჭოთა პერიოდში – ესენია უკვე მორალურად და ფიზიკურად ამორტიზირებული სადგურები და ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ჩვენი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომ მომავალში მზარდი მოთხოვნის, მზარდი ეკონომიკის პირობებში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოსა და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში“, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ...

Read More »

რა ელის ბიტკოინს?

ბიტკოინი ერთი წლის განმავლობაში მისი ყველაზე ცუდი კვირის შემდეგ დანაკარგებს კვლავ განიცდის. მისი გრძელვადიანი პერსპექტივა კი  გარემოსდაცვითი პრობლემების და მოსალოდნელი მკაცრი რეგულაციების გამო, შეიძლება კიდევ უფრო ცუდი აღმოჩნდეს. ბიტკოინის მოსაპოვებლად ენერგიის დიდი რაოდენობაა საჭირო. ამასთან, დიდია შანსი, რომ მთავრობები მეტ დაბრკოლებებს შექმნიან უმსხვილესი კრიპტოვალუტისთვის. ამ მიზეზების გამო, BCA Research-ის მიხედვით, დიდი შანსია, რომ ციფრულმა მონეტამ თავისი ღირებულების უდიდესი ნაწილი დროთა განმავლობაში დაკარგოს. ...

Read More »

ნათია თურნავა: მოვთხოვთ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალკვალიფიციურ, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესთან“ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების განხილვა იყო. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, მათ შორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს არა უბრალოდ რიგით კვალიფიკაციებზე და რიგით პროფესიებზე, არამედ მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე. „ამისთვის აუცილებელია ცოდნა და ჩვენ მოვთხოვთ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს მათი მომზადება/გადამზადება, რომ მოსახლეობამ მეტი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2021 წლის 4 მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.74  (+  2.67) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63,83 (+ 2.65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლევან დავითაშვილი: სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ

მინისტრი ოპონენტებს ე.წ ექსპერტებს უწოდებს და ადგილობრივების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. “როდესაც საუბარი იყო ამ მიმართულებებზე და საკითხებზე, როგორიც არის კლიმატური პირობები, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები და ა.შ, ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ საჯარო არ იყო და გამჭვირვალე არ არის პროცესი, როდესაც ეს წარმოუდგენელია. ნებისმიერ გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებ-გვერდზე. სხვანაირად არ ხდება. იმ ვითომ ექსპერტებმა, რომლებიც ამაზე ოპონირებენ, ყველაზე კარგად ...

Read More »

ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, მისი გაუმჯობესებისთვის გარკვეული მომენტები გავითვალისწინოთ

აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია – აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება, – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ე.წ. „რიონის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, ხალხმა მიიღო ის ინფორმაცია, რაც მათ აინტერესებდათ

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა დამსწრეების ყველა შეკითხვას უპასუხეს. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების თქმით, ეტაპობრივად მსგავს ფორმატში ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შეხვდებიან და დეტალურად უოასუხებენ ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის ირგვლივ არსებულ კითხვებს. მათივე განმარტებით, ჰესი საფრთხის შემცველი არ არის და მისი ნგრევის შანსი არ არსებობს. ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – მოსახლეობაზე დიდია კონკრეტული ჯგუფების გავლენა, მათ მივაწვდით ობიექტურ ინფორმაციას და დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესის“ პროექტი წარმატებით განხორციელდება

ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის განხილული იყო კვლევები, თუმცა, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი, მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც მზად ვართ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა. დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს ჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონკრეტული კვლევების გარეშე არ მიუღია და არგუმენტები ემყარება იმ კვლევებს, აგრეთვე ექსპერტულ შეფასებებს, ...

Read More »

ნათია თურნავა – მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრაზე დავინახეთ, რომ პროტესტი გულწრფელია, ამ ადამიანებს რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი

დავინახეთ, რომ პროტესტი გულწრფელია. ამ ადამიანებს რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სოფელ ნამახვანში მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება მზად არის, მოსახლეობასთან ერთად იპოვოს გზა, რომელიც მათთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც სასიკეთო იქნება. „შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრა შედგება მომიტინგეებისთვის მისაღებ ადგილას და დროს. დიდი ალბათობით, ეს არ გასცდება შემდეგ კვირას, ...

Read More »