Tag Archives: #ბირთვული

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო და ფრონტზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ისაუბრა. როგორც ზელენსკი „ტვიტერში“ წერს, რუსული ბირთვული ტერორი უფრო მკაცრ პასუხს მოითხოვს. „რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, ის მოითხოვს სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე. დადებითად შეფასდა ზღვით მარცვლეულის ექსპორტის დაწყება. ყირიმის პლატფორმის სამიტისა და სხვა ღონისძიებებისთვის მზადება. ხაზი გაესვა უკრაინისთვის, რაც შეიძლება სწრაფად მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის განბლოკვის მნიშვნელობას“, ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რუსების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას მკაცრად გმობს

უკიდურესად შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გუშინდელი დაბომბვით, რაც ხაზს უსვამს ბირთვული კატასტროფის რეალურ საშიშროებას, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობას, გარემოს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ, – აცხადებს გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი. მისივე განცხადებით, მზად არის, უხელმძღვანელოს მისიას, რომელშიც გაერო-ს სააგენტოს ექსპერტები შევლენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. „ეს მისია გადამწყვეტ როლს შეასრულებს ბირთვული უსაფრთხოების ...

Read More »

„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინულ კომპანია „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. რაკეტები ბირთვული ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტერიტორიასთან ჩამოვარდა. კომპანიის ცნობით, ჭურვები გადამუშავებული ბირთვული საწვავის საწყობთან ახლოს ჩამოვარდა, სადაც ბირთვული საწვავით დატვირთული 174 კონტეინერია განთავსებული. დაზიანებულია ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განთავსებული რადიაციული მონიტორინგის სამი სენსორი, რის გამოც რადიაციის დონის განსაზღვრა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამასთან, დარტყმების შედეგად დაშავებულია სადგურის ერთ თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსმა ...

Read More »

შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს

შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. მისი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება. კერძოდ, ობიექტზე შევიდა სატვირთო ავტომობილების კოლონა და, როგორც The Insider-ის წყაროები ამბობენ, იქ დანაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. გამოცემის ცნობით, ოკუპანტები ნაღმებს ენერგობლოკებთან ახლოს, ნაწილს კი უშუალოდ ენერგობლოკში ინახავენ. რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს 4 მარტიდან აკონტროლებენ.

Read More »

რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დარტყმა მიაყენეს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე არეალს

რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო უბნის მახლობლად, იტყობინება უკრაინის კომპანია “ენერგოატომის“ „ტელეგრამის“ არხი. ცნობით, რადიოაქტიური ნივთიერებების გამოჟონვა არ დაფიქსირებულა, ერთ-ერთი დარტყმა მაღალი ძაბვის ხაზს მოხვდა. “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აგრძელებს მუშაობას და ელექტროენერგიის მიწოდებას უკრაინის ენერგოსისტემაში იმ ხაზების მეშვეობით, რომლებიც მოქმედებს. მათი გამტარუნარიანობის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი მოქმედი ენერგობლოკის განტვირთვისა და ქსელიდან გათიშვის ...

Read More »

ოლაფ შოლცი დეკემბრისთვის დაგეგმილი ატომური ელქტროსადგურების შეჩერების გადავადებას არ გამორიცხავს

ასეთი მოსაზრება გამოთქვა გერმანიის კანცლერმა იოლაფ შულცმა რურის რეგიონის ქალაქ მიულჰაიმის Siemens Energy-ის ქარხანაში, სადაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1″-ის მუშაობისთვის საჭირო კანადაში გარემონტებული ტურბინა ინახება. ოლაფ შოლცის თქმით, ენერგიის მოსალოდნელი დეფიციტიდან გამომდინარე, ფედერალური მთავრობა ატომური ენერგიის გამოყენების ხანგრძლივობის ვადის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამჟამად ჯერ კიდევ მოქმედი სამი ატომური ელქტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია არაა დიდი (სამივე ატომური ელექტროსადგურის წილად გერმანიაში წარმოებული ელექტროენერგიის ...

Read More »

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება. ამის შესახებ გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვენაში მოლაპარაკებებს დიპლომატები შეერთებული შტატებიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან დაესწრებიან. პროცესში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირიც, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს.

Read More »

ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აშენებას გეგმავს

ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აგებას გეგმავს, რომლის მშენებლობაც უახლოეს კვირებში დაიწყება. „ეს მთლიანად საშინაო მოხმარების პროექტია, რომელიც ირანში ბირთვული ენერგიის კვლევას, შეფასებას და წარმოებას დაეხმარება“, – განაცხადა ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტო ხელმძღვანელმა და ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად ესლამიმ. ესლამის განცხადებით, ბირთვული კვლევის ახალი ობიექტების მშენებლობას ირანის სამხრეთში გეგმავენ. თეირანში აცხადებენ, რომ ურანის 60 პროცენტიან ნიშნულამდე გამდიდრებას უკვე მიაღწიეს. ბირთვული იარაღის წარმოებისთვის ...

Read More »

თეთრი სახლი: ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა წელს მოსალოდნელი არ არის

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბრეტ მაკგერკი მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა 2022 წელს მოსალოდნელი არ არის. ბირთვული მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც აშშ-ს და ირანის დელეგაციების შეხვედრის ბოლო რაუნდი დოჰაში უშედეგოდ დასრულდა. ირანს სურს, აშშ-ს შეთანხმების აღდგენის სანაცვლოდ დამატებითი პირობები წაუყენოს, რაც ვაშინგტონისთვის მიუღებელია, აცხადებს მაკგერკი. ირანი ამერიკისგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღებას მოითხოვს. ...

Read More »

უკრაინა რუსეთს ზაპორიჟიეს ატომური სადგურის ციხესიმაგრედ გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა რუსი ჯარისკაცები ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ციხესიმაგრედ გამოყენებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ CNN-ი წერს. „ოკუპანტებმა დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, საცხოვრებელ ადგილებში. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ბოლო კვირაა. ოკუპანტები მდინარის მოპირდაპირე სანაპიროზე, ქალაქ ნიკოპოლს ბომბავენ. მათ კარგად იციან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უპასუხებენ ამ თავდასხმებს, რადგან ამან შეიძლება ატომური ელექტროსადგური დააზიანოს. ამიტომ, ოკუპანტები ზაპაროჟიეს ატომურ ...

Read More »