Tag Archives: #კლიმატი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომას, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა. საბჭომ საქართველოს დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის (დეგგკ) დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, როგორც საქართველოს ...

Read More »
ნაძალადევის ნაწილს წყალმომარაგება ხვალ 24 საათით შეუწყდება

ევროპას წყლის კრიზისი ემუქრება – კონტინენტზე მიწისქვეშა რეზერვუარები შრება

მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ევროპის ტერიტორიაზე წყლის მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარები შრება, რაც იქ ამ სასიცოცხლო რესურსის კრიზისს მოასწავებს. ავტორების თქმით, 2018-19 წლებში კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში წყლის ნაკლებობა უკვე შეიმჩნეოდა, მას შემდეგ კი მიწისქვეშ არსებული სითხის მარაგი არ აღდგენილა. ამის მიზეზი ძლიერი გვალვებია, რომლებიც გარემოსთვის, მეურნეობისთვისა და ენერგოსექტორისთვის საზიანოა. უნალექობისა და სიცხის უარყოფითი შედეგები ევროპამ 2022 წელს უკვე იხილა. წყლის მრავალმა ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ავტომობილების გამონაბოლქვის სუნთქვა თავის ტვინის მუშაობას სულ რაღაც ორ საათში აფერხებს

დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს თავის ტვინზე. კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ვიქტორიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანქანების გამონაბოლქვის შესუნთქვამ სულ რაღაც ორ საათში შეიძლება შეცვალოს თავის ტვინის დაკავშირებადობის უნარი. შედეგები ეფუძნება 25 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულ რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა ცდას; მანქანის გამონაბოლქვის ზემოქმედების ქვეშ ისინი ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. მეორე ეტაპზე, მონაწილეები სუფთა, გაფილტრული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. თითოეული სცენარის ...

Read More »

„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

ლონდონის მერმა, მიუხედავად მოქალაქეთა „აბსოლუტური“ ოპოზიციისა, განაცხადა, რომ ლონდონის „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ („ULEZ“) გასაფართოებელია, რათა მთელი ლონდონი დაფაროს. 2023 წლის 29 აგვისტოდან, ყველაზე მეტად დამაბინძურებელი მანქანის მძღოლები დღეში 12,50 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან „Greater London Authority“-ის საზღვრებში შესასვლელად. საჯარო განხილვისას დადგინდა, რომ დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის 80% ეწინააღმდეგებოდა ზონის გაფართოებას. თუმცა მერი სადიქ ხანი ამბობს, რომ უფრო სუფთა ჰაერით ხუთ ...

Read More »

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აკვაკულტურის ზონების შექმნის თაობაზე უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები განიხილეს

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და ევროკავშირის ექსპერტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების შექმნის თაობაზე რეკომენდაციები და პრეზენტაციები წარმოადგინეს. უახლოეს ხანებში, დაიწყება აკვაკულტურის ზონების დასრულებული ვერსიის ...

Read More »

ანტარქტიდას თბილისზე ორჯერ დიდი აისბერგი მოწყდა

კვლევითი სადგურის სიახლოვეს, ანტარქტიდის ყინულის საფარს ლონდონზე დიდი ზომის აისბერგი მოსწყდა; ბოლო ორ წელიწადში, ეს მეორე ასეთი შემთხვევაა. ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის პროგრამაში (BAS) აცხადებენ, რომ ახალი აისბერგის წარმოქმნა ბუნებრივი პროცესია და არ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან, რომელიც არქტიკასა და ანტარქტიკის ნაწილში ზღვის ყინულის დნობას აჩქარებს. 1550 კვადრატული კილომეტრის ფართობის აისბერგი 150 მეტრის სისქის ბრანტის შელფურ მყინვარს მოსწყდა; მასიური ნაპრალები ამ მყინვარში მეცნიერებმა პირველად ათი წლის ...

Read More »

უდაბნოებიდან გავრცელებული მტვერი გლობალური დათბობის რეალურ მასშტაბს ნიღბავს

მე-19 საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ, დედამიწაზე ქარიშხლების სიხშირემ საგრძნობლად მოიმატა. ქარს სულ უფრო და უფრო მეტი ქვიშა ააქვს უდაბნოებიდან ატმოსფეროში. ახალი მონაცემების მიხედვით, ატმოსფეროში ასული ქვიშა ამჟამად მიმდინარე გლობალურ დათბობას რვა პროცენტით ნიღბავს. თანამგზავრული მონაცემებისა და ხმელეთზე ჩატარებული გაზომვების გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 1850 წლის შემდეგ, ჰაერში სტაბილურად იზრდება მიკროსკოპული ნაწილაკების რაოდენობა. ყინულის ნიმუშებში, ოკეანის დანალექებსა და ტორფის ჭაობებში არსებული მიწის მტვერი აჩვენებს, რომ ...

Read More »

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე მტვრის ნაწილაკების მატება ფიქსირდება. ამ მოვლენის მთავარი წყარო კი არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, ესაა ქვეყნის გარედან უდაბნოს მტვრის შემოჭრა, რაც წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად გვიფიქსირდება და რამდენიმე ათეული შემთხვევა გვაქვს, როდესაც ხან საჰარის ...

Read More »

კლიმატის ცვლილების კონფერენციის პრეზიდენტად ნავთობკომპანიის დირექტორი დაინიშნა

COP28-ს პრეზიდენტად უდიდესი ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალ ჯაბერი დაინიშნა. რა შეიძლება იყოს ამაზე აბსურდული? მსოფლიოს მე-12 უდიდესი ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალ ჯაბერი კლიმატის ცვლილების შემდეგი კონფერენციის პრეზიდენტად დაინიშნა. გრეტა ტუნბერგმა მსოფლიო ლიდერების ცარიელი დაპირებები მსოფლიო კლიმატზე ზრუნვასთან დაკავშირებით ერთხელ შეაჯამა, როგორც ბლა ბლა ბლა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების სულთან ალ ჯაბერის COP28-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, აქტივისტის ეს შეფასება კვლავ რელევანტურია, წერს ...

Read More »

2022 წელი ევროპისთვის რეკორდულად მეორე ყველაზე ცხელი წელია

ევროკავშირის მეცნიერების განცხადებით, 2022 წელი ევროპისთვის რეკორდულად მეორე ყველაზე ცხელი წელი იყო. კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა მაღალმა ტემპერატურებმა მოსავლიანობა შეამცირა, მდინარეების დაშრობა გამოიწვია და ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზადაც იქცა. ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის (C3S) ინფორმაციით, 2022 წელი მსოფლიოსთვის მეხუთე ყველაზე ცხელი წელიც აღმოჩნდა. მართალია, C3S-ის ჩანაწერები მხოლოდ 1950 წლით თარიღდება, მაგრამ უფრო ძველი მონაცემები ადასტურებს, რომ გასული წელი მსოფლიოსთვის მინიმუმ ...

Read More »