„გაზპრომი“ სომხეთს ბუნებრივ აირს დროებით აზერბაიჯანის გავლით მიაწვდის. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის“ მილსადენზე სარემონტო სამუშაოებია. რუსულმა კომპანიამ აზერბაიჯანის ნავთობკომპანიასთან მოკლევადიანი კონტრაქტი 16 მარტს გააფორმა. სარემონტო სამუშაოები სამი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც ბუნებრივი აირი სომხეთს კვლავ საქართველოს გავლით მიეწოდება.
Read More »