Tag Archives: #კლიმატი

COP27: კლიმატის კრიზისის გადაჭრა მსოფლიო საზოგადოების თითოეულ წევრზეა დამოკიდებული

უკვე რამდენიმე დღეა, რაც კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი რიგით 27-ე კონფერენცია მიმდინარეობს. ქვეყნები ცდილობენ, მიაღწიონ მნიშვნელოვან შეთანხმებებს კლიმატთან დაკავშირებით. მათი მიზანი გლობალური ტემპერატურის მატების შემცირებაა. ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრი იასმინ ფოუადი ამბობს, რომ მინისტრებმა და ქვეყნების პრეზიდენტებმა ხელი უნდა შეუწყონ იმ დისკუსიებს, რომლებიც ამ საკითხებს ეხება.  მისი თქმით, ეგვიპტე შეასრულებს თავის როლს კლიმატის საკითხების მოგვარების თვალსაზრისით. თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა მსოფლიო ...

Read More »

ბაიდენი: გლობალური კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის მთელი პლანეტის არსებობას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გლობალური კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის მთელი პლანეტის არსებობას. ამის შესახებ ჯო ბაიდენა ეგვიპტეში გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად მასზე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. „კლიმატური კრიზისი ეხება კაცობრიობის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, გარემოს უსაფრთხოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას და თავად პლანეტის სიცოცხლეს. მე აქ ვდგავარ როგორც აშშ-ის პრეზიდენტი და ვაცხადებ, რომ აშშ შესრულებს ...

Read More »

არქტიკული ტბები ნავარაუდევზე ერთი საუკუნით ადრე შრება

ახალი კვლევის თანახმად, არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება, რაც რეგიონს მტკნარი წყლის კრიტიკულ წყაროს ართმევს. გლობალური დათბობის პირობებში, თბილი ამინდი ათბობს არქტიკას, ყინული სწრაფად დნება და იწვევს ტბების გაფართოებას. საბოლოოდ, ეს ტბები წყლით ვეღარ მომარაგდება და დაშრება. ადრინდელი პროგნოზით ამ პროცესს საუკუნეზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ სატელიტურმა სურათებმა ცხადყო, რომ ტბები იმაზე სწრაფად მცირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ...

Read More »

COP 27: ემანუელ მაკრონი ზღვაში კვლევითი სამუშაოების აკრძალვის წინადადებით გამოდის

ეგვიპტეში COP27-ის კლიმატის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბუნებრივი რესურსების მოპოვების მიზნით ზღვაში ბურღვითი სამუშაოების სრული აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში, უკრაინაში მიმდინარე ომმა სასურსათო და ენერგოკრიზისი გამოიწვია. განსაკუთრებით კი ხმელთაშუა ზღვის რეგიონი და აფრიკა დაზარალდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთიდან მომავალი ენერგოსაფრთხის გამო ისინი არ იტყვიან უარს კლიმატთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. ქვეყნებმა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულონ. მისი თქმით, უფრო მდიდარი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირისა ...

Read More »

გარემოს ეროვნულ სააგენტოს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საველე გეოლოგიური კვლევების დროს სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერებას. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ფიცხელაური ესწრებოდა, სადაც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ, წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემაზე – გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობისა და საველე სამუშაოების შესახებ. ...

Read More »

ანდჟეი დუდა: უკრაინაში რუსეთის შეჭრა კლიმატის საკითხს საფრთხის ქვეშ აყენებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა კლიმატის საკითხს საფრთხის ქვეშ აყენებს. „რუსეთის აგრესიის შედეგია კრიზისი და უზარმაზარი ხარჯები, რომელიც საფრთხეს უქმნის კლიმატის ტრანზიციის დროულ განხორციელებას და დასახული მიზნების დროულ მიღწევას“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. „ჩვენი მიზანი უნდა იყოს რუსეთის აგრესიის დროულად და სამუდამოდ აღმოფხვრა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდით და რუსეთზე ...

Read More »

ილია დარჩიაშვილი – მსოფლიოში არსებული უამრავი სირთულის ფონზე, კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს გამოწვევას

„მსოფლიოში არსებული უამრავი სირთულის ფონზე, კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს გამოწვევას. გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტი არის ადგილი, სადაც მსოფლიო ლიდერები საუბრობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილების ეფექტურად გამკლავება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, მთავრობის მეთაურის მიმართვაში საუბარი იყო, საქართველოს პოტენციალზე, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისება, რაც წარმოადგენს ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა, სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი ვართ, გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი არიან კაცობრიობისა და მომავალი თაობებისთვის გამოსავლის პოვნაზე. „საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან ახლა საჭიროა სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები. ამ სულისკვეთებით, საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და მისი ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის ...

Read More »

ანტონიუ გუტერეში – მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა. ამის შესახებ ანტონიუ გუტერეშმა ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგანან, იმუშაონ ერთად გამონაბოლქვის შესამცირებლად ან გაწირონ მომავალი თაობები კლიმატური კატასტროფისთვის. „კაცობრიობამ უნდა აირჩიოს: ითანამშრომლოს ან გაქრეს“, – აღნიშნა გუტერეშმა. მან საერთაშორისო საზოგადოებას წიაღისეული საწვავიდან ...

Read More »

მაკრონი – რუსეთის ენერგეტიკული მუქარების ფონზე, მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი კლიმატურ ვალდებულებებზე

მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი გასულ წელს გლაზოგში გამართული სამიტის დროს აღებულ კლიმატურ ვალდებულებებზე რუსეთის ენერგეტიკული მუქარების წინაშე, – ამის შესახებ ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ემანუელ მაკრონის თქმით, მსოფლიომ უნდა დაზოგოს ენერგია და განავითაროს განახლებადი წყაროები ენერგორესურსებზე ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე. „ჩვენ არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთის ენერგეტიკულ მუქარებს. ქვეყნებს მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა გაგრძელდეს. მდიდარი ქვეყნებისთვის, ...

Read More »